სიახლეები

          • ბედის ბორბალი ტრიალებს

          • 🎡 ჩვენი სკოლის IIIა კლასის ღონისძიება „ბედის ბორბალი ტრიალებს“ 

            სახალისო და შემოქმედებითი ღონისძიება, სავსე დადებითი ემოციებით.

            🔹წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და გულთბილი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

            ▫️ღონისძიების ორგანიზატორი:ბელა მოლაშხია

            #სკოლასხივი

            #სასკოლოღონისძიება

          • ✨ ვერის უბნის მელოდიები

          • ✨🎭🩵ჩვენი სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი.🎬 „ვერის უბნის მელოდიები“- ქართული მუსიკალური კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმისა და პირველი ქართული მიუზიკლის მიხედვით, ჩვენმა პატარა შემსრულებლებმა სცენაზე გააცოცხლეს ძველი თბილისის უნიკალური ატმოსფერო, მისი მუსიკა, ემოცია და სიყვარულით სავსე ისტორია.🔹სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ღონისძიების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისათვის.▫️ღონისძიების ორგანიზატორი: მაკა მატუაშვილი#სკოლასხივი #სასკოლოპროექტი

          • 🎭 🎭 გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“

          • 🔹ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს გიორგი ლეონიძის ნაწარმოების „მარიტა“-ს სასცენო ინტერპრეტაცია.სპექტაკლი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა პიროვნების ღირსება, თავისუფალი არჩევანი, საზოგადოებრივი დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობა. ▫️წარმოდგენამ მაყურებელიკიდევ ერთხელ დააფიქრა ნაწარმოების იდეებსა და მათ აქტუალობაზე.

            🙌განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მოსწავლეთა მოტივაცია, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდური მუშაობა, რამაც სპექტაკლი შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ წარმოდგენად აქცია.🔹სპექტაკლის სცენარისა და რეჟისურის ავტორია, მე-8 კლასის მოსწავლე - სესილი დუმბაძე. ▫️კლასის დამრიგებელი და იდეის ავტორი - ლელა ხათრიძე.

            🏆აღსანიშნავია, რომ კლასელებმა სესილი დუმბაძეს სიმბოლური „ოსკარის“ ფიგურა გადასცეს, წარწერით: ,, ჯილდოვდება საუკეთესო რეჟისორი და სცენარის ავტორი სესილი დუმბაძე მეგობრებისგან”, რითაც მათ გამოხატეს მადლიერება მისი შრომის, ინიციატივისა და შემოქმედებითი წვლილის მიმართ.

            🔸აღნიშნული ჟესტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს შორის არსებობს.სწორედ ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ მხარდაჭერას,დაფასებას, ერთმანეთის წარმატებით გახარებასა და სხვისი შრომის გულწრფელ აღიარებას. მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში.

            💙 ვულოცავთ მე-8 ა კლასს წარმატებულ სპექტაკლს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო იდეას, შემოქმედებით აღმოჩენასა და წარმატებას!

            #სკოლასხივი

            #სასკოლოცხოვრება

          • 🎭 ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“ ინგლისურ ენაზე , მე-5ა კლასში

          • 🎭📚 სპექტაკლი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (ინგლისურ ენაზე)

            🔹მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა გაბისონიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი The Adventures of Tom Sawyer-ს მიხედვით.

            ✨მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები და მაყურებელს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს ტომ სოიერის საინტერესო თავგადასავლები. სპექტაკლი იყო შემოქმედებითი, სახალისო და შემეცნებითი.

            #სკოლასხივი

            #TomSawyer

            #EnglishLanguage

            #SchoolLife 🎭✨

          • 🎭 ასე უყვარდათ საქართველოში - XI კლასი

          • 🔹მცირე შესავლით დაიწყო ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-11 კლასის მოსწავლეთა ლიტერატურულ-მუსიკალური პროგრამა - „ასე უყვარდათ საქართველოში“…◻️დარბაზში იღვრება სასიამოვნო მუსიკის ჰანგები და ფრაგმენტებად ქცეული წარმოდგენა იწყება…

