• საახალწლო ღია სასკოლო ტურნირის შედეგები ჭადრაკში

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის საჭადრაკო ონლაინ კლუბ სხივში, საჭადრაკო პლატფორმა chess.comზე, 41 წევრია გაწევრიანებული! დღეს, 27 დეკემბერს დასრულდა საახალწლო ღია სასკოლო ტურნირი ჭადრაკში, სადაც მოსწავლეების გარდა მშობლებიც იღებდნენ მონაწილეობას. დაძაბულ ბრძოლაში საპრიზო ადგილები მოსწავლეებმა დაიკავეს:

            1.ნიკა წულაია,

            2.თინათინ ფარეიშვილი

            3.ანდრია ვახანია

            პედაგოგი ანა კუჭავა

            Ana Kuchava

          • მეოთხე კლასელთა ონლაინ ტურნირი ჭადრაკში

          •  

            ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში , 26 დეკემბერს დასრულდა მეოთხე კლასელების ტურნირი ჭადრაკში. დაძაბულ ბრძოლაში ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

            1.გიორგი გუჩუა,

            2.მაქსიმე მუშკუდიანი

            3.ოლექსანდრა გოგოლაძე

            პედაგოგი ანა კუჭავა

          • საახალწლო ონლაინ ტურნირი ჭადრაკში, ყველა მსურველისათვის

          • კვირას, 27 დეკემბერს 12:00-ზე ჩატარდება საახალწლო ონლაინ ტურნირი ჭადრაკში (ყველა მსურველისათვის, მათ შორის მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის)

            დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში, სადაც ახსნილი არის როგორ დარეგისტრირდეთ საიტზე, როგორ გაწევრიანდეთ ჩვენი სკოლის საჭადრაკო კლუბში და ასევე როგორ გაიაროთ რეგისტრაცია უშუალოდ ტურნირზე.

            დარეგისტრირების დროს უმჯობესი იქნება, მიუთითოთ სახელი და გვარი, რომ კარგად გამოჩნდეს ვინ იღებს შეჯიბრზე მონაწილეობას.

            გამარჯვებულებზე გაიცემა ონლაინ სიგელები.

            წარმატებებს გისურვებთ ყველას !

          • ონლაინ საჭადრაკო ტურნირის შედეგები

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში დასრულდა ონლაინ საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 24 მოსწავლე.

            საპრიზო ადგილები კლასების მიხედვით განაწილდა შემდეგნაირად:

            მე-2 კლასი

            1.ნიკა წულაია (მე-2ა კლასი);

            2.თინათინ ფარეიშვილი (მე-2ბ კლასი);

            3. გიორგი კობერიძე (მე-2ბ კლასი).

            მე-3 კლასი

            1. გიორგი არაბიძე (მე-3ა კლასი)

            2.დემეტრე მანველიშვილი (მე-3ბ კლასი);

            3.ალექსანდრე ხუნდაძე (მე-3ბ კლასი).

            ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

            პედაგოგი ანა კუჭავა

          • მედია და ინფორმაცია

          • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ IV - ა კლასის მოსწავლის, გიორგი გუჩუას, კომპლექსური დავალება საგან, მე და საზოგადოებაში.

            თემა: მედია და ინფორმაცია

            სამიზნე ცნება: ინსტიტუცია - ჟურნალისტი/ინფორმაციის მომპოვებელი

            კომპლექსური დავალების მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ მედიის, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელი ინსტიტუციის მნიშვნელობა. ბავშებმა უნდა მოირგონ ჟურნალისტის პროფესია, შეექმნან თავიანთი გადაცემა, მოეფიქრონ სახელი და ლოგო, ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენონ სანდო და უსაფრთხო წყაროები.

            მსოფილოშ შექმნილი პანდემიური სიტუაციის გამო გადაცემის თემატიკაც სწორედ - კორონავირუსია.

            პედაგოგი: თამარ გურგენიძე

          • ონლაინ ტურნირი ჭადრაკში II , III და IV კლასის მოსწავლეებისათვის

          • მოგესალმებით!

            შაბათს, 19 დეკემბერს, ჩატარდება ონლაინ ტურნირი ჭადრაკში მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის. ხოლო სემესტრის ბოლოს იგეგმება ღია სასკოლო შეჯიბრი. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ყველა საფეხურის მოსწავლეს, ასევე მშობლებსაც სურვილისამებრ. დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში, სადაც ახსნილი არის როგორ დარეგისტრირდეთ საიტზე, როგორ გაწევრიანდეთ ჩვენი სკოლის საჭადრაკო კლუბში და ასევე როგორ გაიაროთ რეგისტრაცია უშუალოდ ტურნირზე. დარეგისტრირების დროს უმჯობესი იქნება, თუ ბავშვებს დაარეგისტრირებთ სახელის და გვარის მიხედვით ან მხოლოდ გვარის მიხედვით, რომ კარგად გამოჩნდეს ვინ იღებს შეჯიბრზე მონაწილეობას.

            სატურნირო განრიგი:

            * მე-2 კლასელების შეჯიბრი-19 დეკემბერი, შაბათი 11:00.

            * მე-3 კლასელების შეჯიბრი-19 დეკემბერი, შაბათი 13:00.

            * მე-4 კლასელებისთვის შეჯიბრი-19 დეკემბერი, შაბათი 15:00.

            შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მომმართოთ მესენჯერის საშუალებით (Ana Kuchava) ან დამიკავშირდეთ ტელეფონზე: 598638963.

            გისურვებთ წარმატებას!

