• პირველი არხი | განათლების ეთერში „ტელესკოლა“ დაიწყო

          • პირველი არხი | განათლების ეთერში დღეიდან საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. ტელეგაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

            განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, დღეიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

            პირველი არხი | განათლება

             

            ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

            გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

            გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

          • მადლობის წერილი სკოლას 🥰

          •  

             მოგეხსენებათ, რომ ვირუსმა COVID-19 მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად შეცვალა, მათ შორის სასწავლო პროცესი. ვირუსის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა - შინ დარჩენა, ამიტომ ქართულ - გერმანული სკოლა „სხივი“ Onlaine სწავლების ფორმაზე გადავიდა.

            აღსანიშნავია, რომ Onlaine სწავლების ეფექტიანობისათვის, ასევე სკოლის თითოეული თანამშრომლის მოტივაციისთვის,მნიშვნელოვანია მშობელთა მხარდაჭერა, რაც ნათლად ჩანს, სწავლების პროცესში ჩართულობითა და კომენტარებში გამოხატული მადლიერებით!

             სკოლის დირექცია მადლობას უხდის, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, სწავლების პროცსში მობილიზებულად ჩართვისათვის.

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივი სწავლების ონლაინ ფორმაზე გადავიდა

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სწავლების ონლაინ ფორმაზე გადავიდა.სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველდღიურად აქტიურად მუშაობენ დისტანციური სწავლა-სწავლების თანამედროვე ფორმების დახვეწისა და დანერგვისათვის. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური, დროული ჩართულობისთვის.გისურვებთ ჯანმრთელობას !

          • მშობელთა საყურადღებოდ!

          • სკოლიდან აუცილებელი დოკუმენტაციის გამოთხოვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ  კლასის დამრიგებელს, რომელიც საქმის კურსში ჩააყენებს ადმინისტრაციას.

             

          • ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“  ორშაბათიდან გეგმავს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას

          • ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

            ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არდადეგების გახანგრძლივებას გამო, ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“  ორშაბათიდან გეგმავს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას.

            ჩვენ გამოვიყენებთ  არსებულ რესურსს, ელექტრონულ  ჟურნალ - Edupage-ს ,  ასევე დამხმარე ინტერაქტიულ საგანმანათლებლო აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ონლაინკომუნიკაციასა და უკუკავშირს.

               სხვადასხვა საგნის სწავლებისას აქტიურად გამოვიყენებთ, https://zoom.us/ https://www.gamestolearnenglish.com/  https://learningapps.org/ , Silk School  - საშინაო სკოლა https://www.ixl.com/ , https://www.geogebra.org/ -გრაფიკულ პროგრამას და სკოლის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს (პრეზენტაციებიტესტები- Edmodo. Com  Easy Quizzy და ა.შ  )

              თანმიმდევრული სასწავლო პროცესისა და აქტივობების უზრუნველსაყოფად, თითოეული მასწავლებლისა და კლასისთვის განისაზღვრა კონკრეტული გეგმა, სიხშირე და ხანგრძლივობა.

            ძვირფასო მშობლებო,   გთხოვთ  თქვენი ჩართულობით ხელი შეგვიწყოთ დისტანციური სწავლების დანერგვაში და ორშაბათიდან უზრუნველყოთ  მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და გაჯეტების (მობილური/ლეპტოპი/პერსონალური კომპიუტერი) ხელმისაწვდომობა.

            სხვა დეტალებსა და ორგანიზაციულ საკითხებს გაგაცნობთ კლასის დამრიგებელი.

            გისურვებთ ჯანმრთელობას !

          • ქართული ენის XIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო

          • განცხადება ‼️

            📢 გაცნობებთ რომ, ქართული ენის XIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო

             მოგესალმებით, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო.

             ოლიმპიადის ჩატარების თარიღსა და განრიგს დამატებით გაცნობებთ !

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გისურვებთ ჯანმრთელობას! 

          • დისტანციური სწავლების აქტივობაზე გადასვლა

          • ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო!

            გაცნობებთ, რომ გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგებიდან გამომდინარე , ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გეგმავს დისტანციური სწავლების აქტივობაზე გადასვლას. დამატებით ინფორმაციას უმოკლეს დროში  შეგატყობინებთ

            გისურვებთ ჯანმრთელობას !

