თვითიზოლაციის დღიურები
სიმართლე გითხრათ,როდესაც მასწავლებელმა გვირჩია გაგვეკეთებინა ჩვენი ჩანაწერები დისტანციურ სწავლებაზე, თავიდან არ მინდოდა მათი გაკეთება, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ღირს ამის დაწერა თუნდაც იმიტომ,,რომ დამრჩეს მოგონებები.
“ონლაინ გაკვეთიილების „დაწყებამდე ჩემი ოცნება იყო სახლში დავმჯდარიყავი, არაფერი მეკეთებენა, მეყურებინა ტელევიზორისთვის,დამეძიმა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოვისურვებდი და არავის შევეწუხებინე, მაგრამ ახლა ვხვდები, რამხელა ძალა ჰქონია სკოლაში სიარულს არა მარტო განათლების მხრივ, არამედ ურთიერთობის მხრივაც.უფრო მეტი მოტივაცია მქონდა, ავმდგარიყავი დილით ადრე და წავსულიყავი სკოლაში, რადგან ვიცოდი, რომ იქ დამხვდებოდნენ ჩემი თანაკლასელები, საყვარელი მასწავლებლები და ვიცოდი, რომ ყოველ დასვენებაზე გავერთობოდი. თუნდაც 5 წუთით იმ დივანზე დავმჯარიყავი,რომელიც სკოლის დერეფანში დგას.
ეს ყველაფერი იყო „კორონამდე“ , ახლა მიწევს სახლში ყოფნა და უბრალოდ არაფრის კეთება იმისთვის, რომ ქვეყანა “გადავარჩინო”. ნამდვილად მოულოდნელი შემოტრიალებაა ჩვენი ცხოვრებისა, ამას ხომ არავინ ველოდით.
გაგიმხელთ, რომ როცა გავიგე „ონლაინგაკვეთილები“ უნდა დაწყებულიყო, თავდაპირველად შემეშინდა,ვიფიქრე ,ვერ მივიღებდი ისეთივე ცოდნას, როგორსაც სკოლაში ვიღებდი, არ იქნებოდა ისეთი მყიდრო გარემო,როგორიც სკოლაში იყო, მაგრამ მალე დავინახე, რომ მასწავლებლები ძალას არ იშურებენ იმისთვის,რომ შეგვიქმნან ისეთივე გარემო, როგორიც საკლასო ოთახში გვქონდა და გვასწავლონ ისე, როგორც სკოლაში. ჩემი აზრით, დაუფასებელი არ უნდა დარჩეთ მათ ეს შრომა. დისტანციური სწავლება დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვის და არამარტო ჩემთვის.
კარგად მახსოვს ჩემი პორველი ონლაინგაკვეთილი,სათანადოდ მოვემზადე ,სპეციალურად ადრე ავდექი, ვჭამე..., ლამაზად ჩავიცვი,რომ კარგად გამოვჩენილოყავი კამერაში, მაგრამ წყალში ჩამეყარა ჩემი მონდომება, გაკვეთილის დაწყებამდე დენი წავიდა. ძალიან მეწყინა, რადგან მაინტერესებდა როგორი იქნებოდა პირველი დისტანციური გაკვეთილი, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე.
ძალიან კარგად დამამახსოვრდა ქართულის ერთ-ერთი საინტერესო გაკვეთილი
(ყველა საინტერესოა, მაგრამ ეს გამორჩეული იყო მაინც). მასწავლებელმა დაგვავალა ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა” წაგვეკითხა, რა თქმა უნდა, ბოლომდე წავიკითხე,რადგან სწავლას მონატრებული ვიყავი, შემდეგ ყოველ გაკვეთილზე ცალ-ცალკე ვარჩევდთ თავებს. ისე გავიარეთ თითოეული თავი,რომ არა მგონია, ვინმესთვის გაუგებარი ყოფილიყო რამე. ვფიქრობ, ასე დეტალურად სკოლაშიც ვერ ვისწავლიდით. როდესაც უკვე გავიაზრეთ მოთხრობა, დადგა დისკუსიის დროც. თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული აზრი გვქონდა,ზოგი ვეთანხმებოდით ერთმანეთს,ზოგი - არა. გავეცანით თითოეულის პოზიციას, ვნახეთ ფილმი, გავეცანით კრიტიკოსთა აზრს და შევიტყვეთ კიდევ ბევრი ახალი რამ.
სიმართლე გითხრათ, ვერ წარმივიდგენდი,რომ დისტანციურად დისკუსიის ჩატარებასაც კი შევძლებდით.. საბოლოოდ, ისე ჩავერთეთ კამათში,რომ მასწავლებელს აღარც ვუსმენდით და ჩვენსას ვაგრძელებდით, გაგიმხელთ იმასაც,რომ ბიჭების ხმამ გოგონების ხმას აჯობა, ემოციები არ ცხრებოდა..., ბოლოს, მასწავლებელმა ბიჭები გააფრთხილა, რომ მიკროფონებს გამოურთავდა, თუმცა საამისოდ ისინი მაინც არ გაიმეტა.. სამწუხაროდ,ცხარე კამათი ზუმის დროის ფორმატმა შეწყვიტა...
