სიახლეები

          • მშობელთა საყურადღებოდ

          • მშობელთა საყურადღებოდ!

            ძვირფასო მშობლებო, თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია "Covid 19-ის" წინააღმდეგ ბრძოლაში !

            არ გამოუშვათ ბავშვი სკოლაში თუ მას აქვს მომატებული ტემპეტარურა (37° და მეტი), ხველა, სურდო ან სხვა რესპირატორული სიმპტომი.

            2. ამ შემთხვევაში გვაცნობეთ ბავშვის გამოუცხადებლობის მიზეზი. დაუკავშირდით კლასის დამრიგებელს / სკოლის ექიმს.

            3. გამოიძახეთ ოჯახის ექიმი ან დარეკეთ 112 -ზე

            გისურვებთ ჯანმრთელობას !

            პატივისცემით ადმინისტრაცია

             

          • ბელა მასწავლებლის მილოცვა


          • 👩‍🎓👨‍🎓#ისწავლეჩვენთანერთად 🥰

            საყვარელო  ბავშვებო!
            გილოცავთ  მესამე კლასის წარმატებით დასრულებას.
            ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!
            ბელა მასწავლებელი 
            ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

          • I კლასის დასრულებას გილოცავთ ციცო მასწავლებელი

          •  

            👩‍🎓👨‍🎓#ისწავლეჩვენთანერთად 🥰

            ☀️ „ჩემო პატარებო , გილოცავთ პირველი კლასის დამთავრებას და მეორე კლასში გადასვლას. საოცარი ბავშვები ხართ. დიდი შრომით , მონდომებით და მოთმინებით შესძელით და თავი გაართვით იმ სიძნელეს რასაც ოლაინ სწავლება ჰქვია. მინდა, შორიდან მოგეფეროთ და ჩაგეხუტოთ თითოეულს, მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით. მიხარია ჩემები რომ გქვიათ.🌺 განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი მშობლების მიმართ. ძვირფასო მშობლებო, უღრმესი მადლობა რთულ სიტუაციაში თანადგომისათვის, ხელშეწყობისთვის, სიყვარულისათვის, სითბოსთვის. ვიცი, ჩვენ ერთად ყველა დაბრკოლებას ღირსეულად გადავლახავთ.ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.სიყვარულით, თქვენი ციცო მასწავლებელი ❤️❤️❤️🌺☀️❤️❤️🌺☀️❤️❤️🌺☀️❤️❤️🌺☀️❤️❤️🌺☀️

             

            https://www.facebook.com/100006176971468/videos/2611980042351203/

          • III ბ კლასის პროექტი-დავალება: „მე-მზარეული“.

          •  

            👩‍🎓👨‍🎓#ისწავლეჩვენთანერთად

            🥰 8-11 ივნისს III ბ კლასში განხორციელდა პროექტი-დავალება: „მე-მზარეული“.👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳👩‍🍳👨‍🍳

            პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამოუკიდებლად დაამზადეს გემრიელი და მარტივი სალათა წინასწარ შეთანხმებული ინგრედიენტების გამოყენებით. შეურჩიეს სახელი და დაამატეს, მათი აზრით, აუცილებელი ინგრედიენტი, რომელიც აკლდა ჩამონათვალს.

            ბავSებმა თავიანთი ნახელავი წარმოადგინეს კლასის წინაშე ონლაინგაკვეთილზე. ისაუბრეს დამზადების პროცესზე, მოისმინეს თანაკლასელებისა და მასწავლებლის შეფასებები და რჩევები, რომლებსაც ალბათ მომავალში გაითვალისწინებენ.

            მადლობას ვუხდით III ბ კლასის მოსწავლეების მშობლებს გაწეული დახმარებისთვის, თანადგომისთვის.

            გთავაზობთ შესრულებული დავალებების ვიდეოკოლაჟს.პედაგოგი ბელა მოლაშხია

            👩‍🍳👨‍🍳🍎🥒🥬🥦🥑🍆🍎🍏🍓🌶🥕🥝🥥🍋🍊🍐

          • ლელა მასწავლებლის მილოცვა

          • სწრაფად გაფრენილი 4 წელი . . .

            როგორც ყოველთვის ამჯერადაც სწრაფად გაირბინა თქვენთან გატარებულმა ოთხმა წელმა. ამას ჩვენი ერთად ყოფნის დროს ხშირად ხაზს ვუსვამდი და ახლა კი თქვენ მეკითხებით გაკვირვებულები - მართლა რა სწრაფად გავიდა დრო მასწავლებელო?!

