IIა კლასის მოსწავლეები გვილოცავენ დედამიწის დღეს
გილოცავთ დედამიწის დღეს!
🌎 გილოცავთ დედამიწის დღეს!
🌎 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ამ ფაქტს ჩვენი სკოლაც აქტიურად გამოეხმაურა და გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. გთავაზობთ V-ა კლასის მოსწავლეების სოსო ასანიძისა Sosiko Asanidze და ნიკოლოზ ბადაგაძის Nikoloz Badagadze მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს.
პედაგოგი ლია ჩხეიძე Lia Chxeidze 🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎🌎
გამარჯობა დედამიწა!
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!
ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" I ბ კლასი სახალისო აქტივობებით უერთდება ამ დღის აღნიშვნას. დაფაზე მასწავლებელთან ერთად მათ მოხატეს დედამიწა, უყურეს ანიმაციებს და შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაციები.
დამრიგებელი: თ.გურგენიძე
3
სანიმუშოდ შესრულებული დავალება ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის
I ა კლასის მოსწავლე მათე შუბლაძის Mate Shubladze მიერ სანიმუშოდ შესრულებული დავალება ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის.
პედაგოგი ბელა მოლაშხია ბელა მოლაშხია
გულმოდგინედ შესრულებული დავალება ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის
Iა კლასის მოსწავლე, რეგაიბ ნაბიევის მიერ გულმოდგინედ შესრულებული დავალება ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის.
პედაგოგი ბელა მოლაშხია
,,არის ასეთი ქვეყვანა..."
ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" მე-8ა კლასის მოსწავლეებმა ქართული იდენტობის ამსახველი ადგილები, ადამიანები, სიტყვები და ძეგლები - ორიგინალურად, საკუთარი ხედვით წარმოადგინეს- პროექტით "ქართული ანბანით მოქარგული საქართველო"
შაბათის სკოლა
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ფუნქციონირებს უფასო შაბათის სკოლა VII-XI კლასების მოსწავლეებისთვის
გაკვეთილები ტარდება შემდეგ საგნებში:
ქართული ენა - VII-XI კლასები
მათემატიკა (ქართულ ენაზე) -VII-X კლასები
მათემატიკა (ინგლისურ ენაზე) - VIII -XI კლასები
ინგლისური ენა -VII-X კლასები
თურქული ენა- VII-XI კლასები
1
როგორ დავიცვათ ქართული ენა
14 აპრილი ქართული ენის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად მე-11ა კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციების მომზადება დაევალათ თემაზე: "როგორ უნდა დავიცვათ ქართული ენა". მოსამზადებელ პროცესში ჩართული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიც, რომელმაც თავისი ნაშრომი წარუდგინა ბავშვებს შესასრულებელი დავალების ნიმუშად. მოსწავლეებმა დავალება შეასრულეს და პრეზენტაციები გაკვეთილზე წარმოადგინეს, განსაკუთრებულად საინტერესო და ორიგინალური კი დიმა ნაკაშიძის ნაშრომი აღმოჩნდა.
პედაგოგი მარიკა ბურჯანაძე
32
,,ენა ისეთი, ქართული როა...’’
,,ენა ისეთი, ქართული როა...’’-ამ დევიზით იმუშავეს ქართულ-გერმანული სკოლა,,სხივის’’ ,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მიმდინარეობისას.
კედლის გაზეთი,
,,სიტყვის მცვლთა’’ ლექსიკონი,
უმცროსკლასელებთან ჩატარებული გაკვეთილი,
ესეები თემაზე ,, როგორ გავუფრთხილდეთ ქართულ ენას’’,
ქართველ პოეტთა შესახებ მომზადებული პრეზენტაციები,
ქართული ანბანის ორიგინალური მოხაზულობით შექმნილი სტროფები,
- ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებზეც მოსწავლეებმა მთელი მონდომებით იმუშავეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ,,ენა ქართული, სიტყვაქარგულის’’ მემკვიდრეები ვართ.
პედაგოგი მარეხი ყანჩაველი Nana Yanchaveli
პედაგოგებმა, ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ინიციატივით, ერთმანეთს ერთი ლამაზი დღე მოუწყვეს
ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივის“ პედაგოგებმა, ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ინიციატივით, ერთმანეთს ერთი ლამაზი დღე მოუწყვეს. მოგეხსენებათ, აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, ამ თვეში აღინიშნება ორი დიდებული თარიღი, დედაენის - 14 აპრილი, და წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე - 23 აპრილი.
ამ ორ აღსანიშნავ თარიღთან დაკავშირებით პედაგოგებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს ადრესატი, დიდი რუდუნებითა და სიყვარულით შეურჩიეს ნაწარმოებები ერთმანეთს და საზეიმო ვითარებაში სწორედ დედაენის დღეს აჩუქეს.
წიგნი ადამიანს სულიერად ზრდის, აბედნიერებს, სიხარულსა და სიამოვნებას ანიჭებს, ,,სხივის“ პედაგოგებსაც წინ საინტერესო ამბების კითხვაში გატარებული არაერთი საათი ელით!
