„ჰენზელი და გრეტელი“ 💙✨მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოდგენილი სპექტაკლით „ჰენზელი და გრეტელი“ ძმები გრიმების ცნობილი ზღაპარი გააცოცხლეს.🎭 სპექტაკლი შემოქმედებითი გამოვიდა, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.კლასის დამრიგებელი და გერმანული ენის პედაგოგი - ნინო გულაშვილი.#გერმანულისკოლასხივი
სიახლეები
🎭 V ბ კლასის სპექტაკლი- ,, ჰენზელი და გრეტელი"
🎭 IV ა კლასის სპექტაკლი- ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში"
🎭 სპექტაკლი - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ 🌟IV ა კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის, შორენა გაბისონიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი - „Alice in Wonderland“✨💫🧚♀️🪄მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები, წარმოაჩინეს საკუთარი სამსახიობო ნიჭი და ენობრივი უნარები.✨⚜️სპექტაკლი გამოირჩეოდა ფერადი სასცენო დეკორაციებით, შემოქმედებითი კოსტიუმებითა და ბავშვების გულწრფელი ემოციებით.პატარა მსახიობებმა თავიანთი შესრულებით მაყურებელთა აპლოდისმენტები დაიმსახურეს🩵#სკოლასხივი #aliceinwonderland
🎸🎤ჩვენი სკოლის ბენდის კონცერტი
სკოლის ბენდის კონცერტზე მოსწავლეებმა თავიანთი მუსიკალური ნიჭი და შემოქმედება შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ცოცხალი შესრულება, სცენიდან გადმოსული ენერგია და სიხარული თითოეულ ნოტში
მადლობა თითოეულ მონაწილეს, ბენდის ხელმძღვანელს ნიკუშა ჯანელიძესა და მხარდამჭერს ამ მუსიკალური საღამოსთვის 💙
🏛️ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას“ ✨ — ილიას ამ ცნობილი და ღრმად პატრიოტული სიტყვებით დაიწყო საინტერესო საუბარი ექსკურსიამძღოლმა 🎤📖, რომელიც მე-11 კლასის მოსწავლეებს მანსპინძლობდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 🏛️🍃
საოცარი გარემო ✨, მე-19 საუკუნის უდიდესი შემოქმედის ცხოვრების დეტალებით განცდილი ემოცია 💭❤️, ილიას პოლიტიკურ-ეკონომიკური მოღვაწეობის უცნობი ამბები 📚, პირადი ცხოვრების რომანტიკული პერიოდი 💕 და მრავალი სხვა საინტერესო ისტორია გახდა ცნობილი სტუმარი მოსწავლეებისთვის 👩🎓👨🎓
„წმინდა ილია მართალს თქვენი ხილვა ძალიან გაუხარდებოდა“ 🙏🌟 — ამ სიტყვებით გამოაცილა მშვენიერმა ქალბატონმა ლამაზი გოგო-ბიჭები 😊🌸 და მრავალი შთაბეჭდილება გამოაყოლა მათ საგზლად 🎒💫
3
🎨 საშემოდგომო გამოფენა ე. ახვლედიანის გალერეაში
ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიმართა ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში 🍁🎨, სადაც ჩვენი სკოლის „სხიველები“ ექსპოზიციის უცვლელი მონაწილეები არიან 🖼️✨ამჯერად წარმოდგენილი იყო მე-8 კლასის მოსწავლეთა საოცრად თბილი, შემოდგომის ესთეტიკით გამსჭვალული ნამუშევრები 🍂🧡, რომლებმაც, როგორც ყოველთვის, დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა 👏😊
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ მხატვრებს! 🌟🎉
საქველმოქმედო აქცია
ქველმოქმედება- ეს ხომ უანგარო სიკეთეა, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. იგი აბედნიერებს ადამიანს და აძლევს მას შესაძლებლობას დაუღალავად აკეთოს სიკეთე.
• ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის” საქველმოქმედო-სამოქალაქო კლუბი ხელს უწყობს მრავალი საქველმოქმედო იდეისა თუ ინიციატივის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს შემოწირულობებსაც, ეს ყოველივე კი მოხმარდება საჭიროების მქონე ოჯახების მხარდაჭერას. აღნიშნული საქმიანობა ემსახურება სოლიდარობის, თანადგომისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას სასკოლო საზოგადოებაში.