            მახსოვს როგორი შიშნარევი, დაბნეული თვალებით მიყურებდით სკოლაში ახლადმოსულები. მაკვირდებოდით, ახლოს ვერ მოდიოდით. მეც, თქვენთან ერთად ვღელავდი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მეც მეპარებოდა ეჭვი ვაი თუ არ მიმიღონ, ვერ შემიყვარონ (ეს განცდა ყოველი ახალი კლასის აყვანასთან ერთად მეუფლება), მაგრამ ჩემი გამოცდილება მკარნახობდა, რომ დამშვიდდი, ყველაფერი დროის ამბავია და რომ სიყვარულიც, პატივისცემაც, თანაგრძნობაც დროსთან ერთად მოვა. არც შევმცდარვარ! თქვენი ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა იმ დროს მოხდა, როცა ამქვეყნად ყველაზე დიდ და მოუშუშებელ ტკივილს განვიცდიდი, რომლის დაძლევაშიც თქვენ დამეხმარეთ, თქვენ ჩემი გული სიყვარულით და იმედებით აავსეთ!

            რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მსიამოვნებდა თქვენთან ერთად დროის გატარება, მსჯელობა, კამათი, „საქმეების გარჩევა“, ჩემი თავგადასავლების მოყოლა, ზოგჯერ ისეთისაც, რომელიც არავისთვის გამიმხელია (რაც თქვენ ძალიან მოგწონდათ), ჩუმად დაკვირვება, სიცილი, იმის მოსმენა თუ როგორ მომიხსენიებდით „მასწავლებლად“ და არა „ლელა მასწავლებლად“. ჩუმად გისმენდით ცხრილის ნახვის დროს როგორ ითვლიდით ჩემს გაკვეთილებს და რა თბილად აღნიშნავდით, დღეს მასწავლებლის გაკვეთილები ბევრი გვაქვს და „YES”-ს აყოლებდით. როცა გაკვეთილზე გამაბრაზებდით და წყენას გამოვხატავდი, ნუცა ოსტატურად ნიშანს მოგცემდათ და მთელი კლასი ერთდროულად გამოიქცეოდით, წრეში მომიქცევდით და მეხუტებოდით, მეც მაშინვე მავიწყდებოდა წყენა! ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, ქეთის თქმისა არ იყოს - „ისე მიყვარს ჩემი კლასი,  ერთი რვეული არ მეყოფა მათზე დასაწერად“, მეც ეს დამემართა მგონი.

             მე მყავდა და მყავს 17 შესანიშნავი მოსწავლე, რომელთან ერთადაც სიამოვნებით გავატარე 4 წელი, მათ უკვე იციან ჩემი, ერთმანეთის, მასწავლებლების, მშობლების, უფროსი თაობის, სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა, გაფრთხილება, იციან მეგობრობის ფასი, ბოდიშის მოხდა, შეცდომის აღიარება, სიკეთის კეთება და რაც მთავარია სიყვარული! მე უკვე ვამაყობ თქვენით, თქვენ სამუდამოდ ჩემები გქვიათ!

            ჩემო ვითომ-ვითომ დიდებო, მაგრამ მაინც პატარებო, ბედნიერად გააგრძელეთ ცხოვრება მშვიდობიან, ჯანსაღ, სიკეთით სავსე ქვეყანაში. რომ არა დღევანდელი, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა, ჩვენი ბოლო დღეები უფრო საინერესოდ დატვირთული იქნებოდა! მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება, მთავარია ყველამ ჩვენი გასაკეთებელი პირნათლად შევასრულოთ!

            სხვანაირ მომავალ შეხვედრამდე!

            სიყვარულით - თქვენი ლელა მასწავლებელი

          • ვუმღერთ სამშობლოს . . .

          • 26 მაისი - ეს დღე ჩვენია !

            სულ ჩემი გულის მონაწურია,

            რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,

            ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,

            და მის სიყვარულს დავემწყემსები.

            დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,

            ეს ყვავილები მე დავაგროვე;

            მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,

            ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!

            👩‍🎓👨‍🎓#ისწავლეჩვენთანერთად

          • რუსთაველის დღეები სხივში

          •  

            👩‍🎓👨‍🎓#ისწავლეჩვენთანერთად

            როგორც ცნობილია, რომ 15 მაისი რუსთაველის დღეა. ყოველ წელს ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. რუსთაველის დღეები ტრადიციულად 26 მაისამდე გრძელდება ხოლმე. ქართულ-გერმანული სკოლა „სხივიც“ არ ჩამორჩა ამ მოვლენებს. მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად აღნიშნეს ეს დღეები. ამჯერად, ქართულ-გერმანული სკოლა“სხივის“ VI-ა კლასის მოსწავლეებს (მასწავლებელი ლია მამულაშვილი) მოვუსმინოთ.

            დიდი პოეტისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა გაიხსენეს პოეტის უკვდავი სტრიქონები, აფორიზმები, გაეცნენ პოეტის პორტრეტებს, პოემის ხელნაწერებს, იმოგზაურეს მის საოცარ სამყაროში; მოისმინეს,როგორ კითხულობენ „ვეფხისტყაოსანს“ სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანები, მსახიობები . შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო დავალებები და აქტივობები.

            ვიდეო იხილეთ ბმულზე ------ ვიდეოს გაშვება