9
ანბანით მოთხრობილი საქართველოს ისტორია
14 აპრილი დედაენის დღეა, რომელიც საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ქართულ–გერმანული სკოლის მე–5 (ბ) კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ანბანის საშუალებით საქართვე;ლოს ისტორია მოგვითხრეს.
პედაგოგი ლელა ხათრიძე
6
ერთად ვაქციოთ სწავლება სასიამოვნო პროცესად!
ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" მე-8ა/ბ კლასელების მონაწილეობით ქართული ენის კვირეულის ფარგლებში შემეცნებასა და ზოგად უნარებზე ორინეტირებული ვიქტორინა გაიმართა. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი სხვადასხვა ტიპის აქტივობასა და გუნდურ შეჯიბრებას. დასკვნით ეტაპზე ჟიურიმ გამარჯვებულ გუნდად - მე-8ა კლასი დაასახელა.
პედაგოგი ნინო წიკლაური
17
14 აპრილი – ქართული ენის დღეა!
"ქართული ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.“
14 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ვდღესასწაულობთ ჩვენი ენის, ეროვნული „საუნჯის“ დღეს.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მოსწავლეები გვილოცავენ დედაენის დღეს .
IV კლასის გაკვეთილი გერმანულ ენაში
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი
შიდა საგაკვეთილო დაკვირვება
IV კლასის გაკვეთილი გერმანულ ენაში
პედაგოგი თეკლა კაპანაძე
37
თბილისის სათავგადასავლო გარბენი 2021
ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა თბილისის სათავგადასავლო გარბენში 2021 მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა რთული რელიეფის პირობებში დაფარეს 6 კილომეტრიანი დისტანცია.
დღემ დამღლელად, მხიარულად, ემოციებითა და ბევრი პოზიტივის თანხლებით ჩაიარა.
მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს რომელთაც მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ გარბენში, წინ უფრო მეტი გამოწვევებია.
ვაგრძელებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.
პედაგოგი გიორგი გეგენავა
33
2021 წლის ლიგის თამაშები ფეხბურთში
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის 2021 წლის ლიგის თამაშები ფეხბურთში აქტიურ ფაზაშია .
წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილე გუნდებს !
22
ჩვენი მოსწავლის წარმატება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მოსწავლე ბილანიშვილი ლიანა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში ( საგნებში: რუსული ენა და ინგლისური ენა ) წარმატებით გადავიდა.
ვულოცავთ ლიანას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს !
„სპორტული თაობა ჯანსაღი მომავალი“
6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ჩატარდება ქართულ-გერმანული სკოლა სხივის 2021 წლის ლიგის თამაშები ფეხბურთში რომლის მიზანია სპორტული ცხოვრების პროპაგანდა , ცხვორების ჯანსაღი წესის დამკვირდება, მოტივაციის ამაღლება , მოსწავლეების სპორტული ღონისძიებებით დაინტერესება, თავისუფალი დროის სპორტული აქტივობებით შევსება.
შაბათის სკოლა VII-XI კლასების მოსწავლეებისთვის
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში იწყებს ფუნქციონირებას უფასო შაბათის სკოლა 10 აპრილს. მეცადინეობები დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება 14:40 საათზე. მსურველი მოსწავლე ირჩევს ქვევით ჩამოთვლილი საგნებიდან მაქსიმუმ 2 საგანს.
შენიშვნა 1: ამ მეცადინეობებზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში ესწრებიან გაკვეთილებს.
შენიშვნა 2: მეცადინეობები არ ჩატარდება ონლაინ რეჟიმში
ქართული ენა - VII-XI კლასები
მათემატიკა (ქართულ ენაზე) -VII-X კლასები
მათემატიკა (ინგლისურ ენაზე) - VIII -XI კლასები
ინგლისური ენა -VII-X კლასები
თურქული ენა- VII-XI კლასები
მსურველ მოსწავლეებს ვთხოვთ, მიბრძანდნენ სკოლის სამდივნოში ანკეტის შესავსებად მიმდინარე კვირის განმავლობაში. ანკეტის შევსების ბოლო ვადაა 8 აპრილი 15:00 სთ.
ჩვენი სკოლის მოსწავლეს ნიკა წულაიას ვულოცავთ გამარჯვებას !
დამთავრდა საგაზაფხულო ჩემპიონატი!
ჭადრაკის დედოფლის აკადემიის 8 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკა წულაია! ნიკამ შესანიშნავად განვლო 4-ვე ეტაპი და ყველგან საპრიზო სამეულს არ გასცდენია!
ნიკას გადაეცემა ფულადი პრიზი 110 ლარის ოდენობით
ტურნირის გამარჯვებულს და პრიზიორებს ვულოცავთ წარმატებას!
ხოლო დანარჩენ მონაწილეებს ვუსურვებთ გამარჯვებებს მომავალ ტურნირებში!
სიახლეების არქივი