ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’ მე-11 კლასელებმა ლიტერატურული ღონისძიებით აღნიშნეს 23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე.
,, იყავი კარგი მკითხველი’’ -ასეთი მოწოდება გააჟღერეს მოსწავლეებმა.წაკითხულ ლექსებს, ამონარიდებსა და მინიატურებს საკუთარი განცდები დაურთეს, ქართული ცეკვის ხიბლიც დაატრიალეს, სიმღერის ჰანგებითაც დაგვატკბეს და ლიტერატურული წარმოდგენით ილიასეულ ეპოქაშიც გვამოგზაურეს.
მადლობა მათ.
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. გილოცავთ!...
პედაგოგი ნანა ყანჩაველი