• VI ა კლასის აქტივობები გერმანული ენის გაკვეთილზე

          •  ქართულ გერმანული სკოლა სხივის მე 6 ა კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაში შეისწავლეს საინტერესო თემები როგორებიცაა მაგ.. Meine Schulsachen und was gibt es heute im Fernsehen.მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები, ასევე მათ ერთმანეთთან დააკავშირეს ქართული და გერმანული ტელეგადაცემები. მოსწავლეებმა განასახიერეს გერმანიაში პოპულარული ტელე არხის ‘’Deutsche Welle’’ s ტელეგადაცემები.

            მასწავლებელი ნათია ჟღენტი Natia Jgenti

          • სახალისო გაკვეთილი ინგლისურ ენაში

          • ქართულ-გერმანული სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა მე-2ა კლასის მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილი ჩაუტარეს თემაზე „ფიზიკური დახასიათება“. კონკრეტულად კი მათ აუხსნეს და ასწავლეს ადამიანის სახის, თმისა და კანის ფერის აღწერილობა სახალისო ვიდეო ჩვენების დახმარებით. შეასრულეს ჯგუფური სამუშაო. თითოეულ ჯგუფს თავად კურირებდნენ და აძლევდნენ მითითებებს დავალებების შესასრულებლად, გაკვეთილის ბოლოს კი ჯგუფებს მისცეს სახალისო დავალება. მე-8ა კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაზე კარნახობდნენ თუ როგორი გარეგნობის და აღწერილობის პიროვნება დაეხატათ. საგაკვეთილო პროცესი საკმაოდ აქტიურად და სახალისოდ წარიმართა. უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კლასი კმაყოფილი დარაჩა ჩატარებული აქტივობებით და ბოლოს ერთი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს ერთად.

            პედაგოგი ფიქრია კოშაძე Pikria Koshadze

          • გაკვეთილი დიღმის ტყე-პარკში

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის IIა და II ბ კლასის მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილი ჩაუტარდათ დიღმის ტყე-პარკში ( პედაგოგები: ც. კობერიძე, მ. მატუაშვილი, ა. კაპანაძე) კლასები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

            გაკვეთილმა მოსწავლეებისთვის, ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა

             

          • „დამშვიდობება პირველ კლასთან“ - შემაჯამებელი ვიქტორინა I ა კლასში

          •  

            ვიქტორინის მიზანი იყო:

            პირველ კლასში ნასწავლი მასალის გამეორება-შეჯამება და საზეიმო განწყობის შექმნა პატარებისთვის.

            პირველკლასელებმა ხალისით უპასუხეს შეკითხვებს, შეასრულეს საინტერესო დავალებები, გამოავლენეს შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები, იმღერეს ნასწავლი სიმღერები.

            ვიქტორინის ბოლოს გადაეცათ სერტიფიკატები, მიიღეს საზაფხულო დავალებები და მხიარულად დაემშვიდობნენ სკოლას.

            ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ....

            მეორე კლასში შეხვედრამდე პატარებო!

          • განძის მაძიებელი

          • II-ა  კლასში (პედაგოგი ც. კობერიძე ) ჩატარდა სპორტიული სახალისო აქტივობა -,, განძის მაძიებელი’’.

            მოსწავლეებმა  განძის მოსაპოვებლად, მოძებნეს მინიშნებები, გადალახეს წინააღმდეგობები, კითხვებს გასცეს პასუხი. საბოლოოდ გახდნენ ,,განძის მფლობელები’’.

            კლასს გადაეცა სიგელი და მედალი.

          • ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში მინიკადეტებში

          • ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის" სპორტის მასწავლებელმა ხათუნა აივაზოვამ მოსწავლეებმთან ერთად საინტერესო ჩემპიონატი ჩაატარა.

            მაგიდის ჩოგბურთი მინიკადეტებში, კადეტებსა და იუნიორებში წარიმართა. შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები.

            I-ადგილი:

            ●დავით ქამადაძე

            ●რატი მურვანიძე

            ●ზეინაბ არსლან

            ●ანამარია მუშკუდიანი

            ●მაქსიმე მუშკუდიანი

            ●ილია ქამადაძე

             

            II- ადგილი:

            ●კახა ვანაძე

            ●ანასტასია ვახანია

            ●შირინ სალალოვა

            ●დაჩი მურვანიძე

             

            III-ადგილი:

            ●ეკატერინე ღუჭაშვილი

            ●იმედა დემირ

            ●ანასტასია მესხია

            ●ელენე კიკნაძე

            მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსივრი სიგელებით და საჩუქრებით.

          • განძის მაძიებლები

          • IV-ბ, V-ა და VI-ბ კლასში პედაგოგ ხათუნა აივაზოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა სპორტიული სახალისო აქტივობა -,, განძის მაძიებელი’’. მოსწავლეებმა განძის მოსაპოვებლად, მოძებნეს მინიშნებები, გადალახეს წინააღმდეგობები, კითხვებს გასცეს პასუხი. საბოლოოდ გახდნენ ,,განძის მფლობელები’’. გამარჯვებულ კლასს გადაეცა სიგელი და მედალი.

          • ონლაინ საჭადრაკო ტურნირის შედეგები

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში დასრულდა ონლაინ საჭადრაკო ტურნირი.

              საპრიზო ადგილები კლასების მიხედვით განაწილდა შემდეგნაირად:

            მე-2 კლასი

            1.ანდრია ვახანია (მე-2ბ კლასი);

            2.ლუკა ჯავახიძე (მე-2ბ კლასი);

            3. გიორგი შინჯიაშვილი (მე-2ა კლასი).

            3. ბარბარე მელიქიძე (მე-2ბ კლასი).

