2 ივნის, მე-5 ბ კლასში პედაგოგ ხათუნა აივაზოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა სპორტიული სახალისო აქტივობა -,, განძის მაძიებელი’’. მოსწავლეებმა განძის მოსაპოვებლად, მოძებნეს მინიშნებები, გადალახეს წინააღმდეგობები, კითხვებს გასცეს პასუხი. საბოლოოდ გახდნენ ,,განძის მფლობელები’’. გამარჯვებულ კლასს გადაეცა სიგელი და მედალი.
სიახლეები
განძის მაძიებელი
V ა კლასი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს !
- 1
IV ბ კლასის მოსწავლეების აქტივობა, "როგორი ვარ მე"
ქართულ გერმაუნული სკოლა სხივის IV ბ კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს ნამუშევრები სახელწოდებით "როგორი ვარ მე". ბავშვებმა გამოჭრილ ფურცელზე გააკეთეს წარწერები ზედსართავი სახელების დახმარებით.
მასწავლებელი ე. აზმაიფარაშვილი
11
II ა კლასის მოსწავლეები გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს !
- 14
I ა კლასის მოსწავლეები გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს !
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის I ა კლასის მოსწავლეები გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს !
36
ვუერთდებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
მონაწილეობა მივიღეთ მორიგ მარათონში სადაც მრავალრიცხოვანი აუდიტორიით წარსდგა ჩვენი სკოლა.
მივესალმებით მოსწავლეების მაღალ ჩართულობას სპორტული ცხოვრების დანერგვაში და გვიხარია მათი მხრიდან გამოჩენილი მაღალი ინტერესი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში.
6,5 კილომეტრიანი დისტანციის ყველაზე სწრაფად დაფარვა მოახერხა - გიორგი მიქაბერიძემ
ყველაზე დიდი და რთული დისტანცია, 14 კილომეტრი, წარმატებით გაირბინა - დავით ჯაფაროვმა
არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენი გოგონების წარმატებული მონაწილეობა და სულისკვეთება აღნიშნულ მარათონში რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მათ
გისურვებთ წარმატებებს მომავალ გამოწვევებში!
პედაგოგი გიორგი გეგენავა გიორგი გეგენავა
34
მათემატიკა ჩვენს გარშემო
ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" VIა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების სახით, წარმოადგინეს პროექტი - ,,მათემატიკა ჩვენს გარშემო". ბავშვებმა თვალი გადაავლეს მათემატიკის ისტორიას, ხაზი გაესვა მათემატიკის უმნიშვნელოვანეს როლს ბევრი სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემის გადაწყვეტისას. დიდი ინტერესით მოიძიეს ინფორმაცია,თუ როგორ ხდებოდა გამოთვლების გამარტივება და როგორ მოვედით აბაკიდან მიკროკალკულატორამდე. დაისვა საყოველთაოდ ცნობილი კითხვა: რიცხვი თუ ციფრი?
პროცესში გამოიკვეთა აღნიშნული დავალების პოზიტიური ასპექტები:
1. სწორი მიდგომები საკითხისადმი;
2. ინფორმაციულობა;
3. მშობელთა ნაყოფიერი ჩართულობა;
4. პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარის ჩამოყალიბება;
5. მათემატიკის სწავლების აუცილებლობა!
პედაგოგი: შორენა ჯავახიშვილი Lizi Nika
გილოცავთ სანუკვარი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 103-ე წლისთავს!
ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ IXა კლასმა, ისტორიის პედაგოგ, ნათია ჩუბინიძესთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს პროექტი მიუძღვნა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ორიგინალურად მიელოცათ ეს დღე თანამემამულეებისთვის, X და XI კლასების მოსწავლეებიც დაიხმარეს და გულწრფელი სიტყვებითა თუ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებასთან ასოცირებული ციტატებით გააფორმეს პლაკატი. ბავშვებმა ჯგუფურად იმუშავეს, იდეები გაცვალეს, გაფორმებაში ხელოვნების პედაგოგის, ეკატერინე ჯანაშიას რჩევები დაეხმარათ და შედეგად, აი, რა მიიღეს....
ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ მოსწავლეების სახელით ყველას გილოცავთ სანუკვარი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 103-ე წლისთავს! <3
პედაგოგი ნათია ჩუბინიძე ნათია ნისაბა ჩუბინიძე
24
რატომ უნდა მივირთვათ ხილი და ბოსტნეული?
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის I ბ კლასის სახალისო აქტივობა ბუნებისმეტყველებაში და სასარგებლო რჩევები კატოსგან.
დამრიგებელი: თ. გურგენიძე Tatia Gurgenidze
2
I ბ კლასის ვიზიტი სკოლის ბიბლიოთეკაში
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის I ბ კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, თვალსაწიერის გაფართოებასა და ბიბლიოთეკაში ქცევის წესების გაცნობას.
აქტივობის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლეებს წაუკითხა მხატვრული ლიტერატურა და სიმბოლურად წიგნები გადასცა საჩუქრად.
დამრიგებელი: თ. გურგენიძე Tatia Gurgenidze
4
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი - ეს დღე ჩვენია !
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
გისურვებთ ყველას ერთად გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ, ღირსეულ, განვითარებულ და აყვავებულ საქართველოში!