შეიტანე შენი წვლილი ოჯახების დახმარებისთვის და შემოწირულობისთვის
GE21BG0000000603340044
(ქ.ნ)
#სიკეთე გადამდებია
#გაუწოდე დახმარების ხელი
#შენ მნიშვნელოვანი ხარ
#ერთად უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთ
#იყავი ჩვენ გვერდით
⚡️ ენერგია, რომელიც ქმნის მომავალს
ენერგეტიკის დღის აღსანიშნავად მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი, რომელიც მომავლის ენერგიის წყაროებს მიეძღვნა. 🌍✨
მოსწავლეებმა ოთხი მთავარი მიმართულება განიხილეს:
💨 1. ქარის ენერგია – როგორ გარდაიქმნება ჰაერის ნაკადი მძლავრ ელექტროენერგიად? ქარის ტურბინები დღეს ეკო-მეგობრული მომავლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
☀️ 2. მზის ენერგია – ამოუწურავი რესურსი, რომელიც ჩვენს სახლებსა და ქალაქებს მზის სხივების მეშვეობით აცოცხლებს. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
⚛️ 3. ატომური ენერგია – მინიმალური გამონაბოლქვი და მაქსიმალური სიმძლავრე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხოებასა და მის გადამწყვეტ როლზე გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
♻️ 4. ბიოგაზი – ნარჩენებიდან ენერგიამდე! ეს მიმართულება გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის ნარჩენების ჭკვიანური გამოყენება ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.
🙌 მადლობა მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო კვლევისა და პრეზენტაციებისთვის!
#ენერგეტიკისდღე
#მწვანეენერგია
#განათლება
#მომავალიჩვენია
#ეკოლოგია
#სკოლასხივი
♟️ სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში გრძელდება
🏆ჩვენი სკოლის პატარა მოჭადრაკეების - მე-3 ა და მე-3 ბ კლასების შეხვედრა წარმატებით გაიმართა. ჩემპიონატი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, კონცენტრაციისა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.
🥇დაძაბული და საინტერესო პარტიებით კიდევ ერთი წარმატებული საჭადრაკო დღე ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში.
ჭადრაკის მასწავლებელი: ანი ჭანტურია
🎭 მოზარდ მაყურებელთა თეატრში
🎭11 დეკემბერს, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები, მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „მაგდანას ლურჯა“, სადაც ნათლად იყო წარმოჩენილი მაგდანას ოჯახის მძიმე ყოფა და ადამიანის სიკეთის ძალა. დადგმამ ბავშვებს თვალსაჩინოდ აჩვენა ეპოქის სოციალური პრობლემები და ძირითადი ფასეულობები.
🎭მოსწავლეები ინტერესით ადევნებდნენ თვალს მოვლენებს და სპექტაკლის შემდეგ აქტიურად განიხილეს პერსონაჟები და თემები. აქტივობამ ხელი შეუწყო მათში ემპათიისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
🦉ინტელექტუალური კლუბი „რა? სად? როდის?“
🔹ინტელექტუალური თამაში მიზნად ისახავს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ამაღლებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.თამაში ეფუძნება რთულ შეკითხვებს, რომელთა ამოხსნა მოითხოვს ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას.გუნდების ამოცანაა შეზღუდულ დროში, ერთობლივი მოქმედებით, იპოვონ სწორი პასუხი. 🦉
♟️ სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში
მე-5 ა და მე-5 ბ კლასებს შორის გაიმართა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი.
ტრადიციულად, ყოველი სემესტრის ბოლოს ჩვენი სკოლა ატარებს ჭადრაკის ჩემპიონატს.
ტურნირი ძალიან დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა - თითოეული მოსწავლე მთელი ძალით იბრძოდა გამარჯვებისთვის.