            🔸მთის სასიყვარულო ისტორიას, ლექსში, ცეკვასა და ვაჟკაცურ მოთმინებაში ჩატეულ გრძნობას, უტასა და შორენა კოლონკელიძის ემოციებით სავსე დიალოგი ცვლის. ტატოსა და ეკატერინე ჭავჭავაძის უიღბლო სიყვარულს გრაციოზულობითა და დახვეწილობით გადმოსცემს ლამაზი წყვილი. გალაკტიონის აღმაფრენა თავს დასტრიალებს ოლღა ოკუჯავას. ილიასა და ოლღა გურამიშვილის მოკრძალებული სასიყვარულო ბარათები კი გულის სიღრმემდე სწვდება მსმენელს…

            🎭ეს შთამბეჭდავი წარმოდგენა, თავიანთი ოსტატური შესრულებითა და არტისტიზმით, ნიჭიერმამე-11 კლასელებმა გვაჩუქეს და სკოლას ერთი ემოციებით სავსე დღე უსახსოვრეს…

            🔹პროგრამის ხელმძღვანელები: ნათია ცერცვაძე და ნანა ყანჩაველი

            #სკოლასხივი

          • 🎭 მე-4ა კლასის - სპექტაკლი „ბოშები“

          • 🪭მე-4ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ციცო კობერიძის ხელმძღვანელობით მაყურებელს წარუდგინეს საინტერესო და ემოციური სპექტაკლი „ბოშები“.🔹მოსწავლეებმა შექმნეს მხიარული განწყობა და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები და გულწრფელი მოწონება დაიმსახურეს🌟#სკოლასხივი #სპექტაკლი #სასკოლოღონისძიება

          • ინგლისურენოვანი სპექტაკლი V ბ კლასში

          • 🎭✨„ოზის ჯადოქარი“ (ინგლისურ ენაზე)V კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ოზის ჯადოქარი“🤍მოსწავლეებმა წარმატებით გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები, წარმოაჩინეს ინგლისური ენისა და სამსახიობო უნარების ცოდნა.პედაგოგი: ნინო სინჯარაძე #სკოლასხივი #ინგლისურიენა #სასკოლოსპექტაკლი

          • ♟️ საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში

          • ♟️30-31 მაისს, საჭადრაკო სკოლა „ოლიმპიურ ჩემპიონში“ გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

            🔹ტურნირი ბავშვებისთვის საინტერესო, სასიამოვნო და ახალი გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა.განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ჰასან ჯემალ ქოჩს და ლუკა ქუთელიას

            🧡♟️ ჯემალმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოიპოვა, დაიკავა I ადგილი და შეასრულა IV თანრიგის პირველი ნორმა, ხოლო ლუკამ 7 ტურიდან 4 ქულა მოიპოვა და V თანრიგის მეორე ნორმა შეასრულა

            👏🚀ასევე გვინდა გამოვყოთ ჩვენი პატარა მოჭადრაკე ანასტასია მღებრიშვილი, რომელმაც ღირსეული კონკურენცია გაუწია მასზე უფროს მოჭადრაკეებს.ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებას და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ

            🫶ჭადრაკის მწვრთნელი: ანი ჭანტურია

            #სკოლასხივი

            #ითამაშეჭადრაკი

          • ❤️ სიკეთის დღე ჩვენს სკოლაში ❤️

          •  ❤️1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ჩვენი სკოლის ლამაზ ტრადიციად იქცა. ❤️

            სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით, გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი. მოსწავლეებმა საკუთარი მონდომებით, შემოქმედებითა და გულწრფელი სურვილით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სიკეთის კეთება ყველაზე დიდი ღირებულებაა.

            დღის განმავლობაში სკოლის ეზო სავსე იყო მუსიკით, ღიმილით, პოზიტიური განწყობითა და ერთმანეთის მიმართ თანადგომის სურვილით. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში, რომლის მიზანიც ხელმოკლე ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის იმედისა და სითბოს გაზიარება იყო.

            გვჯერა, რომ სწორედ ასეთი აქტივობები ზრდის პასუხისმგებლიან, ემპათიურ და მზრუნველ თაობას. მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ამ კეთილი საქმის თანამონაწილე გახდა.

            ✨ ერთად გაკეთებული სიკეთე ყოველთვის უფრო დიდ ძალას იძენს!

