სიახლეები

          • 💻პრეზენტაციების ჩეკლისტები

          • მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე იმუშავეს პრეზენტაციებზე: ,,საქართველოს მეფეები". მოსწავლეებს აქამდე ნასწავლი და ცნობილი საქართველოს მეფეებიდან უნდა აერჩიათ ერთ-ერთი მეფე, მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია და წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით. პრეზენტირების დროს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მეფეების თვისებებზე, მათ მიღწევებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებმა საინტერესო ინტერპრეტირება მისცეს აღნიშნულ დავალებას. გარდა იმისა, რომ ყველამ ინდივიდუალური ნაშრომი წარმოადგინა, ზოგიერთმა მოსწავლემ საინტერესო ხერხს მიმართა: შეადგინა ცხრილი, რომელშიც ყველა მეფე აღნიშნა, ცხრილით კი აჩვენა მეფეების დადებითი, უარყოფითი მხარეები, მათი მიღწევები და მეგობრებს გააცნო საკუთარი დამოკიდებულება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციების დასასრული, როდესაც მოსწავლეები შეფასებებს აძლევდნენ პრეზენტატორს, აქებდნენ, რჩევებს აძლევდნენ, აკრიტიკებდნენ, განიხილავდნენ და მსჯელობდნენ სამართლიანად ნაშრომების შესახებ.

            #მოსწავლეთაჩართულობა

            #პასუხისმგებლობა

            #სწავლასწავლებისმაღალიხარისხისუპირატესობები

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე

          • 🍁 შემოდგომის გაცილება

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში მხიარულად გააცილეს შემოდგომა. დაიგეგმა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა: საშემოდგომოდ მორთეს საკლასო ოთახი, ფოთლებისგან დაამზადეს შემოდგომის აპლიკაციები, მიიღეს სკოლაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა, ბოლოს კი ამოავლეს ჩურჩხელები. ფესტივალმა მოსწავლეებისთვის სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

            დამრიგებელი: თამარ გურგენიძე

          • 📢 დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია სხივში

          • ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, 25 ნოემბერს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.

            აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

            ასევე გაცნობებთ, რომ სკოლა (საკლასო ოთახები, სველი წერტილები და ა.შ) ყოველდღე სუფთავდება სადეზინფექციო ხსნარებთ. 

            გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

          • 📌წარმატებები ჩვენს ინტელექტუალებს!

          • ,,ტვინების ბრძოლის" მე-2 ტურში გადასული მე-7 და მე-8 კლასის გუნდები შერკინების დაწყების მოლოდინში.

            წარმატებები ჩვენს ინტელექტუალებს!

            P.S ჩვენი გუნდი (ტვინების ბრძოლაში) შემდეგ ეტაპზე გადავიდა

          • 📖📚 ჩემი ვეფხისტყაოსანი

          • ბავშვებს რომ მისცემ თავისუფლებას, გაცილებით შემოქმედებითები ხდებიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს ქმნიან. ასე მოხდა მე-7 ბ კლასშიც, როდესაც ,,ვეფხსიტყაოსნის" რამდენიმე თავი გავიარეთ გაჩნდა ინტერესი, გულწრფელი დამოკიდებულებები და სურვილები. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა დასამახსოვრებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს და ყველას სახლში თაროზე შემოდებული ,,ვეფხისტყაოსანი" გააცოცხლეს. 

            #ინტერესი

            #ძიება

            #კვლევა

            #დიდისიხარულიაროდესაცშენდაინახეისრაცსხვასშეიძლებაარდაუნახავს

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე

          • 🎉 გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!

          •  დღეს თქვენი დღეა - გილოცავთ სტუდენტებო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებულად განაგრძობენ სწავლას საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში. გვეამაყებით და მჯერა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით. გისურვებთ განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!

          • 📌 სასკოლო ტურის დღე გერმანულ ენაში 📣

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში მე-7ა და მე -7ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გერმანულ ენაში ჩატარდა შიდა სასკოლო ტური სახელწოდებით ,,Wir wollen uns unser Deutsch mehr verbessern,, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნის განმტკიცებას.

            მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით,მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ პროექტში.ხაზგასასმელი და დასაფასებელია მათი თავდაჯერებულობა,სიმტკიცე და ცოდნის მიმართ ინტერესი.

            I ტურში გამარჯვებულები მალე გამოვლინდებიან.

            მე-2 ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

            გერმანული ენის პედაგოგი : ნათია ჟღენტი

          • 📌 ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი შესრულდა

          •  

            „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“

            „არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის“

            „ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია“

            „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“

            „აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“

            და კიდევ მრავალი...

            მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ილია ჭავჭავაძის ლექსები: ,,პოეტი" და ,,ჩემო კალამო" გაიარეს. გაიხსენეს უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, მწერლის ბიოგრაფია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში. 

            დიდი ილიას შესახებ მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები ააგეს და წარმოადგინეს.

            #ზოგჯერმოკლესიტყვაცგრძელია

            #ილია#185

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე 

          • 🔬 სტუმრად სინათლის მიკროსკოპი

          • მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო დაკვირვებები გააკეთეს. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სინათლის მიკროსკოპით დაათვალიერეს ფოთლისა და ხახვის ქერქლის უჯრედები, უჯრედების კიდეები და მათი შეფერილობები. ძალიან საინტერესო დათვალიერების შემდეგ,მოისმინეს მცირე ლექცია მცენარეული და ცხოველური უჯრედის შესახებ.

