რა სჯობს, შაბათ დღეს კლასელებთან ერთად ფილმის ყურებას???
მით უმეტეს, თუ ანიმაცია გასწავლის
მისია შესრულებულია - 15 პატარა ბოსის კმაყოფილი სახე !
VI ა - ჩვენ ერთი გუნდი ვართ! @ანდრიამესხი
დამრიგებელი: ნინო წიკლაური
რა სჯობს, შაბათ დღეს კლასელებთან ერთად ფილმის ყურებას???
მით უმეტეს, თუ ანიმაცია გასწავლის
მისია შესრულებულია - 15 პატარა ბოსის კმაყოფილი სახე !
VI ა - ჩვენ ერთი გუნდი ვართ! @ანდრიამესხი
დამრიგებელი: ნინო წიკლაური
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის VII კლასელებმა უჩვეულო პორტრეტები შექმნეს კუბისტურ მიმდინარეობაში და მიუძღვნეს პაბლო პიკასოს შემოქმედებას.
პედაგოგი ეკა ჯანაშია Eka Janashia
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეები შოთა რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობებს გაეცნენ. მასწავლებლის დახმარებით მოიძიეს, შეკრიბეს და ერთმანეთს გაუზიარეს ,,ვეფხისტყაოსნის" წიგნთა სხვადასხვა გამოცემა. გაიხსენეს აფორიზმის განმარტება და ისწავლეს ,,ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე აფორიზი, ამის შემდეგ კი, ამოირჩიეს, საკუთარი ხელით დაწერეს, გააფორმეს და საკლასო ოთახშიც გამოაკრეს.
სასწავლო მიზნები ასე განისაზღვრა:
ცოდნის შეძენა-გაღრმავება;
ინფორმაციის მოძიების, დახარისხების ჩვევების გამომუშავება;
თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
სასწავლო რესურსების შექმნა.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-4 კლასელებმა ასე გამოხატეს პატივისცემა , მადლიერება და სითბო მათ მიმართ ვინც ზრუნავს სკოლის სისუფთავეზე
გვეამაყებით
1 ნოემბერს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, შიდასაკოლო თამაშები (შემოდგომის სეზონი) მაგიდის ჩოგბურთში. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ VII-VIII-IX კლასის მოსწავლე გოგონები და ვაჟები.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვაჟები:
I მურვანიძე რატი
II მურვანიძე დაჩი
III ქამადაძე დავით
გოგონები:
I დუმბაძე ანნა-მარია
II გოშუა ნინო
III გვენეტაძე ელენე
მადლობას ვუხდით ოლიმპიადაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს და ვუსურვებთ კიდევ უფტო მეტ წარმატებებს.
პედაგოგი: ხათუნა აივაზოვა
10ა კლასის მოსწავლეების სალაშქრო ვიზიტი ერთ-ერთ ულამაზეს ისტორიულ ადგილას, მარტყოფის მონასტერში. ტურის ფარგლებში ვეწვიეთ ღვთაების მონასტერს, რომელიც დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.
შემეცნებითი სალაშქრო ტურები ჩვენს სკოლაში გაგრძელდება.
ვრჩებით აქტიურები და ვიცავთ რეგულაციებს.
სკოლაში ჩატარდა ფეხბურთის ტურნირი კლასებს შორის.
მონაწილეობას იღებდნენ VI, VII, VIII, IX , X და XI კლასის მოსწავლეები.
დაძაბულ, მხიარულ და მეგობრულ ტურნირში გამოვლინდნენ გამარჯვებულები
I-ადგილი X-ა კლასი
II- ადგილი VIII-კლასი
III-ადგილი VI-კლასი
მადლობა თითოეულ მონაწილეს და გულშემატკივარს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.
ვაგრძელებთ სპორტულ ცხოვრებას, ვიცავთ უსაფრთხოების წესებს და რეგულაციებს, ვრჩებით აქტიურები და პოზიტიურები
პედაგოგი : გიორგი გეგენავა
სასიამოვნო სიახლე !
სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს გერმანული ენის კლუბი,
კლუბის მიზანია გერმანული ენით დაინტერესებულ მოსწავლეებს დაეხმაროს გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესებაში, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან პროგრამას.
* კლუბში გაწევრიანება შეეძლებათ V - XII კლასის მოსწავლეებს.
* კლუბი პროგრამის დეტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს დამატებით.
* კოორდინატორები გერმანული ენის პედაგოგები: კლუბის დამაარსებელი თეკლა კაპანაძე და პედაგოგი ნათია ჟღენტი
რეგისტრაციისათვის მიმართეთ სკოლის სამდივნოს
"გახსოვდეს, რომ ქაღალდის გარდა, არის კიდევ სინდისი..."
ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" მე-9ა/ბ კლასის მოსწავლეები "ილიას კვირეულის" ფარგლებში გაეცნენ ტექსტებს: "საუკუნო საგზალი", "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?" "ჩემო კალამო"; იმსჯელეს და ისაუბრეს გაზეთ "ივერიის" შექმნისა თუ იდეოლოგიურ საფუძვლებზე. გამართეს დისკუსია აქტუალურ საკითხებზე: სიტყვის თავისუფლება; ლიტერატურა და ალტრუიზმი; ილია - პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება.
დასკვნის სახით, წარმოადგინეს ნაფიქრალი - "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"
პედაგოგი: ნინო წიკლაური
ქართულ–გერმანული სკოლა სხივის მე–6 (ბ) და მე–4 (ა/ბ) კლასის მოსწავლეები ბოულინგ ცენტრს ესტუმრნენ. სპორტის მასწავლებელმა ბავშვებს სპორტული ბურთით თამაშის წესები აუხსნა. მოსწავლეეებმა იმხიარულეს, თამაშით დაიღალნენ და დადებითი ემოციებითაც დაიმუხტნენ. თამაშის დასრულების შემდეგ მეგობრებმა თავიანთი ემოციები ერთმანეთს სასიამოვნო გარემოში გაუზიარეს.
#სპორტიჯანსაღიცხოვრებაა
#სასიამოვნოგარემო
#გართობა
#მეგობრები
სპორტის მასწავლებელი: ხათუნა აივაზოვა
დამრიგებლები: ნათია ჟღენტი და ლელა ხათრიძე
,,შემოდგომა ჩვენს კლასში“
„შემოდგომის ფესტივალის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები II ა კლასში.
პედაგოგი :
ბელა მოლაშხია
VII კლასის ინიციატივით ვესტუმრეთ ბოულინგ ცენტრს. გავეცანით სროლის ტექნიკას,
გავერთეთ მეგობრულ გარემოში და დავიმუხტეთ პოზიტიური ენერგიით
25-29 ოქტომბერს ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ დაწყებით კლასებში გაიმართა კვირეული - „შემოდგომის ფესტივალი“.
ფესტივალის ფარგლებში სკოლის I -III კლასებში მოეწყო შემოდგომის კუთხეები, მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალებით დაამზადეს კოლაჟები, პოსტერები, შექმნეს ნახატები, შეასრულეს შემოდგომის თემაზე ნასწავლი სიმღერები, ამოავლეს ჩუჩხელები.
გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, კლასებში დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა- გასეირნება სკოლის ეზოში, ხილის კრეფა, ვიქტორინა, მხიარული სტარტები.....
სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებლები მადლობას უხდიან მშობლებს თანადგომისთვის.
ბედნიერი, ბარაქიანი შემოდგომა დაგვებედოს!
27 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ ბადმინტონის ტურნირი წყვილებში, სკოლის პირველობაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I - ნინო გოშუა; ელენე გვენეტაძე.
II - რატი მურვანიძე; იაკობ ძიძიგური
III - სანდრო ბასილაძე; დაჩი მურვანიძე
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და აქტიურ ცხოვრებას !
