ქართულ-გერმანული სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა მე-2ა კლასის მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილი ჩაუტარეს თემაზე „ფიზიკური დახასიათება“. კონკრეტულად კი მათ აუხსნეს და ასწავლეს ადამიანის სახის, თმისა და კანის ფერის აღწერილობა სახალისო ვიდეო ჩვენების დახმარებით. შეასრულეს ჯგუფური სამუშაო. თითოეულ ჯგუფს თავად კურირებდნენ და აძლევდნენ მითითებებს დავალებების შესასრულებლად, გაკვეთილის ბოლოს კი ჯგუფებს მისცეს სახალისო დავალება. მე-8ა კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაზე კარნახობდნენ თუ როგორი გარეგნობის და აღწერილობის პიროვნება დაეხატათ. საგაკვეთილო პროცესი საკმაოდ აქტიურად და სახალისოდ წარიმართა. უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კლასი კმაყოფილი დარაჩა ჩატარებული აქტივობებით და ბოლოს ერთი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს ერთად.
პედაგოგი ფიქრია კოშაძე Pikria Koshadze