შაბათს, 12 მარტს ვესტუმრეთ ბავშვთა სახლს. მეშვიდე კლასელთა მიერ შეგროვებული წიგნები გადავეცით ბენეფიციარებს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც ნებისმიერი ფორმით, მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობაში.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის, მეშვიდე კლასელთა ახალი პროექტი რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის წიგნების შეგროვებას, დახარისხებას და თანატოლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას.
მოსწავლეებმა 10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით შეაგროვა წიგნები 8-დან 18-წლამდე მოზარდებისთვის. პროექტის ორგანიზატორები ესტუმრნენ ერთ-ერთ ბავშვთა სახლს სადაც თანატოლებს მოუწყვეს მცირე ბიბლიოთეკა.
პროექტის ხელმძღვანელები - 7-ა კლასის მოსწავლეები: ანასტასია კიკნაძე, იაკობ ძიძიგური, დავით ქამადაძე.