ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" VIა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების სახით, წარმოადგინეს პროექტი - ,,მათემატიკა ჩვენს გარშემო". ბავშვებმა თვალი გადაავლეს მათემატიკის ისტორიას, ხაზი გაესვა მათემატიკის უმნიშვნელოვანეს როლს ბევრი სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემის გადაწყვეტისას. დიდი ინტერესით მოიძიეს ინფორმაცია,თუ როგორ ხდებოდა გამოთვლების გამარტივება და როგორ მოვედით აბაკიდან მიკროკალკულატორამდე. დაისვა საყოველთაოდ ცნობილი კითხვა: რიცხვი თუ ციფრი?
პროცესში გამოიკვეთა აღნიშნული დავალების პოზიტიური ასპექტები:
1. სწორი მიდგომები საკითხისადმი;
2. ინფორმაციულობა;
3. მშობელთა ნაყოფიერი ჩართულობა;
4. პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარის ჩამოყალიბება;
5. მათემატიკის სწავლების აუცილებლობა!
პედაგოგი: შორენა ჯავახიშვილი Lizi Nika