,,დედამიწის მაჯისცემა დავამშვიდოთ „ ამ დევიზით შემოგვთავაზეს ჩვენი სკოლის მესამეკლასელებმა პროექტი: ,,პულსაცია“.
პროექტის მიზანია:
შეძლოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, წარმოდგენა ცხრილის სახით, შედარება და გამოკვლევა.
პედაგოგი ეკა ლომთათიძე
,,დედამიწის მაჯისცემა დავამშვიდოთ „ ამ დევიზით შემოგვთავაზეს ჩვენი სკოლის მესამეკლასელებმა პროექტი: ,,პულსაცია“.
პროექტის მიზანია:
შეძლოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, წარმოდგენა ცხრილის სახით, შედარება და გამოკვლევა.
პედაგოგი ეკა ლომთათიძე
ამ მნიშვნელოვან დღეს კითხვისა და შემეცნების მოტივაციის ამაღლება, ლიტერატურული შთაბეჭდილებების გაზიარება და დაუვიწყარი ემოციური თანაგანცდა ახლავს თან.
ქართულ–გერმანული სკოლის მე–5 (ბ) კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ერთ–ერთმა მოსწავლემ მასწავლებლის როლი მოირგო და საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა თანაკლასელებს. სხვა მოსწავლეებმა კი საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაუკითხეს ერთმანეთს.
პედაგოგი ლელა ხათრიძე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა IX ა კლასში.
პედაგოგი ნათია ჩუბინიძე
3 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და 31 მილიონ ადამიანზე მეტს მოიცავს. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ლიტერატურის განვითარებას, მოზარდი თაობა კითხვით დააინტერესოს. ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივიც" შეუერთდა დღევანდელ ღონისძიებას, ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მეთოდისტმა, ნათია ჩუბინიძემ, მე-11 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელზეც გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმშის" დამფუძნებელი, რედაქტორი და მთარგმნელი, გადაცემა ,,ბიბლიოთეკის" წამყვანი მარი კორინთელი მიიწვია. სტუმარმა საინტერესოდ ისაუბრა კითხვის მნიშვნელობაზე და სულიერი საზრდოს მიღების აუცილებლობაზე, შემდეგ კი მოსწავლეებს თავის მიერ შერჩეული ხუთი წიგნი გააცნო, რომლებსაც მის, როგორც მკითხველის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს სტუმარს და დიდი ინტერესი გამოხატეს.
პედაგოგი ნათია ჩუბინიძე
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მე–5 (ბ) კლასის მოსწავლეებმა გაიაზრეს პრეზენტაციის არსი და მნიშვნელობა. აიმაღლეს მოტივაცია სწვლის პროცესში, თუ როგორ შეიძლება ის უფრო საინტერესო, ეფექტური და მაღალ შედეგზე ორიენტირებული გახდეს. აკაკი წერეთლის იგავური ჟანრის ნაწარმოებებში, ამოიცნეს მთავარი სათქმელი და საინტერესო პრეზენტაციები შემოგვთავაზეს.
პედაგოგი ლელა ხათრიძე
ასეთ საინტერესო ცდა -დაკვირვებას წარმოგვიდგენს V-ა კლასის მოსწავლე აისუნ ზახრა ნაბიევა. თემა ,,მცენარეები,,
პედაგოგი ლ. ჩხეიძე.
თანამედროვე განათლება კრიტიკულად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდაზეა ორიენტირებული.
დისკუსია - როგორც სწავლების პროცესში ერთ-ერთი ნაყოფიერი მეთოდი, ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას და ეხმარება მათ მეტად საჭირო უნარების ჩამოყალიბებაში:
1. საკუთარი ხედვა;
2. აზრის არგუმენტირება;
3. განსხვავებული მოსაზრების მიმღებლობა;
4. სწორი ღირებულებები;
მე 5ა კლასის მოსწავლეებმა დისკუსიის ფარგლებში არგუმენტირებულად ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია, მოისმინეს თანატოლების აზრი და სცადეს, ფაქტებზე დაყრდნობით, ლოგიკურ დასკვნამდე მისულიყვნენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო წიკლაური
წლის პირველი მეგობრული შეჯიბრი ფეხბურთში სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა VII-ბ კლასისა და VIII-ა კლასის მოსწავლეები.
წლის პირველი თამაშის გამარჯვებული, დამაჯერებელი ანგარიშით გახდა VIIIა კლასი, მაგრამ აღსანიშნავია VIIბ კლასის საბრძოლო განწყობა და გუნდური მოქმედება. ორივე კლასს განსაკუთრებული მადლობა!
გისურვებთ ჯანმრთელობას და აქტიურ ცხოვრებას !
შავი ზღვი საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია ჩაატაროს TOEFL-ის გამოცდები საქართველოში. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს 20 ადგილიან, ყველა საჭირო ინსტრუმენტით აღჭურვილ საგამოცდო ლაბს, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საგამოცდო საკითხებზე ფოკუსირებას.