ჭადრაკის მასწავლებელი: ანი ჭანტურია
სკოლაში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა
II-XII კლასებში ჩატარდა დიაგნოსტიკური ტესტირება! ეს პროცესი ხელს უწყობს მოსწავლეთა პროგრესის შეფასებას და მათ მომავალ წარმატებას. 🚀
📢 კრება-კონფერენციის განრიგი
🕒 დაწყების დრო: 15:10 სთ
📅 8 დეკემბერი (ორშაბათი)
-
🎓 V ა
-
🎓 V ბ
-
🎓 VI ა
-
🎓 VI ბ
📅 9 დეკემბერი (სამშაბათი)
-
🎓 I ა
-
🎓 III ა
-
🎓 III ბ
📅 10 დეკემბერი (ოთხშაბათი)
-
🎓 VII ა
-
🎓 VII ბ
-
🎓 VIII ა
-
🎓 VIII ბ
-
🎓 IX ა
📅 11 დეკემბერი (ხუთშაბათი)
-
🎓 II ა
-
🎓 II ბ
-
🎓 IV ა
-
🎓 IV ბ
📅 12 დეკემბერი (პარასკევი)
-
🎓 X ა
-
🎓 X ბ
-
🎓 XI ა
-
🎓 XII ა
-
🏆 ვულოცავთ ნიკოლოზ თოდრიას
🏆 ვულოცავთ 🌟ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ თოდრია დაჯილდოვდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებისთვის . 🌟 ვამაყობთ ნიკას წარმატებით და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებსა და წარმატებულ მომავალს! 🏆#ნიკოლოზთოდრია#ოლიმპიადა2024 #ვამაყობთ
🎬✨ მარიამ ჩაგუნავას წარმატება ✨🎬
ჩვენი სკოლის მოსწავლე მარიამ ჩაგუნავა მონაწილეობს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმში „მთვარე მამაა ჩემი“, რომელიც წარდგენილი იყო ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 🌍🎥
❤️ ვულოცავთ მარიამს ამ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მრავალფეროვან როლებსა და გამარჯვებებს მომავალში! 💫
🚰X ა კლასის მოსწავლეები GWP-ში 🏙️
🚰🏙️ჩვენი სკოლის X ა კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ GWP-ში (Georgian Water and Power). მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ, თუ როგორ ხდება წყლის მიწოდება ქალაქისთვის 💧🏙️.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს:
- როგორ მუშავდება წყალი 🏞️⚙️
- რა სისტემებით მიეწოდება ის თბილისის მოსახლეობას 🚰
- როგორ ხდება ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა 🔍✅
ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის 🌟. ისინი უშუალოდ შეეხნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, გაიგეს წყლის მიწოდების პროცესის სირთულე და მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ წყალი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია 💙🌍.
💙📚 ბავშვები მართავენ
20 ნოემბერი – ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე 🌍👧👦
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს 💙📚. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია თითოეული ბავშვი 🌟.
ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ჩვენს სკოლაში ტარდება უნიკალური აქტივობა – „ბავშვები მართავენ“ 🎭👩🏫👨🏫. ერთი დღით მოსწავლეები ირგებენ დირექტორის 🎓, ადმინისტრაციის წარმომადგენლების 🏫 და მასწავლებლების 📖 როლს. ისინი ატარებენ გაკვეთილებს ✏️📚, მართავენ პროცესებს 🗂️ და იღებენ გადაწყვეტილებებს 🗝️, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ და გაითავისონ სკოლის ყოველდღიური საქმიანობა 🏫✨.
ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვებისთვის 🌈💡. ისინი ავლენენ თავიანთ ლიდერულ უნარებს 👑, კრეატიულობას 🎨 და პასუხისმგებლობას 🤝, სწავლობენ თანამშრომლობას 🤗 და თვითრწმენას 💪.
აქტივობა არა მხოლოდ სასიამოვნო და სახალისოა 🎉😂, არამედ ხელს უწყობს ბავშვებში თვითშეფასების ზრდას 🌟, თანამშრომლობის 🤝 და პიროვნული უნარების განვითარებას 🚀.
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სკოლა პირველ რიგში ბავშვების ბედნიერებისა 😊💙 და განვითარებისთვისაა 📚🌱!
🌺II-ა კლასის მოსწავლეები „შუაგულში’’
II-ა კლასის მოსწავლეები 👧👦, მშობლები 👨👩👧👦 და პედაგოგი ეკა ლომთათიძე 👩🏫 ერთად ესტუმრნენ ულამაზეს გარემოს — „შუაგულის’’ სანერგეს 🌳🌸. ბავშვებმა დაათვალიერეს შესანიშნავი საღონისძიებო სივრცე 🏡, მიიღეს მცენარეების მოვლაზე საბაზისო ინფორმაცია 📚🌱, ისწავლეს ქოთნის მომზადება 🪴 და მცენარის ჩარგვის ძირითადი ეტაპები 🌼. საინტერესო საუბრის ფორმატში გაეცნენ მცენარეების მნიშვნელობას 🌍, ყურადღებით უსმენდნენ რეკომენდაციებს 👂 და საკუთარი ხელითაც ჩარგეს ქოთნებში მცენარე — „ვიოლა’’ 🌺.
