სიახლეები

          • გილოცავთ დედამიწის დღეს ❤️

          • ასე დაინახეს III ა კლასის მოსწავლეებმა დღევანდელი ვითარება. დედამიწაც ჩვენსავით ებრძვის ამ ვერაგ ვირუსს. ჩვენ გავიმარჯვებთ!!! მომავალ წელს განსაკუთრებით ავღნიშნავთ ამ თარიღს.  მოუსმინეთ ბავშვებს!!!!    დარჩი სახლში მათთვის და საკუთარი თავისთვის!!!

          • გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • „ქრისტე აღდგა! გილოცავთ, დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ერთად აღნიშნავს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

            აღდგომა ქრისტიანებისთვის სიკვდილზე გამარჯვებასა და მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება. ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც რწმენითა და სიხარულითაა სავსე.

             ვუერთდებით თითოეული ქრისტიანის სიხარულს. ყველა მართლმადიდებელს ვულოცავთ დღევანდელი დღეს.

                გისურვებთ ბედნიერ ხვალინდელ დღეს, სულიერ სიძლიერესა და ჯანმრთელობას!

          • გილოცავთ ქართული ენის დღეს!

          •                                     სასიამოვნო სიუპრიზი ჩვენი ოლიმპიელებისაგან!

                      

            დღევანდელი დღე ასე მოგვილოცეს ჩვენმა შარშანდელმა გამარჯვებულმა  ოლიმპიელებმა!

                   მადლობა ბავშვებსა და პედაგოგ ანი კოტიკაძეს სასიამოვნო სიუპრიზისათვის !

             

                ერის სულის ყველაზე  ნათელი გამოხატულება  ენაა. იგი იდუმალი და აუხსნელი საუნჯეა,  რომელსაც  განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.   

            ქართულ ენას , დედა-ენას ჩვენი ერის თვითმყოფადობისა და კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ  ქართული ენის სიწმინდის, სიყვარულისა და პატივისცემის დანერგვას ემსახურება დედაენის დღისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომელსაც ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება,  წელს მეცამეტედ  უნდა  აღგვენიშნა. 

            ქვეყანაში COVID-19 ვირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო.    

             

          • პირველი არხი | განათლების ეთერში „ტელესკოლა“ დაიწყო

          • პირველი არხი | განათლების ეთერში დღეიდან საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. ტელეგაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

            განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, დღეიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

            პირველი არხი | განათლება

             

            ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

            გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

            გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

          • მადლობის წერილი სკოლას 🥰

          •  

             მოგეხსენებათ, რომ ვირუსმა COVID-19 მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად შეცვალა, მათ შორის სასწავლო პროცესი. ვირუსის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა - შინ დარჩენა, ამიტომ ქართულ - გერმანული სკოლა „სხივი“ Onlaine სწავლების ფორმაზე გადავიდა.

            აღსანიშნავია, რომ Onlaine სწავლების ეფექტიანობისათვის, ასევე სკოლის თითოეული თანამშრომლის მოტივაციისთვის,მნიშვნელოვანია მშობელთა მხარდაჭერა, რაც ნათლად ჩანს, სწავლების პროცესში ჩართულობითა და კომენტარებში გამოხატული მადლიერებით!

             სკოლის დირექცია მადლობას უხდის, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, სწავლების პროცსში მობილიზებულად ჩართვისათვის.

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივი სწავლების ონლაინ ფორმაზე გადავიდა

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სწავლების ონლაინ ფორმაზე გადავიდა.სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველდღიურად აქტიურად მუშაობენ დისტანციური სწავლა-სწავლების თანამედროვე ფორმების დახვეწისა და დანერგვისათვის. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური, დროული ჩართულობისთვის.გისურვებთ ჯანმრთელობას !

          • მშობელთა საყურადღებოდ!

          • სკოლიდან აუცილებელი დოკუმენტაციის გამოთხოვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ  კლასის დამრიგებელს, რომელიც საქმის კურსში ჩააყენებს ადმინისტრაციას.

             

          • ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“  ორშაბათიდან გეგმავს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას

          • ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

            ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არდადეგების გახანგრძლივებას გამო, ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“  ორშაბათიდან გეგმავს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას.

            ჩვენ გამოვიყენებთ  არსებულ რესურსს, ელექტრონულ  ჟურნალ - Edupage-ს ,  ასევე დამხმარე ინტერაქტიულ საგანმანათლებლო აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ონლაინკომუნიკაციასა და უკუკავშირს.

               სხვადასხვა საგნის სწავლებისას აქტიურად გამოვიყენებთ, https://zoom.us/ https://www.gamestolearnenglish.com/  https://learningapps.org/ , Silk School  - საშინაო სკოლა https://www.ixl.com/ , https://www.geogebra.org/ -გრაფიკულ პროგრამას და სკოლის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს (პრეზენტაციებიტესტები- Edmodo. Com  Easy Quizzy და ა.შ  )

              თანმიმდევრული სასწავლო პროცესისა და აქტივობების უზრუნველსაყოფად, თითოეული მასწავლებლისა და კლასისთვის განისაზღვრა კონკრეტული გეგმა, სიხშირე და ხანგრძლივობა.

            ძვირფასო მშობლებო,   გთხოვთ  თქვენი ჩართულობით ხელი შეგვიწყოთ დისტანციური სწავლების დანერგვაში და ორშაბათიდან უზრუნველყოთ  მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და გაჯეტების (მობილური/ლეპტოპი/პერსონალური კომპიუტერი) ხელმისაწვდომობა.

            სხვა დეტალებსა და ორგანიზაციულ საკითხებს გაგაცნობთ კლასის დამრიგებელი.

            გისურვებთ ჯანმრთელობას !

          • ქართული ენის XIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო

          • განცხადება ‼️

            📢 გაცნობებთ რომ, ქართული ენის XIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო

             მოგესალმებით, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო.

             ოლიმპიადის ჩატარების თარიღსა და განრიგს დამატებით გაცნობებთ !

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გისურვებთ ჯანმრთელობას! 

          • დისტანციური სწავლების აქტივობაზე გადასვლა

          • ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო!

            გაცნობებთ, რომ გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგებიდან გამომდინარე , ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გეგმავს დისტანციური სწავლების აქტივობაზე გადასვლას. დამატებით ინფორმაციას უმოკლეს დროში  შეგატყობინებთ

            გისურვებთ ჯანმრთელობას !

          • 2019-2020 წლის მენიუ

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის  სასადილო მოსწავლეებს ყოველდღიურად უმასპინძლდება მრავალფეროვანი კერძებით.

          • გილოცავთ დედის დღეს!

          • ძვირფასო დედებო, გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობასა და გახარებას!