პედაგოგი: გიორგი გეგენავა
(ფილმის ყურება კინოთეატრში – ,,კოსმოსური ჯემი")
სადამრიგებლო საათის ფარგლებში ქართულ–გერმანული სკოლის ,,სხივი" მე–4 ა/ბ და მე–6 ა კლასის მოსწავლეები კინოთეატრს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და ამავდროულად სახალისო ფილმით შემეცნებითი და კულტურული განვითარების მხრივ აიმაღლეს პიროვნული, მორალური, მეგობრობული, შემწყნარებლობისა და სოციალური განვითარების უნარ–ჩვევები.
დამრიგებლები: ლელა ხათრიძე, ნათია ჟღენტი
15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-2 ბ კლასი უერთდება ამ დღის აღნიშვნას. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, მოისმინეს რჩევები და რეკომენდაციები ექიმისგან, უყურეს მხიარულ ანიმაციებს, მოამზადეს ვიდეოები და თანატოლებს კიდევ ერთხელ შეახსენს რა მნიშვნელობა აქვს ხელების სისუფთავეს.
დამრიგებელი: თ.გურგენიძე
Goethe-Institut - Deutsch lernen გოეთეს ინსტიტუტმა წიგნის დღესთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს ვირტუალურ სივრცეში უმასპინძლა ბავშვებსა და მოზარდებს, ჩვენი სკოლის IV, V და VI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეეს ონლაინ ვორკშოპებში, პატარა მკითხველებს გააცნეს ასაკთან შესატყვისი გერმანული მოთხრობები, რომლის წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა საკუთარი ხელით გამოძერწეს , დახატეს და გააფორმეს მოთხრობის მთავარი გმირები, ამ აქტივობებით ბავშვებს შასაძლებლობა მიეცათ მოესმინათ და შეესწავლათ გერმანული სიტყვები.
https://www.goethe.de/ins/ge/ka/index.html
რა მიგაჩნიათ თანამედროვე განათლების მთავარ გამოწვევად?
#ელდინოსაღარაძე: "ადამიანობა."
და ითქვა ბევრი...
და ითქვა საჭირო....
იყო სმ-ენა და გა-გონება!
13 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში ვუმასპინძლეთ უსაყვარლეს და პატივსაცემ პედაგოგს, მსახიობსა და პოეტს, ქალბატონ ელდინო საღარაძეს.
საუბრის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს და მწუხარება საჯაროდ გამოვხატეთ.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სკოლაში სახელმწიფო დროშები დაშვებული იყო.
შეხვედრა წარიმართა თემაზე "კამათის კულტურა”.
ღონისძიება განკუთვნილი იყო უფროსკლასელთათვის და ჩატარდა კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით.
ქალბატონი ელდინო შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, პატივისცემა და კამათის კულტურა.
აუდიტორიის მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები, რომელთაც გაეცა დამაფიქრებელი პასუხები.
მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს გამოჩენილი აქტიურობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ელდინო საღარაძეს იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რაც მისმა ლექციამ მოგვიტანა.
მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგ გიორგი გეგენავა-ს შეხვედრის ორგანიზებისათვის .
მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო.
გაცნობებთ რომ ხვალ 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მართავენ საინფორმაციო შეხვედრას მოსწავლეთა მშობლებისთვის.
შეხვედრის თემაა Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა. შეხვედრის მიზანია იმ მშობლების ინფორმირება, რომლებიც ამ დრომდე არ არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში და საჭიროებენ სანდო, სარწმუნო ინფორმაციას აცრის შესახებ.
შეხვედრა გადაიცემა Facebook Live -ის საშუალებით https://www.facebook.com/events/1281637962295838/?ref=newsfeed სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა შეკითხვა მისწეროს სპეციალისტს.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ვაქცინის შესახებ შეკითხვა დაუსვათ სპეციალისტს.
შეხვედრის მომხსენებელი იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ LIVE -ის ან ვიდეოს ჩანაწერის გაზიარებაც.
მადლობას გიხდით თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის.
ჩვენ ერთად დავამარცხებთ პანდემიას.
#მშობლებიუსაფრთხოსკოლისთვის
#მშობლებთანერთად
Powered by aSc EduPage