            #ბავშვთადაცვისდღე❤️

            #სიკეთისდღე❤️

            #საქველმოქმედოაქცია❤️

            #სკოლასხივი❤️

            #ერთადგავცემთსიკეთეს❤️

            #1ივნისი ❤️🌟

          • VIII კლასის ღონისძიება ❤️„ერი, რომელსაც ისტორია აძლიერებს“

          •   🇬🇪 VIII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე —„თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია“ 🇬🇪

            ბავშვებმა გაიხსენეს ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შექმნეს, ისაუბრეს გმირობაზე, თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართველი ხალხის სიმტკიცეზე.მოსწავლეებმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფესვების, კულტურისა და ისტორიის ცოდნა და გაფრთხილება.

            ღონისძიება გამოირჩეოდა ემოციურობით, შემოქმედებითი წარმოდგენებითა და პატრიოტული სულისკვეთებით. ❤️

            მადლობა პედაგოგ ლალი მარღიშვილსა და მოსწავლეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის. 🇬🇪

          • გეპატიჟებით საქველმოქმედო აქციაზე

          • 1 ივნისს — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს — სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით, ჩვენს სკოლაში გაიმართება საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა და სიკეთის გაზიარება. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ვეხმარებით ხელმოკლე ოჯახებს და უკვე მრავალი კეთილი საქმის განხორციელება შევძელით.

            📍 პროგრამა:

            🕦 11:30 — სკოლის ბენდის კონცერტი

            🕛 12:10 — საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

            გეპატიჟებით თითოეულ თქვენგანს, შემოგვიერთდეთ ამ თბილ და მნიშვნელოვან დღეს.დარწმუნებულები ვართ, რომ სიკეთე, რომელსაც ერთად გავცემთ, უამრავ ბავშვსა და ოჯახს გაუთბობს გულს და იმედს აჩუქებს. ❤️

          • 🎓 სასკოლო პრეზიდენტის არჩევნები ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 

          • 🎓 სასკოლო პრეზიდენტის არჩევნები ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 

            🔹წარმოგიდგენთ კანდიდატებს მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციაზე.

            ▫️თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ხედვა და საინტერესო იდეები.ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!

            ხმა მიეცით თქვენს რჩეულ კანდიდატს🚀

            #სკოლასხივი #სასკოლოარჩევნები#მოსწავლეთათვითმმართველობა

          • 🎓გილოცავთ ბოლო ზარს! 🔔🎉

          • ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, 🎓

            ✨დღეს განსაკუთრებული დღეა — სრულდება თქვენი სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. 📚💫

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივი  გილოცავთ სკოლის დამთავრებას! 🎉

            სკოლის დასრულება ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისია — ეს არის ახალი გზის, ახალი შესაძლებლობებისა და დიდი მიზნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ✨

            გვჯერა, რომ თქვენი ცოდნით, ენერგიითა და მიზანდასახულობით შეძლებთ ღირსეული ადგილი დაიკავოთ საზოგადოებაში  და მნიშვნელოვანი ცვლილებები შექმნათ მომავალში. 

            გისურვებთ წარმატებას , გამბედაობას , სიბრძნეს  და საკუთარი თავის რწმენას ✨

            დაე, თქვენი გზა ყოველთვის იყოს ნათელი , ბედნიერებით სავსე  სიყვარულითა და გამარჯვებებით. ❤️

            გილოცავთ სკოლის დამთავრებას! 🎓

            გილოცავთ ბოლო ზარს! 🔔🎉

                სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით, 💙ქართულ-გერმანული სკოლა სხივი  ❤️

          • 🌍 „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ — გზა უკეთესი მომავლისკენ

          • 🇬🇪🇩🇪 ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე — „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ 🌍✨

            კონფერენციაზე მე-10ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მდგრადი განვითარების 17 მიზანი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში 📚🌱

            განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
            🔹 სიღარიბის შემცირება
            🔹 ხარისხიანი განათლება
            🔹 გარემოს დაცვა
            🔹 კლიმატის ცვლილება
            🔹 გენდერული თანასწორობა

            მოსწავლეებმა საინტერესო მაგალითებით აჩვენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მიზანი ადამიანების კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის 🌎🤝💡

            კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მდგრადი განვითარება საერთო პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა ამ მიზნების განხორციელებაში 💚♻️

            დიდ მადლობას ვუხდით მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო, ინფორმაციული და შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის 👏✨
            მათ დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს მდგრადი განვითარების 17 მიზნის მნიშვნელობა 🌟

            მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლების, ცნობიერებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას უკეთესი მომავლის შექმნის გზაზე 🌍✨

            პედაგოგი: ნ. ცერცვაძე

          • 📚✨ ჰერმან მელვილის „მობი დიკის“ განხილვა მე-7 კლასებში

          • 📚🌊 მე-7ა და მე-7 ბ კლასში ჩატარდა ჰერმან მელვილის ნაწარმოების, „მობი დიკის“ განხილვა ინგლისური ენის მასწავლებლების, ნინო სინჯარაძის და შორენა შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. 👩‍🏫👩‍🏫მობი დიკის შესახებ დისკუსიის მოწყობის მთავარი მიზანი იყო ნაწარმოების იდეების, პერსონაჟების და ავტორის გზავნილის უკეთ გაანალიზება. 🐋📖

            მოსწავლეებმა დისკუსიის დროს განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა შურისძიება, აკვიატება და ადამიანის ბრძოლა ბუნებასთან. ⚓🌊 მათ ასევე შეაფასეს პერსონაჟების ქცევა და გადაწყვეტილებები. 🤔💬

            მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი. 🧠✨ ასევე, საკუთარი მოსაზრები გამოხატეს არგუმენტირებულად. 🗣️📚 მათ გაიაზრეს ისეთი საკითხები როგორიცაა ბედისწერა, თავისუფალი ნება და ადამიანის ბუნება. 🌍⚖️

            დისკუსია დაეხმარა მონაწილეებს რომ ნაწარმოების ღრმა მნიშვნელობაზე დაფიქრებულიყვნენ. 📚💭

          • 📚👨‍👩‍👧‍👦 ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს მშობელთა კრება-კონფერენცია

          • 👨‍👩‍👧‍👦 ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს I-XII კლასის მშობელთა კრება-კონფერენცია. შეხვედრის ფარგლებში მშობლები და პედაგოგები ერთად განიხილავენ სასწავლო პროცესს, მოსწავლეთა მიღწევებს, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.

            🤝 სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა თითოეული მოსწავლის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.

            მადლობა ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! 💙

          • 🗣 ილაპარაკე თავისუფლად! საჯარო გამოსვლის კონკურსი

          • 🎤 ლიტერატურის კლუბისა და დებატების კლუბის ინიციატივით ტარდება საჯარო გამოსვლის კონკურსი!

            თუ გიყვარს საუბარი, საკუთარი აზრის გამოხატვა და აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად გამოსვლა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

            🗣 თემა:„თავისუფლება — უფლება თუ პასუხისმგებლობა“

            📅 15 მაისი

            გელოდებით საინტერესო და შთამბეჭდავი გამოსვლებით!

            📌 კონკურსის შეფასების კრიტერიუმები გამოქვეყნებულია სკოლის საინფორმაციო დაფებზე.

          • 📢 მნიშვნელოვანი შეხსენება აბიტურიენტებისთვის!

          • ძვირფასო მოსწავლეებო, შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა იწურება! ⏳

            📌 რეგისტრაციის  აუცილებელია:
            💳 სარეგისტრაციო საფასურის გადახდა
            📅 ბოლო ვადა: 6 მაისი, 18:00 საათამდე
            ✔️ (მინიმუმ 1 საგნისთვის)

            ⚠️ გთხოვთ, ნუ გადადებთ ბოლო წუთამდე!

            წარმატებებს გისურვებთ ყველას! 💙📚

            დეტალები იხილეთ: 

            https://online.naec.ge/uee-reg/entrants/EntrantsLogin.aspx

          • 📢 ვაქვეყნებთ კრება-კონფერენციის განრიგს

          •  

            პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო !

            გაცნობებთ, რომ სკოლაში გაიმართება კრება-კონფერენცია, განრიგიც იხილეთ ქვემოთ 👇 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული განრიგი და დაესწროთ შეხვედრას.

            მადლობა თანამშრომლობისთვის 🙏