დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით X კლასის მოსწავლეებმა ,,სამოქალაქო განათლებაში” მიღებული ცოდნის საფუძველზე საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზეს
პედაგოგი ქეთევან შოვნაძე
დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით X კლასის მოსწავლეებმა ,,სამოქალაქო განათლებაში” მიღებული ცოდნის საფუძველზე საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზეს
პედაგოგი ქეთევან შოვნაძე
ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ გერმანული სკოლის XI მოსწავლემ საინტერესო ესე დაწერა ,, ქალთა უფლებების დაცვა ადრე და ახლა", რომელშიც საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა არსებული საკითხის მიმართ.
პედაგოგი: მარი ბურჯანაძე
,,დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე’’ - ასე უწოდეს ქართულ- გერმანული სკოლა,,სხივის’’ მე-11 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ ონლაინ შეოქმედებით სღამოს. მათ გაიხსენეს პოეტის ბიოგრაფია, ისაუბრეს შემოქმედის ცხოვრების უცნობ დეტალებზე, გაგვაცნეს პირადი წერილები, წაიკითხეს ლექსები, მოგვასმენინეს გალაკტიონის ხმის უნიკალური ჩანაწერი. პოეტის ლექსებზე აჟღერებულმა სიმღერებმა კი ერთგვარად გაალამაზა საღამო.
ნოემბერი პოეტის ამ ქვეყნად მოვლინების თვეა, სწორედ ნოემბერმა გვაჩუქა ,,მეფე-პოეტი’’, უბადლო შემოქმედი, ლექსის დიდოსტატი და სიტყვის ფასდაუდებელი მომღერალი.
წელს გალაკტიონ ტაბიძეს დაბადებიდან 129 წელი შეუსრულდა.
პედაგოგი ნანა ყანჩაველი
გილოცავთ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს !
21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ტელევიზიის საერთაშორისო დღეს 20 ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორის ისეთი წამყვანი სატელევიზიო ინდუსტრიის მსოფლიო ორგანიზაციებიც, როგორებიცაა „ევროპის მაუწყებლობის კავშირი“, „კომერციული ტელევიზიის ევროპული ასოციაცია“ და სხვა.
ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება.
ყველა ტელევიზიას ვულოცავთ ამ დღეს !
პროექტების ავტორი: თინათინ ჯაფარიძე და ელენე სებისკვერაძე
პედაგოგი: ეკა ჯანაშია
მე–7 (ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ბავშვთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.
ჩვენ გამოვეხმაურეთ იუნისეფის საინტერესო წამოწყებას – ,,გავხადოთ მსოფლიო ლურჯი" და 20 ნოემბერს გაკვეთილზე ლურჯ ფერებში გამოვეწყვეთ. მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს ბაშვთა უფლებებზე, თავიანთი სლოგანებითა და ჩანახატებით კი თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს ბავშვებს.
პედაგოგი: ლელა ხათრიძე
20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით მე-9-ე, მე-10-ე და მე-11-ე კლასის მოსწავლეების ჩართულობით მოვაწყვეთ აქტივობა აირსოფტ არენაზე
Airsoft Arena Georgia სადაც მეგობრულ დუელში გაიმარჯვა, რა თქმა უნდა მეგობრობამ. მადლობა თითოეულ მოსწავ.ლეს ვინც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პედაგოგი: გიორგი გეგენავა
გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს!
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“ – I ბ კლასის სახალისო აქტივობა მათემატიკაში.
დამრიგებელი: თამარ გურგენიძე
საგანი: მათემატიკა.
ხალისით ვსწავლობთ
I ა კლასის მოსწავლეების დავალება ბუნებისმეტყველებაში.
პედაგოგი: ბელა მოლაშხია
20 ნოემბერი ბავშვთა საერთაშორისო დღეა!!!
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის III ა - III ბ კლასის მოსწავლეებიც უერთდებიან ამ დღის აღნიშვნას. საგან მე და საზოაგდოების ფარგლებში მათ ისაუბრეს ბავშვთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, მოისმინეს პრეზენტაცია, გაეცნენ ბავშვთა უფლებათა კონვენციას და უყურეს ანიმაციებს - „ბავშვთა უფლებები ანიმაციაში“.
გაკვეთილის ბოლოს სახალისო აქტივობით საკუთარ მესიჯებს უგზავნიან თანატოლებს და დისტანციურად უერთდებიან ამ დღის აღნიშვნას.
