⚽️სხიველების გამარჯვება 🏆6:0 🏆 მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში ⚽️
#მინიფეხბურთი
#სასკოლოლიგა2024
#როდესაცსპორტიცვლისსამყაროს
⚽️სხიველების გამარჯვება 🏆6:0 🏆 მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში ⚽️
#მინიფეხბურთი
#სასკოლოლიგა2024
#როდესაცსპორტიცვლისსამყაროს
ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ,წარმოადგინეს თემატური ნამუშევრები: ნახატები და აპლიკაციები.
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში გაეროს დღესთან დაკავშირებით მე-11ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ჩატარეს კონფერენცია თემაზე ,,კლიმატის ცვლილებები'', რომელიც საინტერესო და ბევრი ინფორმაციის მომცველი იყო.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გავლენაზე. ყურადღება გამახვილდა თუ როგორ უნდა მივხედოთ ჩვენს პლანეტას და მის რესურსს. ასევე აღნიშნეს რომ თითოეულიადამიანისთვის გარემოს დაცვა ცხოვრების წესად უნდა იქცეს.
მონაწილეებმა კონფერენციაში ჩართეს დამსწრე მოსწავლეები და მეტი ხალისი შეჰმატეს პროექტის მიმდინარეობას.
მასწავლებლობა რთული პროფესიააო, დაგვიდასტურეს ჩვენმა უმცროსმა მეგობრებმა. მასწავლებლობა მარტო ჩატარებული გაკვეთილი კი არა, ცხოვრების საწყისი საფეხურია მოსწავლეთათვისო... მე-9 და მე-11 კლასელებმა თავიანთი ნააზრევი ჩანახატებში გადმოიტანეს და მასწავლებლის დღე სიყვარულით სავსე ჩანაწერებით მოგვილოცეს.
II ა კლასის მოსწავლეებმა მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის უკეთ გააზრების მიზნით, დამრიგებელთან ერთად, კლასში ქცევის წესები შეიმუშავეს. ბავშვებმა იმსჯელეს და ჩამოწერეს ის მნიშვნელოვანი ქცევები რომელიც უნდა გაითვალისწინონ საკლასო ოთახში .
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში გრძელდება ტრადიციული ღონისძიება - შეხვედრა მშობლებთან:სტუმრად ფინჯან ყავაზე.
სკოლაში ყველაფერი კეთდება მოსწავლეების საკეთილდღეოდ. ეს ღონისძიებაც ერთი ნაწილია ამ ჩანაფიქრისა.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები როგორც ერთობლივად, ასევე მშობლებთნ ერთად. მშობლებს შორის გაიმართა სახალისო კონკურსი-დავალებები, თუმცა კონკურსი პირობითად დავარქვით, რადგან ჩვენთან წაგებული არავინაა. ჩვენი მიზანია- გავიხალისოთ დღე ერთმანეთით.
ამ ერთობლივი შეხვედრით კიდევ მეტად გამყარდა და დათბა არსებული ურთიერთობები, რაც სასკოლო ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის.
ქართული ცეკვის ანსამბლი ,,საყდრიონი " გააანხლებს მეცადინეობებს 3 ნოემბრიდან.
ყოველ ორშაბათს და პარასკევს 15:15 სთ-ზე.
მე-4 ა კლასი ინტელექტუალურ სათამაშო ოთახს ესტუმრა. სამაგიდო და შემეცნებით-განმავითარებელმა თამაშებმა კი , ხელი შეუწყო მოსწავლეების კრიტიკული და სხარტი აზროვნების,კრეატიულობის, გუნდური მუშაობის უნარების, კიდევ უფრო მეტად ათვისებას.
გაკვეთილმა მოსწავლეებისათვის მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა.
მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე უჩვეულო ცხოველები. მოიძიეს ინფორმაცია არაერთი უჩვეულო ცხოველის, მისი საცხოვრებელი პირობების, კვების რაციონის და ჩვევების შესახებ. მოძიებული ინფორმაცია წარადგინეს პრეზენტაციის სახით.
ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქართულ -გერმანული სკოლა სხივის მე-8ა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ძველ უბანში .
გაცნობებთ , რომ ხვალიდან (12 ოქტომბერი , ხუთშაბათი) 15: 10 სთ -ზე , ჩატარდება რობოტიკსის პირველი სესია I-V კლასის რეგისტრირებული მოსწავლეებისთვის . სესიის ხანგრძლივობაა 60 წუთი
მათთვის ვისაც ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია და გაქვთ სურვილი, გთხოვთ იჩქაროთ
👉სარეგისტრაციო ფორმა I-V კლასების მოსწავლეთა მშობლებს
👉 სარეგისტრაციო ფორმა VI-IX კლასების მოსწავლეთა მშობლებს
მე-4ა კლასი, ცხოველთა დაცვის დღესთან და პასუხისმგებლობის გააზრების თვის ფარგლებში კონტაქტურ ზოოპარკს, “ზოოტოპიას” ესტუმრა .
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზოოპარკის შინაური და ეგზოტიკური ბინადრები, მოისმინეს საინტერესო ფაქტები, გამოკვებეს და იზრუნეს ცხოველებზე . დღემ დადებითი ემოციებით და მრავალფეროვანი ინფორმაციების მიღებით ჩაიარა.
ქართულ გერმანული სკოლა სხივის მე -6 ბ კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს,,ევროპული ენების დღე.,,
გერმანულ- ინგლისური ენის ინტეგრირებულ გაკვეთილზე მათ საინტერესო და სახალისო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ევროპულ ენაზე შეისწავლეს ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვები,როგორიცაა გამარჯობა,როგორ ხარ და ა.შ.
ქართულ გერმანული სკოლა სხივის მე 8 ბ კლასი მოსწავლეებმა სადამრიგებლო საათისა და სამოქალაქო განათლების საგაკვეთილო საათის ფარგლებში ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით ,,პასუხისმგებლობა" მოსწავლეებმა საინტერესო ესეები და პრეზენტაციები შექმნეს აღნიშნულ ღირებულებაზე. მათ ამომწურავად ისაუბრეს თავიანთ და ზოგადად ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაზე.
მოგესალმებით ,
საინჟინრო კლუბის ,,რობოტიკსის" პრეზენტაციამ მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
გიგზავნით რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო ლინკს.
სარეგისტრაციო ფორმა I-V კლასების მოსწავლეთა მშობლებს
Young Engineers Club (startup.courses)
სარეგისტრაციო ფორმა VI-IX კლასების მოსწავლეთა მშობლებს
Arduino Programming Club (startup.courses)
Powered by aSc EduPage