კორეაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე" კორეული ენის შესწავლა უცხოელი ახალგაზრდებისთვის", ჩვენმა მეთორმეტე კლასელმა სოფიო თოდრიამ ესეების წერაში მთავარი პრიზი აიღო.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი ულოცავს სოფოს და უსურვებს წარმატებებს!
კორეაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე" კორეული ენის შესწავლა უცხოელი ახალგაზრდებისთვის", ჩვენმა მეთორმეტე კლასელმა სოფიო თოდრიამ ესეების წერაში მთავარი პრიზი აიღო.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი ულოცავს სოფოს და უსურვებს წარმატებებს!
ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ , ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა: სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, ურთიერთდახმარება, შინაგანი დისციპლინა, ლიდერობა, კოლეგიალობა, ურთიერთგაგება და სხვა.
IV-V-VI კლასის მოსწავლეები, გაეცნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებს და მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სპორტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მის დამკვიდრებას.
ონლაინ აქტივობაში მონაწილეები არიან:
• მაქსიმე მუშკუდიანი
• იმედა დემირ
• ქეთი შუბლაძე
• ნუცა შუბლაძე
• ლეილა ისმაილოვა
• ანა ხუჭუა
• ქეთი ნოქარიშვილი
• ელენე ჯავახიშვილი
• ნური ნურიევი
• ნიკუშა ბეგლარიშვილი
• გიორგი ხუხაშვილი
• დავით ქამადაძე
ამ მიზნებზე მუშაობით „ფიზიკური აღზრდა და სპორტი“ თავის წვლილს შეიტანს მოსწავლის ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
პატივისცემით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგო: ხათუნა აივაზოვა
ქართულ- გერმანული სკოლის V-ბ კლასის მოსწავლემ ჯონი ჭანჭალეიშვილმა საინტერესო აქტივობა შექმნა ბუნებისმეტყველების საგანში.
თემა-,, მზის სისტემა,,
პედაგოგი ლია ჩხეიძე.
ქართულ გერმანული სკოლის, მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა, „ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის“ კვირეულის ფარგლებში, ისწავლეს სიტყვა ბულინგის განმარტება.
ისინი ასევე, გაეცვნენ ინფორმაციას სკოლაში ბულინგის ფაქტებსა და ბულინგის სახეების შესახებ.
მოსწავლეებმა დაგმეს ბულინგი და შეთანხმდნენ რომ ძალადობის ყველანაირი სახე, იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური, გაუმართლებელია. ისინი თანხმდებიან, რომ სხვა თანატოლების მიმართ ცუდად მოპყრობა, მუქარა, დაშინება, დაცინვა და სხვა რაიმე მსგავსი ქმედება მათთვის მიუღებელია.
იზიარებენ ფრაზას „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ გექცეოდნენ.“ ისინი ირჩევენ მეგობრობას. საკუთარი შთაბეჭდილებები კი ამ ნახატებში, მათი ლამაზი ხელებითა და შემოქმედებითი უნარის მეშვეობით გადმოგვცეს და გაგვიზიარეს.
პედაგოგი: ფიქრია კოშაძე
ქართულ - გერმანული სკოლა სხივი უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-5ა კლასის მოსწავლეების მცდელობა, გაჩვენოთ - „იცვლება სწავლა-სწავლების მეთოდები, ღირებულებები რჩება უცლელი!“
პედაგოგი : ნინო წიკლაური
დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით X კლასის მოსწავლეებმა ,,სამოქალაქო განათლებაში” მიღებული ცოდნის საფუძველზე საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზეს
პედაგოგი ქეთევან შოვნაძე
ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ გერმანული სკოლის XI მოსწავლემ საინტერესო ესე დაწერა ,, ქალთა უფლებების დაცვა ადრე და ახლა", რომელშიც საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა არსებული საკითხის მიმართ.
პედაგოგი: მარი ბურჯანაძე
,,დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე’’ - ასე უწოდეს ქართულ- გერმანული სკოლა,,სხივის’’ მე-11 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ ონლაინ შეოქმედებით სღამოს. მათ გაიხსენეს პოეტის ბიოგრაფია, ისაუბრეს შემოქმედის ცხოვრების უცნობ დეტალებზე, გაგვაცნეს პირადი წერილები, წაიკითხეს ლექსები, მოგვასმენინეს გალაკტიონის ხმის უნიკალური ჩანაწერი. პოეტის ლექსებზე აჟღერებულმა სიმღერებმა კი ერთგვარად გაალამაზა საღამო.
ნოემბერი პოეტის ამ ქვეყნად მოვლინების თვეა, სწორედ ნოემბერმა გვაჩუქა ,,მეფე-პოეტი’’, უბადლო შემოქმედი, ლექსის დიდოსტატი და სიტყვის ფასდაუდებელი მომღერალი.