პედაგოგი: თ. გურგენიძე
სკოლა “სხივის” I და II კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ, “საშემოდგომო გამოფენას”
შემოდგომის “სხიველები” 2020
პადაგოგი: ლია ნიშნიანიძე
20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა!
IV ა და I ბ კლასის მოსწავლეთა ჩანახატები
პედაგოგი: ია ამირიძე
მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების ჩართულობით მოეწყო ველო ტური ლისის ტბაზე. ტურის ფარგლებში შემოვიარეთ 3 კილომეტრიანი დისტანცია ტბის გარშემო რის შემდეგაც გადავინაცვლეთ უგზოობის პირობებში დაბრკოლებების გადასალახად.
დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს ჩართულობისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის.
პედაგოგი: გიორგი გეგენავა
XI კლასის მოსწავლეებმა პირველი კომპლექსური დავალებების შესრულება დაიწყეს ისტორიაში, დავალების სამიზნე ცნებებია საზოგადოება და ხელისუფლება, მოსწავლეებს ერთმანეთისთვის უნდა შეედარებინათ ორი ძველბერძნული პოლისი, ათენი და სპარტა და გამოეყოთ მსგავსება-განსხვავებები.
პედაგოგი: ნათია ჩუნინიძე
დიაბეტის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი დიაბეტზე.
პროექტის ავტორი , მოსწავლე: ელინა ღვაჩლიანი
მასწავლებელი : ინგა ხუჯაძე
დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.
დიაბეტის მსოფლიო დღე გაეროს მიერ აღიარებულ იქნა ოფიციალურ საერთაშორისო დღედ.
მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.
ჩვენს სკოლაში გაიმართა მინი შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში სადაც სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
სასიამოვნო დაძაბულობისა და აქტიური თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
რატი მურვანიძე - l ადგილი
დენის აფრიამაშვილი - ll ადგილი
დაჩი მურვანიძე - lll ადგილი
მეჰმეთ აქიფ ქოჩ - lll ადგილი
ტურნირში მონაწილე დანარჩენ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის.
აი ასე მონდომებით ასრულებენ საშინაო დავალებებს ბუნებისმცოდნეობაში ჩვენი საყვარელი მოსწავლეები (აისუ ნაბიევა და ნუცა შუბლაძე. V-ა კლასი)
პედაგოგი ლია ჩხეიძე
მოსწავლეთა პრეზენტაციები :
წონასწორობა 8კლ
ელექტრული ველის მოქმედება 10 კლასი
რხევები და ტალღები 11კლ
სამშაბათი ხუთშაბათი 16:30
შემოგვიერთდით.
ძვირფასო მშობლებო!
მთავრობის გადაწყვეტილებით , ხვალიდან გადავდივართ დისტანციურ სწავლებაზე.გაკვეთილების ცხრილი და დრო მოცემულია ელ-ჟურნალში
.გაკვეთილები ჩატარდება პროგრამა ZOOM -ით
ON-LAINE გაკვეთილებზე დასასწრებადI
I
* პერსონალური კომპიუტერის გამოყებებისას
1. იმისათვის რომ გამოიყენოთ ელ-ჟურნალი, უნდა ესტუმროთ ჩვენი სკოლის ვებ-გვერდს www.skhivi.edu.ge
2. სკოლის მთავარ გვედზე მოცემულია წარწერა: ელექტრონული ჟურნალი, რომელიც გადაგიყვანთ შესაბამის გვერდზე . https://sxivi.edupage.org/login/
3. შესაბამის ველში ჩაწერთ : მომხმარებლის სახელს და პაროლს (რომელსაც მოგაწოდებთ დამრიგებელი) შეხვალთ ანგარიშში და გაიხსნება თქვენი ელ-ჟურნალის გვერდი.
II
* ZOOM-ის აპლიკაციის გამოყებენისსას ყველა გაკვეთილზე შესასვლელად იყენებთ ერთ ID და პაროლს , რომელიც გამოგეგზავნებათ ან მოგაწვდით დამრიგებელი.
დეტალურად იხილეთ სურათებში ან პირად გვერდზე გამოგზავნილი ფაილში
გისურვებთ ჯანმრთელობას
დღეს შედგა სკოლის ხელბურთელთა ნაკრების პირველი შეხვედრა
ხელბურთის ფედერაციიდან მოწვეულმა სტუმარმა დადებითად შეაფასა ბაშვების მონდომება და აქტივობა
წარმატებები ჩვენს ნაკრებს !.
მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, მეცადინეობები გაიმართება კვირას 1 საათზე
დამატებით ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სპორტის მასწავლებელს ბატონ გიორგი გეგენავას .
Powered by aSc EduPage