მეოთხეკლასელთა აქტივობა გერმანულ ენაში
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მეოთხეკლასელთა აქტივობა გერმანულ ენაში .
თემა: ჩემი ჰობი, რას ვაკეთებთ თავისუფალ თავისუფალ დროს.
პედაგოგი თეკლა კაპანაძე Tekla Kapanadze
სასიხარულო ინფორმაცია
ჩვენი სკოლის მოსწალე ლუკა ბადაგაძე არჩეულია მინი-ფეხბურთის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების მოსამზადებელ გუნდში.
წარმატებებს ვუსურვებთ ლუკას Luka Badagadze !
ვულოცავთ ასევე მის პედაგოგს გიორგი გეგენავა გიორგი გეგენავას !
ბოლო ზარი 2021
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გილოცავთ სკოლის დამთვრებას , წინსვლას, წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!
48
სიმღერა რომელსაც უცრემლოდ ვერ მოუსმენ
წერილი ქართულ-გერმანულ სკოლა სხივს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ კომპოზიტორ და მომღერალ გოჩა იაშაღაშვილისგან.
მოგესალმებით !
მე გახლავართ გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი, გოჩა იაშაღაშვილი.
25 წელია ვცხოვრობ ბავარიაში, ქალაქ ნიურნბერგში. ჩემი ფსევდონიმიც აქედან გამომდინარე გახლავთ - "ბავარიელი".
ვარ 150 სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი, რომელსაც ასრულებენ, ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკოსები.
ერთი წლის წინ, ბავარიის პრემიერმა თავის ფეისბუქ გვერდზე დადო ძალიან ღირსეული სტატუსი, სადაც იგი ამბობდა, რომ სულ ერთია, რასაც არ უნდა მიაღწიო, ყველაზე ბედნიერი მაინც დედის გვერდით ხარ, ბავშვობის ასაკშიო. მას დედა გარდაცვლილი ყავს და სწორედ დედის დღეს წარმოთქვა ეს სიტყვა. თან ამ სტატუსს, ბავშვობის ფოტო დაურთო, სადაც იგი 3 წლისაა და დედამისს უჭირავს ხელში. მარკუს ზოდერს პირადად ვიცნობ და მომინდა ამ სტატუსის წაკითხვის და ფოტოს ნახვის შემდეგ, სიმღერა შემექმნა დედაზე, იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე.
აი ასეთი წინა ისტორია ახლავს ამ სიმღერის შექმნას.
თქვენი სკოლის არსებობა, ჩემთვის, ფრიად მისასალმებელია. მინდა გისურვოთ წარმატება და მაღალ-შედეგიანი მოღვაწეობა!
სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემი გერმანული სიმღერის ვიდეო-რგოლის ლინკს, თქვენს მოსწავლეებს რომ აჩვენოთ , რათა მათ, მეტი ინტერესი და მოტივაცია ჰქონდეთ გერმანული ენისადმი !
პატივისცემით - გოჩა იაშაღაშვილი (ბავარიელი), გერმანიიდან.
სასწავლო პროცესი 13 მაისს განახლდება
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო ,
გაცნობებთ , რომ ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში სასწავლო პროცესი განახლდება 13 მაისს, ხუთშაბათს.
ჩვენი სკოლა მზადაა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და წესებით სრული დაცვით განაახლოს სასწავლო პროცესი.
სკოლაში განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის შემოწმება, PCR ტექნოლოგიითა და სწრაფი ტესტებით ( ყველა პასუხი უარყოფითია) .
გელოდებით დიდი სიყვარულითა და სიხარულით !
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკა წულაიამ I ადგილი დაიკავა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატში
- დასრულდა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
- ასპარეზობა შვეიცარული სისტემით საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘TORNELO.COM’ გაიმართა.
- სულ შეჯიბრში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 184-მა ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
9 დღიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ 8 წლამდე ბიჭების კატეგორიაში I ადგილი – ნიკა წულაიამ დაიკავა
ვულოცავთ ნიკას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს
https://www.facebook.com/georgianchess/posts/4072939459448593
სახალისო ტურნირი ბადმინტონში
29 აპრილს ჩატარდა სახალისო ტურნირი ბადმინტონში, სადაც წყვილებში ერთობლივი ძალებით მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლებისა და მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები წყვილთა კატეგორიაში.
გამოვავლინეთ გამარჯვებულები და ყველაზე აქტიური მოთამაშე რომელთაც გადავეცით სამახსოვრო პრიზები.
17
გილოცავთ!
ნამში სამყარო ჩანს!
22 აპრილი დედამიწის დღეა; 23 აპრილს კი წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ისე არაფერი ალამაზებს სინამდვილეს, როგორც მხატვრული ლიტერატურა.
ქართულ-გერმანული სკოლა"სხივის" მე-5ა კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას "ხმელი წიფელი" წაიკითხეს და სცადეს, აღნიშნული თარიღები სინთეზურად გადმოეცათ გულწრფელი ემოცით: წერილობით, ნახატებით, პოსტერებით.
მხატვრული ლიტერატურით ამაღლებული ცნობიერება:
- ბუნება სულიერია!
- დედამიწას გაფრთხილება სჭირდება!
პადაგოგი ნინო წიკლაური
5
სიახლეების არქივი