ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ XIა კლასის მოსწავლეებმა, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, ერთი სასწავლო დღე ღია ცის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილებისთვის მიეძღვნათ, ისინი დამრიგებელთან, ისტორიის პედაგოგთან, ნათია ჩუბინიძესთან და გეოგრაფიის პედაგოგთან, ლია ჩხეიძესთან ერთად ზედაზნის მონასტერს ეწვივნენ.
მოსწავლეებს დამრიგებელმა ზედაზნის ისტორია გააცნო, ესაუბრა ამ ადგილის ისტორიულს მნიშვნელობაზე, გეოგრაფიის მასწავლებელმა კი აუხსნა ზედაზნის მდებარეობა და მოანიშნინა ის ცნობილი ადგილები, რომელთა დანახვა მოწმენდილ ამინდში ზედაზნის მთიდან შესანიშნავადაა შესაძლებელი, მოგვიანებით მეთერთმეტეკლასელებმა მინიშნებები ფოტოზეც დაიტანეს და პედაგოგებს გადაუგზავნეს.
მონასტრის მონახულების შემდეგ ბავშვებმა გარკვეული პერიოდი ფიზიკურ აქტივობებს მიუძღვნეს, ბადმინტონი და სხვა სპორტული თამაშები ითამაშეს, ბოლოს კი სამაგიდო თამაშებს ჩაუსხდნენ, რომელთა შორისაც ,,სიტყვობანაც“ იყო. ამ თამაშს გასართობის გარდა შემეცნებითი დანიშნულება აქვს, მოთამაშეები შემთხვევით შერჩეული 8 ასოსგან სიტყვებს ადგენენ და ქულებს აგროვებენ. ამჯერად ბავშვებმა თემატურადაც სცადეს, შედგენილი სიტყვები დღევანდელი დღისთვის მიესადაგებინათ.
დღემ სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.
პედაგოგი ნათია ჩუბინიძე ნათია ნისაბა ჩუბინიძე