მეგობრებო, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის დამატებითი მომსახურებები, რასაც გთავაზობთ სკოლა-ლიცეუმი „სხივი“
მეგობრებო, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის დამატებითი მომსახურებები, რასაც გთავაზობთ სკოლა-ლიცეუმი „სხივი“
დამატებითი მომსახურებები, რასაც გთავაზობთ სკოლა-ლიცეუმი „სხივი“
მეგობრებო, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის დამატებითი მომსახურებები, რასაც გთავაზობთ სკოლა-ლიცეუმი „სხივი“
ევროპარლამენტის წევრი კლერ მუდი სკოლა-ლიცეუმ “სხივს" ესტუმრა
ვროპარლამენტის წევრი კლერ მუდი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი სკოლა-ლიცეუმ “სხივს” ესტუმრა.
5ვროპარლამენტის წევრი კლერ მუდი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი სკოლა-ლიცეუმ “სხივს” ესტუმრა.ევროპარლამენტარმა მედიასთან საუბრისას დაკავებულის სწრაფად გათავისუფლების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი საქმის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება:“მიხარია, რომ საშუალება მომეცა, გვესაუბრა შესანიშნავ საქმეზე, რომელსაც ეს სკოლა აკეთებს, განათლებას აძლევს ახალგაზრდებს საქართველოსა და ქართულ ტრადიციებზე. მაგრამ კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც აქ მოვედი, ბატონი ჩაბუქის საქმეა. ევროპარლამენტი ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს ამ საქმის მიმართ. გვინდა, ბატონი ჩაბუქი გათავისუფლდეს, ვიხილოთ საკუთარ ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მალე და განაგრძოს უდიდესი საქმიანობა, რასაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემის კუთხით აკეთებს”.
საქართველოს პირველ უმაღლეს სასწავლებელს 8 თებერვალს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა
მოგეხსენებათ, 2018-ი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საიუბილეო წელია, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ უმაღლეს სასწავლებელს 8 თებერვალს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგებმა, ნათია ჩუბინიძემ და ნათია ცერცვაძემ IX-X კლასელთათვის ექსკურსია მოაწყვეს.
1უნივერსიტეტი იუბილეს მოსწავლეთათვის საინტერესო პროგრამით შეხვდა, ბავშვებისთვის მოეწყო ლექცია, რომლის მეშვეობითაც ისინი სასწავლებლის დაარსების ისტორიას გაეცნეს და მიმოიხილეს ის მრავალფეროვანი პროგრამები, რომელთც თსუ დღეს მოსწავლეებს სთავაზობს.
მასპინძლებმა სტუმრებს საშუალება მისცეს, დაეთვალიერებინათ ვაჟა-ფშაველას ოთახი, სწორედ ის, რომელშიც დიდი მგოსანი გარდაიცვალა და ახლა მუზეუმ-კაბინეტს წარმოადგენს, ასევე აჩვენეს უნივერსიტეტის მუზეუმი, სადაც უამრავი საინტერესო ნივთია გამოფენილი, რომლებიც სასწავლებლის დაარსებასთანაა დაკავშირებული.
ბოლოს მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტის რექტორების, მეცნიერებისა და აკადემიკოსების; პეტრე მელიქიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ივანე ბერიტაშვილის, კორნელი კეკელიძის და სხვათა საფლავები, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტით, მისი ისტორიის გაცნობა და სწავლის მოტივაციის ამაღლება.
მობილური მოწყობილობების მომხმარებელთათვის
EduPage სკოლის ელექტრონული სისტემა
-
EduPage სკოლის ელექტრონული სისტემა
საერთაშორისოდაა აღიარებული და მსოფლიოს მასშტაბით 7000-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებაში გამოიყენება.... EduPage (EP) აადვილებს კომუნიკაციას სკოლასა და მშობელს, მოსწავლეს შორის. იძლევა ინფორმირებისა და აზრების გაზიარების, მოსწავლის ნიშნების, დისციპლინისა და დასწრების მდგომარეობის გაცნობის შესაძლებლობას. ქვემოთ შევეცდებით აგიხსნათ, როგორ უნდა ისარგებლოთ ამ სისტემით. -
როგორ ჩავტვირთოთ EP?
EP სისტემა იტვირთება Google play ან Apple store - დან; ძებნის ველში იწერება EduPage და იტვირთება აპლიკაცია. -
როგორ შევდივართ სისტემაში?
EP სისტემის ადმინისტრატორს მიეწოდება მოსწავლის მშობლის ელექტრონული ფოსტის მისამართი. ადმინისტრატორი თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნით მომხმარებლის სახელსა (user name) და პაროლს (password). EP სისტემის თავში, მწვანედ აღნიშნულ Login-ს დააწკაპებთ, გამოჩნდება ორი ცარიელი ველი, პირველში ჩაწერთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ მომხმარებლის სახელს, მეორეში კი-პაროლს; შემდეგ ისევ Login, დაელოდებით მესამე ცარიელი ველის გამოჩენას, რომელშიც პატარა ასოებით ჩაწერთ სკოლის სახელს - sxivi.3. საჭიროა თუ არა ყოველ ჯერზე პაროლის ჩაწერა? -
EP სისტემაში შესვლისას, ყოველ ჯერზე პაროლის ჩაწერის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ ტელეფონის შეცვლის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, თუ ასეთი საჭიროება გაჩნდა, სახელისა და პაროლის მოძებნა შეგიძლიათ თქვენს ელექტრონულ ფოსტაში ან შეგიძლიათ სკოლის ადმინისტრაციას ახალი პაროლი სთხოვოთ.
-
სიახლეების არქივი