3 დეკემბერიდან შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივიში“ მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს VII-XII კლასელთა დიაგნოსტიკური ტესტირება.
ტესტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფი, მოხერხებული და სანდო ინსტრუმენტია მიღებული ცოდნის შესაფასებლად.
დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარების შედეგად ვადგენთ მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მიღწევებს და საჭიროებებს.
მისი შედეგების გაანალიზება გვეხმარება სასწავლო პროცესის მომდევნო ეტაპის დაგეგმვაში: მეთოდების, დავალებების და სასწავლო რესურსების სწორად შერჩევაში.