მე 3ა კლასში გერმანელი მასწავლებლის ფრედერიკა ჰოლტკოტისა და გერმანული ენის პედაგოგის ნათია ჟღენტის მიერ საინტერესო და ამავდროულად ბავშვებისთვის სახალისო აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და დაამუშავეს ტექსტი წმ. მარტინზე და დაამზადეს სპეციალური ლამპრები ,,ლატერნები“ რომლებიც ამ დღის სიმბოლოა და გერმანიაში 11 ნოემბერს აღნიშნავენ, წმ. მარტინის დღე სიკეთისა და ბედნიერების სიმბოლოა გერმანელი ხალხისათვის.