წელს გალაკტიონ ტაბიძეს დაბადებიდან 129 წელი შეუსრულდა.
პედაგოგი ნანა ყანჩაველი
გილოცავთ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს !
21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ტელევიზიის საერთაშორისო დღეს 20 ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორის ისეთი წამყვანი სატელევიზიო ინდუსტრიის მსოფლიო ორგანიზაციებიც, როგორებიცაა „ევროპის მაუწყებლობის კავშირი“, „კომერციული ტელევიზიის ევროპული ასოციაცია“ და სხვა.
ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება.
ყველა ტელევიზიას ვულოცავთ ამ დღეს !
პროექტების ავტორი: თინათინ ჯაფარიძე და ელენე სებისკვერაძე
პედაგოგი: ეკა ჯანაშია
მე–7 (ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ბავშვთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.
ჩვენ გამოვეხმაურეთ იუნისეფის საინტერესო წამოწყებას – ,,გავხადოთ მსოფლიო ლურჯი" და 20 ნოემბერს გაკვეთილზე ლურჯ ფერებში გამოვეწყვეთ. მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს ბაშვთა უფლებებზე, თავიანთი სლოგანებითა და ჩანახატებით კი თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს ბავშვებს.
პედაგოგი: ლელა ხათრიძე
20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით მე-9-ე, მე-10-ე და მე-11-ე კლასის მოსწავლეების ჩართულობით მოვაწყვეთ აქტივობა აირსოფტ არენაზე
Airsoft Arena Georgia სადაც მეგობრულ დუელში გაიმარჯვა, რა თქმა უნდა მეგობრობამ. მადლობა თითოეულ მოსწავ.ლეს ვინც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პედაგოგი: გიორგი გეგენავა
გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს!
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“ – I ბ კლასის სახალისო აქტივობა მათემატიკაში.
დამრიგებელი: თამარ გურგენიძე
საგანი: მათემატიკა.
ხალისით ვსწავლობთ
I ა კლასის მოსწავლეების დავალება ბუნებისმეტყველებაში.
პედაგოგი: ბელა მოლაშხია
20 ნოემბერი ბავშვთა საერთაშორისო დღეა!!!
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის III ა - III ბ კლასის მოსწავლეებიც უერთდებიან ამ დღის აღნიშვნას. საგან მე და საზოაგდოების ფარგლებში მათ ისაუბრეს ბავშვთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, მოისმინეს პრეზენტაცია, გაეცნენ ბავშვთა უფლებათა კონვენციას და უყურეს ანიმაციებს - „ბავშვთა უფლებები ანიმაციაში“.
გაკვეთილის ბოლოს სახალისო აქტივობით საკუთარ მესიჯებს უგზავნიან თანატოლებს და დისტანციურად უერთდებიან ამ დღის აღნიშვნას.
პედაგოგი: თ. გურგენიძე
სკოლა “სხივის” I და II კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ, “საშემოდგომო გამოფენას”
შემოდგომის “სხიველები” 2020
პადაგოგი: ლია ნიშნიანიძე
20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა!
IV ა და I ბ კლასის მოსწავლეთა ჩანახატები
პედაგოგი: ია ამირიძე
მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების ჩართულობით მოეწყო ველო ტური ლისის ტბაზე. ტურის ფარგლებში შემოვიარეთ 3 კილომეტრიანი დისტანცია ტბის გარშემო რის შემდეგაც გადავინაცვლეთ უგზოობის პირობებში დაბრკოლებების გადასალახად.
დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს ჩართულობისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის.
პედაგოგი: გიორგი გეგენავა
XI კლასის მოსწავლეებმა პირველი კომპლექსური დავალებების შესრულება დაიწყეს ისტორიაში, დავალების სამიზნე ცნებებია საზოგადოება და ხელისუფლება, მოსწავლეებს ერთმანეთისთვის უნდა შეედარებინათ ორი ძველბერძნული პოლისი, ათენი და სპარტა და გამოეყოთ მსგავსება-განსხვავებები.
პედაგოგი: ნათია ჩუნინიძე
დიაბეტის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი დიაბეტზე.
პროექტის ავტორი , მოსწავლე: ელინა ღვაჩლიანი
მასწავლებელი : ინგა ხუჯაძე
დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.
დიაბეტის მსოფლიო დღე გაეროს მიერ აღიარებულ იქნა ოფიციალურ საერთაშორისო დღედ.
მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.
ჩვენს სკოლაში გაიმართა მინი შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში სადაც სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
სასიამოვნო დაძაბულობისა და აქტიური თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
რატი მურვანიძე - l ადგილი
დენის აფრიამაშვილი - ll ადგილი
დაჩი მურვანიძე - lll ადგილი
მეჰმეთ აქიფ ქოჩ - lll ადგილი
ტურნირში მონაწილე დანარჩენ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის.
Powered by aSc EduPage