          • 2019-2020 წლის მენიუ

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის  სასადილო მოსწავლეებს ყოველდღიურად უმასპინძლდება მრავალფეროვანი კერძებით.

          • გილოცავთ დედის დღეს!

          • ძვირფასო დედებო, გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობასა და გახარებას! 

          • „Spelling Bee“ I ტურის შედეგები

          • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივისა“ და პარტნიორი სკოლების ორგანიზებით ტარდება მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee“, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეშვიდედ გაიმართება.დღეს 27 თებერვალს თბილისის ორ სკოლაში ჩატარდა კონკურსის პირველი ტური, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები.ესენი არიან:კატეგორია IV-VI კლასი: ნია ჩხაიძე, სალომე მოსიაშვილი და შიო ბეგიაშვილი (186-ე საჯარო სკოლა). ნიკოლოზ თოდრია, ირაკლი მექვაბიშვილი, ლუკა გოჩიტიძე (ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“).VII-IX კლასი: თეკლა ჭკადუა, მარიამ მჭედლიშვილი, ნუცა სესიაშვილი (186-ე საჯარო სკოლა); თინათინ ჯაფარიძე, ელენე მცხვეთაძე და ჯალილ აგაჯანოვი (ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“).X-XII კლასი: ანანო ხუბლავა, მარიამ მეტრეველი, მარიამ მამულაშვილი (186-ე საჯარო სკოლა) და მაია კურბანოვა, დენის აფრიამაშვილი და დიმიტრი ნაკაშიძე (ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“).I ტური გაიმართა ასევე ქუთაისის, რუსთავისა და მარნეულის სკოლებში.შეგახსენებთ, ფინალური ტური გაიმართება 2020 წლის 6 მარტს 12.00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

          • რაგბისტები ,,სხივში"

          • დღეს ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ რაგბისტები ბექა წიკლაური და ვახო კავთიძე. მათ საინტერესოდ ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის და განათლების მნიშვნელობის შესახებ. მთავარ თემას რა თქმა უნდა რაგბი წარმოადგენდა. მოსწავლეებმა ბევრი შეკითხვა დაუსვეს სტუმრებს და მათთვის მეტად საინტერესო პასუხებიც მიიღეს. შეხვედრამ მეტად სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. სტუმრებმა უამრავი ავტოგრაფი დაარიგეს❤️🏈🏉

          • მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee“

          • მოსწავლეთა საყურადღებოდ!!!


            ქართულ-გერმსნული სკოლა  „სხივისდა პარტნიორი სკოლების ორგანიზებით ჩატარდება მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee“, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეშვიდედ გაიმართება.

            კონკურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლების პროცესის და ინგლისურის შესწავლისადმი მოტივაციის გაუმჯობესება. ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს გამოუმუშავდეთ უცხო სიტყვათა სწორად წერისა და წარმოთქმის უნარი.
            „Spelling Bee“ არის საგანმანათლებლო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  IV-XII კლასის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, ისინი განაწილდებიან სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
            I ჯგუფი- IV-VI კლასის მოსწავლეები;
            II ჯგუფი- VII-IX კლასის მოსწავლეები;
            III ჯგუფი-X-XII კლასის მოსწავლეები;
             

            კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა.

            ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში I, II და III ადგილზე გასული გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

            მონაწილე ბავშვებს გადაეცემათ სიგელები.
            კონკურსი იყოფა ორ ეტაპად:
            შიდასასკოლო ტური, გაიმართება ქართულ-გერმსნული სკოლა  „სხივში  2020 წლის 27 -სა და 28 თებერვალს  14:00 საათზე .

             

            განრიგი:

            27 თებერვალი 14:00 საათზე .

            I ჯგუფი- IV-VI კლასის მოსწავლეები;
            II ჯგუფი- VII-IX კლასის მოსწავლეები;

             

            28 თებერვალი 14:00 საათზე .

            III ჯგუფი-X-XII კლასის მოსწავლეები;

             

            ფინალური ტური კი ჩატარდება 2020 წლის 6 მარტს 12.00 საათზე ტრადიციულად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (საკონფერენციო დარბაზი).

          • სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება

          • ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო!

            გაცნობებთ, რომ, 15 იანვარს შპს ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ განახლდება სასწავლო პროცესი,.გისურვებთ 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის წარმატებულ დასაწყისს.