            მასწავლებლები: ეკა ლომთათიძე, ინგა ხუჯაძე

          • 📌 საპატიო სტუმრები პარლამენტში ❤️

          • პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებს პარლამენტში უმასპინძლა და თბილისის ურბანული განვითარების თემაზე ესაუბრა.

            დეპუტატმა მოსწავლეებს თბილისის დაარსების ისტორია და ქალაქის ურბანული სტრუქტურის თავისებურებები გააცნო.

            ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის ურბანული ფორმის ცვლილებებზე და მისი განვითარების სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება.

            „წარსულის გაანალიზება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომავალი უკეთ დავგეგმოთ. ყველა ქალაქს აქვს თავისი განვითარების ლოგიკა, თბილისს - ძალიან განსაკუთრებული. მოსწავლეებთან ვისაუბრე ზოგადად ქალაქზე და იმაზე თუ რაში მდგომარეობს თბილისის განსაკუთრებულობა. ვიმედოვნებ, ბევრ რამეზე სხვაგვარად დაფიქრდებიან და უფრო ყურადღებით დააკვირდებიან ქალაქს“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.

          • 📌 I-XII კლასის მშობელთა კრება -კონფერენცია

          • 1 ნოემბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით სკოლაში I-XII კლასის მშობელთა კრება -კონფერენცია ჩატარდა, სადაც თითოეულ მშობელს და საგნის მასწავლებელს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად ესაუბრათ ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და მზაობაზე.

          • 📕გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში

          • ბევრს ვსაუბრობთ, ვწერთ და ვმსჯელობთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე, მაგრამ ბიბლიოთეკაში მუშაობა სულ სხვაა. ბიბლიოთეკა ძალიან კარგი სცენაა, რომელზეც ათასი წიგნი დევს, ამ წიგნებიდან კი მრავალი პერსონაჟი გვესაუბრება.

            მე-5 კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივ გარემოში წაიკითხეს მეფე დემეტრე თავდადებული. გაიაზრეს უცხო სიტყვები, გამოკვეთეს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები და დაახასიათეს ისინი.

            #ცოდნაძალაა

            #გარემომოტივაცია

            #ვქმნითერთად

            #ვსწავლობთხალისით

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე

          • 📌 V კლასის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ-ექსპერიმენტორიუმში

          •   ეს დღე ჩვენს მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ, რადგან შემეცნებით და მხიარულ მუზეუმში  დაათვალიერეს 80-ზე მეტი ექპონატი, რომლებიც ახდენენ მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ანატომიის კანონების დემონსტრირებას. მათ ასევე  მონაწილეობა მიიღეს სახალისო ქიმიურ ცდებსა და ექსპერიმენტებში.

          • 📌 ილუზიების მუზეუმში

          •  

              IX  კლასის მოსწავლეები მათემატიკის პედაგოგ შორენა ჯავახიშვილთან ერთად ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ.

            მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა  და  მოსწავლეთა ჩართულობისათვის, რომელიც აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს.

             ილუზიების მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ ოპტიკური, ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ილუზიის არსს. დაათვალიერეს  ილუზიების კანონზე დაფუძნებული მრავალი  ექსპონატი.

            ბავშვები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში.    

             

          • 🔷 გაეროს დღე სხივში

          • შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის XI ა/ბ კლასის მოსწავლეებმა 17 ოქტომბერს გამართეს კონფერენცია თემაზე:  ,,გაეროს მდგრადი  განვითარების 17 მიზანი”.

                        გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები გულისხმობს 17 მიზანს მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. გაერო მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წელს განისაზღვრა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე, კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

                        აღსანნიშნავია, რომ თითოეულ საკითხზე  ბავშვებმა წარმოადგინეს    ბევრი საინტერესო მასალა თუ როგორაა ჩართული მსოფლიო მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად.

            კონფერენციის ბოლოს იყო საინტერესო კითხვები, გაიმართა დებატებიც. დამსწრე საზოგადოება გაეცნო მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულების აქტუალობასა და აუცილებლობას თუ როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოების თითოეული წევრი.

          • 🔶 XI კლასის მოსწავლეები კულტურის ისტორიის მუზეუმში

          •  შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის XI ა/ბ კლასის მოსწავლეები  1  ნოემბერს  იმყოფებოდნენ  საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში.

                        მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა.

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელოვნების სასახლე, დაესწრენ შემეცნებით ლექციას თემაზე: ,,საქართველოს საზღვრების ნამდვილი ისტორია. ეს იყო  შემეცნებითი ლექცია ვორ-შოპი ახალი თაობისათვის, იმისათვის, რომ მათ მომავალში თავიანთი საქმითდა ცოდნით ღირსეული პასუხი გასცენ ოკუპაციას . ისინი ასევე გაეცვნენ რუკებს, ნახეს  უნიკალურ გამოცემები  და მოისმნე საქართველოს საზღვრების ისტორია.
            დაათვალიერეს ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური რუკების კოლექცია, უცხეოლი მოგზაურების მიერ შედგენილ ნახაზები, სადაც კარგად მოჩანს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ჭეშმარიტი ისტორია.
                  საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმი, ახალგაზრდებისათვის ძალიან საინტერესო და ბევრი ინფორმაციის მომცველი გახდა .