ვიცი, გასახსენებელი კიდევ ბევრი იქნება , კომიკურიც, საინტერესოც, მაგრამ, ერთად ყოფნის სიამოვნებას მაინც არაფერი სჯობს,-ამას ახლა უფრო მეტად ვხვდები...
.... მენატრება ჩემი სკოლა....მეგობრები..მასწავლებლები..
....მენატრება.გაკვეთილებს შორის დასვენება...
...მენატრება სკოლის ზარი.
....უბრალოდ , ერთად ყოფნა მენატრება!!!
მოკლე ამონარიდი დღიურიდან
დიახ, დიახ,- ვიცი, რომ ეს ყველაფერი ნოემბერში დაიწყო, ჩინეთში, მაგრამ მოდით ,ვაღაროთ, როდესაც 31 დეკემბერს 23:59-ზე ახალი წლის დადგომას ნაძვის ხესთან, ბარსა თუ რესტორანში ვიყავით საყვარელი ადამიანების გარემოცვაში , ვოცნებობდით და ვიმედოვნებდით, 2020 წელი ყველაზე გამორჩეული იქნებოდა და ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ რა გველოდა წინ.
ყველაფერი მშვიდად იყო. სკოლაში დავდიოდით, ვერთობოდით, მოგონებებს ვქმნიდით, ვსწავლობდით, მაგრამ ვირუსმა, რომელმაც მოახერხა მთელს მშოფლიოში გაბატონება ყველაფერი შეცვალა. დაიხურა ქარხნები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, სამსახურები. ხალხი ერთმანეთს ვერ უახლოვდება, საყვარელ ადამიანს ვერ ეხვევა და ეალერსება. ყველანი სახლში ვართ გამოკეტილნი.
გავიდა ორი კვირა. ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრით და საგანგებო სიტუაციის გამო, სწავლა-განათლებას, მუშაობას, ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვას ვირტუალური სამყაროდან ვახერხებთ. საკმაოდ რთულია ცოცხალი კონტაქტიდან უეცრად “online” რეჟიმში გადასვლა. არ გაქვს საშუალება ადამიანს პირისპირ რეალურად დაველაპარაკოთ, მაგრამ ადრე თუ გვიან, დავძლ იეთ ეს სირთულე. ქვეყნის კეთილდღეობისთვის და, ზოგადად, კაცობრიობისთვის უნდა დავთმოთ ჩვენი თავისუფლება, რათა აღმოვფხვრათ პანდემია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები დავიცვათ.
სიმართლე გითხრათ ,თავიდან მეგონა, ვერ ვიგრძნობდი თავს ისე,როგორც საკლასო ოთახში, მაგრამ მასწავლებლებმა შეძლეს და აზრი შემავცლევინეს. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ეს გაკვეთილები ყოველმხრივ მრავალფეროვანი და უაღრესად საინტერესო გახადონ. შეიძლება, სამზარეულოში ვიჯდე და ვჭამდე ან ჩემს საძინებელში საწოლზე ვიწვე, მაგრამ მათ მიერ მომზადებული მასალა არ მაძლევს საშუალებას დავდუმდე, პირიქით, ,,ინტერესის გრძნობას მიჩენს, საკუთარი აზრის გამოთქმის სურვლის და უფრო დიდ რაღაცაში მონაწილეობის წადილს.
ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სკოლაში არ ვყოფილვარ.მართალია, იმ ადამიანების უმეტესობასთან მაქვს კავშირი, რომლებსაც კვირაში ხუთჯერ ვნახულობდი და მათთან ერთად დროს ვატარებდი, მაგრამ ის გარემო, სადაც მე და ჩემი მეგობრები ერთად ვიყავით, ვმხიარულობდით და ვგეგმავდით ჩვენს მომავალს ძალიან მენატრება.
თურმე“ ცუდსაც“ აქვს დადებითი მხარე და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ ვირუსმა ხალხი გააერთიანა, ასწავლა ჯანსაღი ცხოვრების სტილი, დააფრიქრა იმაზე, თუ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით როგორ ვკლავთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესს- დედამიწას.
ქარხნებისა და ფაბრიკების დროებითმა დახურვამ, მანქანით მოძრაობის აკრძალვამ საშუალება მისცა ჩვენს პლანეტას ამოესუნთქა.
....საფიქრებელია, კორონა - ვირუსი გამაღვიძებელი ზარი ხომ არ არის კაცობრიობისთვის, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენს გადამრჩენელზე,(დედამიწაზე), ზრუნვა, რადგან სხვა არავინ დაგვეხმარება.