          • მანსანკანელები /KVN/ სტუმრად X-XI კლასელებთან

          • რა არის არაფორმალური განათლება,რა არის მისი მიზნები და კოპეტენციები,რეალურად რა შედეგები მოაქვს არაფორალურ სწალებას და რა გავლენას ახდენს თანამედროვე ახალგაზრდობაზე - ამ თემებზე გაიმართა ონლაინ შეხვედრა 2015 და 2016 წლის საქარველოს ჩემპიონ მანსანკანელებთან, ზურა ყანჩაველსა და ოთო დეისაძესთან. ჯგუფის მასპინძლები იყვნენ ქართულ - გერმანული სკოლა ,,სხივის’’ მე- 10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. შეხვედრა საინტერესო ფორმატით წარიმართა.სტუმრებმა ისაუბრეს მანსანკანის, ეგრეთწოდებული KVN - ის ,წარმოშობის ისტორიასა და საქართველოში დანერგვის დეტალებზე, გაავლეს პარალელები ქართულ და უცხოურ შემოქმედებით საქმიანობას შორის, ისაუბრეს ახალგაზრდების მოტივაციისა და თვითშეფასების ასამაღლებლად საჭირო მუშაობასა და ძალების მოსინჯვაზე. -მანსანკანელობა არ ნიშნავს მხოლოდ ხუმრობას, უნდა ერკვეოდე ქვეყნის, ქვეყნების, კულტურულ, პოლიტიკურ, სოციალურ საკითხები.უნდა შეიყვარო კითხვა, მიიღო ზოგადი ცოდნა, უნდა შეძლო, ნააზრევი გადაიტანო ფურცელზე, შემდეგ განასახიერო სცენაზე, შექმნა კონკურენტული პროდუქტი,გქონდეს ჯანსარი ამბიცია და აღმოაჩინო საკუთარ თავში შემოქმედბითი უნარ-შესაძლებლობები-აღნიშნეს სტუმრებმა. შეხვედრის ბოლოს ვეტერანმა მანსანკანელებმა მსმენელებს წარმატებები უსურვეს და და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს.

            პედაგოგი ნანა ყანჩაველი

          • ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას

          • #ჩვენვირჩევთთანასწორობას  – ასე გამოეხმაურნენ ქართულ–გერმანული სკოლის მე–5 (ბ) კლასის მოსწავლეები  ,,ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას"

            ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიაზრეს სიტყვები: თანასწორობა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, დისკრიმინაცია, ბულინგი და ეს ყოველივე დაუკავშირეს არჩილ სულაკაურის ნაწარმოებს ,,ბიჭი და ძაღლი". მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები, გამოთქვეს საკუთარი აზრი, შეასრულეს კომპლექსური დავალებები  და სამოტივაციო ვიდეოებიც გადაიღეს.

             გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი საზოგადოებრივი ჩართულობის წახალისება.

            პედაგოგი: ლელა ხათრიძე

          • გილოცავთ !

          •    კორეაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე" კორეული ენის შესწავლა უცხოელი ახალგაზრდებისთვის", ჩვენმა მეთორმეტე კლასელმა სოფიო თოდრიამ ესეების წერაში მთავარი პრიზი აიღო.

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივი ულოცავს სოფოს და უსურვებს  წარმატებებს! 

             

          • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა

          • ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ , ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა: სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, ურთიერთდახმარება, შინაგანი დისციპლინა, ლიდერობა, კოლეგიალობა, ურთიერთგაგება და სხვა.

            IV-V-VI კლასის მოსწავლეები, გაეცნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებს და მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები.

            მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სპორტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მის დამკვიდრებას.

            ონლაინ აქტივობაში მონაწილეები არიან:

            • მაქსიმე მუშკუდიანი

            • იმედა დემირ

            • ქეთი შუბლაძე

            • ნუცა შუბლაძე

            • ლეილა ისმაილოვა

            • ანა ხუჭუა

            • ქეთი ნოქარიშვილი

            • ელენე ჯავახიშვილი

            • ნური ნურიევი

            • ნიკუშა ბეგლარიშვილი

            • გიორგი ხუხაშვილი

            • დავით ქამადაძე

            ამ მიზნებზე მუშაობით „ფიზიკური აღზრდა და სპორტი“ თავის წვლილს შეიტანს მოსწავლის ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

            პატივისცემით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგო: ხათუნა აივაზოვა

          • მე-2 ა კლასის მოსწავლეები ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდებიან

          • ქართულ გერმანული სკოლის, მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა, „ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის“ კვირეულის ფარგლებში, ისწავლეს სიტყვა ბულინგის განმარტება.

            ისინი ასევე, გაეცვნენ ინფორმაციას სკოლაში ბულინგის ფაქტებსა და ბულინგის სახეების შესახებ.

            მოსწავლეებმა დაგმეს ბულინგი და შეთანხმდნენ რომ ძალადობის ყველანაირი სახე, იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური, გაუმართლებელია. ისინი თანხმდებიან, რომ სხვა თანატოლების მიმართ ცუდად მოპყრობა, მუქარა, დაშინება, დაცინვა და სხვა რაიმე მსგავსი ქმედება მათთვის მიუღებელია.

            იზიარებენ ფრაზას „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ გექცეოდნენ.“ ისინი ირჩევენ მეგობრობას. საკუთარი შთაბეჭდილებები კი ამ ნახატებში, მათი ლამაზი ხელებითა და შემოქმედებითი უნარის მეშვეობით გადმოგვცეს და გაგვიზიარეს.

            პედაგოგი: ფიქრია კოშაძე

            Pikria Koshadze