            მე-3 კლასი

            1. ილია კუტუბიძე (მე-3ა კლასი)

            2. გიორგი ჯაფარიძე (მე-3ა კლასი);

            3. ალექსანდრე ხუნდაძე (მე-3ბ კლასი).

            მე-4 კლასი

            1.მაქსიმე მუშკუდიანი (მე-4ბ კლასი).

            2. აკიფ უსთუნიურ (მე-4ა კლასი).

            3. შირინ სალაროვა (მე-4ბ კლასი).

            3. ზეინეფ არსლან (მე-4ბ კლასი).

             

            ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

          • აქტივობები შაბათის სკოლაში

          • შაბათის სკოლაში აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობით იღებენ და განამტკიცებენ ცოდნას. ერთ-ერთი სახალისო აქტივობა ფილმის განხილვაა. მოსწავლეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი "ორი ბორბალი" ისაუბრეს ფილმის მთავარ თემასა და გამორჩეულ ეპიზოდებზე, ასევე ისაუბრეს, თვითონ რა თემაზე ისურვებდნენ ფილმის გადაღებას.

          • III კლასის გაკვეთილი ქართულ ენაში

          •     1_ლ  ივნისს , მესამე კლასში  ჩატარდა  გაკვეთილი  ქართულ ენაში. პედაგოგი  ეკა ლომთათიძე.

                გაკვეთილის  მიზანი  იყო, ეჩვენებინა  სიახლისკენ  მიმსწრაფი  ადამიანის  შემართება ,   მიზნის მისაღწევად  ყველანაირ  დაბრკოლებას  რომ  უმკლავდება.

                პატარა  მეზღაპრეებმა  ზღაპრის  დასასრულიც  შეცვალეს__იქაც,  აქაც  ლხინითა  და სიყვარულით  დასრულდა  მათი  ზღაპარი.  მათ  სიყვარული  აჩუქეს  სამყაროს.

            ,,ლხინი  იქა, ლხინია -აქა!

            ფქვილი იქა, ფქვილი-აქა!”

                 ბავშვის  თვალით  დანახული  სამყარო  ზღაპრულია.

          • ერთი სასწავლო დღე ღია ცის ქვეშ

          • ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ XIა კლასის მოსწავლეებმა, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, ერთი სასწავლო დღე ღია ცის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილებისთვის მიეძღვნათ, ისინი დამრიგებელთან, ისტორიის პედაგოგთან, ნათია ჩუბინიძესთან და გეოგრაფიის პედაგოგთან, ლია ჩხეიძესთან ერთად ზედაზნის მონასტერს ეწვივნენ.

            მოსწავლეებს დამრიგებელმა ზედაზნის ისტორია გააცნო, ესაუბრა ამ ადგილის ისტორიულს მნიშვნელობაზე, გეოგრაფიის მასწავლებელმა კი აუხსნა ზედაზნის მდებარეობა და მოანიშნინა ის ცნობილი ადგილები, რომელთა დანახვა მოწმენდილ ამინდში ზედაზნის მთიდან შესანიშნავადაა შესაძლებელი, მოგვიანებით მეთერთმეტეკლასელებმა მინიშნებები ფოტოზეც დაიტანეს და პედაგოგებს გადაუგზავნეს.

            მონასტრის მონახულების შემდეგ ბავშვებმა გარკვეული პერიოდი ფიზიკურ აქტივობებს მიუძღვნეს, ბადმინტონი და სხვა სპორტული თამაშები ითამაშეს, ბოლოს კი სამაგიდო თამაშებს ჩაუსხდნენ, რომელთა შორისაც ,,სიტყვობანაც“ იყო. ამ თამაშს გასართობის გარდა შემეცნებითი დანიშნულება აქვს, მოთამაშეები შემთხვევით შერჩეული 8 ასოსგან სიტყვებს ადგენენ და ქულებს აგროვებენ. ამჯერად ბავშვებმა თემატურადაც სცადეს, შედგენილი სიტყვები დღევანდელი დღისთვის მიესადაგებინათ.

            დღემ სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

            პედაგოგი ნათია ჩუბინიძე ნათია ნისაბა ჩუბინიძე

          • III კლასის აქტივობა - განძის მაძიებელი

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 კლასებში პედაგოგ ხათუნა აივაზოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა სპორტიული სახალისო აქტივობა, სათაურით -,, განძის მაძიებელი’’.

            მოსწავლეებმა განძის მოსაპოვებლად, მოძებნეს მინიშნებები, გადალახეს წინააღმდეგობები, კითხვებს გასცეს პასუხი. საბოლოოდ გახდნენ ,,განძის მფლობელები’’. ,,მხიარული სტარტები" სახალისო და მხიარულ გარემოში ჩატარდა. გამარჯვებულ კლასს გადაეცა სიგელი და მედალი.

          • განძის მაძიებელი

          • 2 ივნის, მე-5 ბ კლასში პედაგოგ ხათუნა აივაზოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა სპორტიული სახალისო აქტივობა -,, განძის მაძიებელი’’. მოსწავლეებმა განძის მოსაპოვებლად, მოძებნეს მინიშნებები, გადალახეს წინააღმდეგობები, კითხვებს გასცეს პასუხი. საბოლოოდ გახდნენ ,,განძის მფლობელები’’. გამარჯვებულ კლასს გადაეცა სიგელი და მედალი.

          • IV ბ კლასის მოსწავლეების აქტივობა, "როგორი ვარ მე"

          • ქართულ გერმაუნული სკოლა სხივის IV ბ კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს ნამუშევრები სახელწოდებით "როგორი ვარ მე". ბავშვებმა გამოჭრილ ფურცელზე გააკეთეს წარწერები ზედსართავი სახელების დახმარებით.

            მასწავლებელი ე. აზმაიფარაშვილი