International Black Sea University is a Certified Test Administration Site (CTAS) authorized to conduct TOEFL iBT exams in Georgia. Our highly sophisticated test lab offers 20 seats with fully equipped computer workstations to enable you to give your TOEFL iBT in a peaceful environment at comfort. The lab is air-conditioned and fully lit and is fitted with three noise reduction machines allowing you to completely focus in your exam questions without any distractions.
TOEFL scores are accepted by more than 10,000 Universities and other institutions in
over 150 countries
🎄❄️☃️🎄❄️☃️🎄❄️☃️🎄❄️☃️🎄❄️☃️🎄❄️☃️🎄❄️☃️
გილოცავთ შობა- ახალ წელს! ულევი სიხარული, ჯანმრთელიბა, ბედნიერება და წარმატებები დაგებედოთ! ბელა მასწავლებელი ბელა მოლაშხია
მე-4 ბ კლასის მოსწავლეები ქეთევან ბედოშვილი და დემეტრე ქუთელია პატარა ლუკა ქუთელიასთან ერთად გვილოცავენ ახალ წელს.
🎄🎉🥰🎈🎄🎉🥰🎈🎄🎉🥰🎈🎄🎉🥰🎈🎄🎉🥰🎈
ჩვენი სკოლის მოსწავლე ნინო დვალიძე ოქროს მიკროფონის მფლობელი გახდა .
რადიო საქართველოს ხმის დირექტორი მამუკა კუჭავა და ნინო დვალიძე ოქროს მიკროფონის მფლობელი.
ვულოცავთ ნინოს და ვუსურვებთ წარმატებებს!
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.
გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა. ამიტომაც უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით ვეგებებით ამ დიდ დღესასწაულს.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას, ერთმანეთისადმი სიყვარულს, სიხარულს, სულიერ სიმშვიდესა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და მადლი! დაე უფალი იშვას ჩვენს გულებში!
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთლიანად საქართველოს!
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის დირექტორი: ეკა ჩიქობავა
ჩვენი ყოჩაღი მოსწავლეები აგრძელებენ საახალწლო განწყობაზე ზრუნვას.
ამჯერად II-გ კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენენ საახალწლო გამოფენას.
გილოცავთ ახალ წელს! 2021 წელი ბედნიერების, წარმატების, სიკეთის და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის !
საუკეთესო სურვილებით ხელოვნების მასწავლებელი: ლია ნიშნიანიძე Lika Nishnianidze
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გილოცავთ ახალ 2021 წელს !
🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄
გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერება. 2021 წელი ყოფილიყოს წინსვლისა და წარმატების წელი თითოეული თქვენგანისთვის.პატივისცემით,ქართულ-გერმანული სკოლა სხივის ადმინისტრაცია
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის II ა კლასის მოსწავლეებს ახალი წლის მოსვლა ძალიან ახარებთ და „ჯადოსნურ ღამეს“ ჩათქმული სურვილების ასრულებისაც სჯერათ...
ჩემო პატარებო, თბილებო, ტკბილებო გილოცავთ შობა-ახალ წელს! თქვენი ცხოვრების ყოველი დღე აღივსოს სიხარულით, სითბოთი სიკეთითა და სიყვარულით. გისურვებთ, რომ 2021 წელი თქვენი სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს. სასაწაულების გჯეროდეთ, რადგან სასწაული ხდება იქ, სადაც მისი სჯერათ. გეფერებით და გკოცნით.
თქვენი ციცო მასწავლებელი Cici Koberidze
ჩემო პატარებო, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
დიდი მადლობა I ბ კლასის თითოეულ მოსწავლეს და მათ მშობლებს სასწავლო პოცესში აქტიური ჩართვისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის. ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა.
სიყვარულით, თათია მასწავლებელი!
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის II გ კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს ახალი წელი თავიანთ საყვარელ და მონატრებულ მასწავლებლებლებს, კლასელებს. არ დაიშურეს ერთმანეთისთვის თბილი , კეთილი სურვილების გაგზავნა!
საყვარელო ბავშვებო, მშობლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მინდა ,სიკეთით , ჯანმთელობით, სითბოთი, წარმატებებით დახუნძლული წელი გისურვოთ! მიყვარხართ, გეფერებით!
დიდი სიყვარულით თქვენი ანი მასწავლებელი!
ქართულ-გერმანული სკოლა “სხივის“ V-ბ, VIII-ბ, IX-ბ კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე ჩაერთნენ ონლაინ აქტივობაში, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა კომპოზიტორზე და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები მუსიკაში. მოსწავლეების ასეთი აქტიური ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში აუცილებელია, რაც მოსწავლეს ეხმარება განათლებულ-კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბებაში.
მუსიკის პედაგოგი: ია ამირიძე
Powered by aSc EduPage