🦉 საერთაშორისო აკადემიური კონკურსი Owlypia - თბილისი 2026-ის ოფიციალური მასპინძელი საქართველოში - სკოლა “სხივი”
🔹ქართულ-გერმანულმა სკოლა „სხივმა“ საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია Owlypia-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
🔸თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის 2-3 მაისს, თბილისში გაიმართება Owlypia-ს ადგილობრივი რაუნდი (Local Round), რომლის მასპინძელიც იქნება ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“.
🦉Owlypia წარმოადგენს საერთაშორისო ინტელექტუალურ კონკურსს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს აერთიანებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.კონკურსში მონაწილეობა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას:▫️გამოსცადონ საკუთარი ცოდნა საერთაშორისო ფორმატის აკადემიურ გამოწვევებში▫️განავითარონ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება▫️წარმოაჩინონ ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები▫️მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები▫️მოიპოვონ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კონკურსის შემდეგ ეტაპებში.
📅 ჩატარების თარიღი: 2–3 მაისი, 2026
📍 ადგილი: თბილისი, ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“
📍თბილისი, მიხა ხელაშვილის 7 (დიდი დიღომი)
📢 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს.
🚀 მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ რეგისტრაცია განხორციელდება წინასწარ.რეგისტაციისთვის გადმოდი ბმულზე: https://forms.gle/duDrpgfcKHucgw1v5დეტალებისთვის:
📞 577 54 66 96
🚀 გახდი გლობალური მოძრაობის ნაწილი!▫️შემოუერთდი სკოლებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც უკვე ცვლიან განათლებას
🦉Owlypia-სთან ერთად.
#Owlypia
#IntellectualChallenge#Students
#Skhivischool#EducationTbilisi