ეკოფერმაში პატარებმა მოინახულეს შინაური ცხოველები 🐑🐇🐓 და ფრინველები 🐦, თავადაც გაუნაწილეს საკვები 🍽️. განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა ტრადიციული ჩურჩხელების ამოვლება 🍇🍫 — ბავშვები დიდი ინტერესითა და მოტივაციით იყვნენ ჩართული ამ პროცესში 🤩🙌.
დღის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ „პატარა მებაღის“ სიგელები 🎖️📜, რაც მათი შრომისა და მონდომების ლამაზი შეფასება გახდა 🌟👏.
ჩვენი ექსკურსია მცხეთაში 🏞️ პიკნიკით 🍉🥪 გაგრძელდა. მშობლებთან ერთად ვითამაშეთ როგორც სპორტიული ⚽🏃, ისე ინტელექტუალური თამაშები 🧩🧠 — სიცილი 😂, მხიარულება 🎉 და გუნდური სული 🤝 მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა ☀️💖.
✨ ზღაპრის დღე
✨ 14 ნოემბერი — ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე 🎂📚
👧 III ა კლასის მოსწავლეებმა ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს 🌟 🎯 ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებისთვის მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, კითხვის სიყვარულის გაღვივება 💖📖, მეგობრული და ხალისიანი განწყობის შექმნა 🤝😊.
🏫 კლასში დაიგეგმა და ჩატარდა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები 🎉:
📝 მოსწავლეებმა მოისმინეს ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები
📖 წაიკითხეს ფრაგმენტები „პეპი გრძელიწინდადან“
📚 გაიაზრეს ტექსტი მწერლის შესახებ
🎀 დაამზადეს თოჯინა პეპი, 🏡 პეპის ვილა და 🐒 ბატონი ნილსონი
🎨 მოაწყვეს საკლასო გარემო შესაფერისად
🍬 საკუთარი ხელებით დაამზადეს ტკბილეული
🎲 ითამაშეს მხიარული თამაშები „პეპი ამბობს“ და „პეპის კალათა“
❓ უპასუხეს მხიარული ვიქტორინის კითხვებს
🎶 იმღერეს პეპის სიმღერა
👩👩👧👦 მოიწვიეს პარალელური კლასის და მეორე კლასების მოსწავლეები
📖 ურჩიეს რატომ უნდა წაეკითხათ „პეპი გრძელიწინდა“
🍎🍪 გაუმასპინძლდნენ ხილითა და ტკბილეულით
🍰 „ტკბილი წახემსება“ ასტრიდის დღის სასურველი დასასრული იყო 🎇. 🕯️ საყვარელი მწერლის პატივსაცემად პატარა ტორტზე სანთლები აინთო და ყველამ ერთი კეთილი სურვილი ხმამაღლა წარმოთქვა 💫💭. 😊 დასასრულს კმაყოფილმა ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს დღის შთაბეჭდილებები 💌.
🏅 ნიკა წულაიას ბრწყინვალე გამარჯვება!
🏆 დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლაში წარმატებით ჩატარდა 2025-2026 სასწავლო წლის მესამე შიდა ტურნირი, სადაც A და B კატეგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.✨✅ A კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მოსწავლემ- ნიკა წულაიამ, რომელმაც 7 შესაძლო ქულიდან 6 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი.🏆🥇🎉 ვულოცავთ ნიკას ამ ბრწყინვალე შედეგს! 🌟 ვუსურვებთ მას ახალ მწვერვალებს, დაუვიწყარ პარტიებს და ბრწყინვალე გამოსვლებს საერთაშორისო ასპარეზზე! ♟️
სიახლეების არქივი
- ოქტომბერი 2026
- სექტემბერი 2026
- ივლისი 2026
- ივნისი 2026
- მაისი 2026
- აპრილი 2026
- მარტი 2026
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- აგვისტო 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- ყველა