• სკოლა-ლიცეუმ ,,სხივსა“ და გერმანიის ქალაქ შტუტგარდის სკოლა ,,ბილ შულენს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი

          • სასიამოვნო სიახლე ჩვენს სკოლაში, რომელიც ყველას დაგაინტერესებთ📣📣📣

             სკოლა-ლიცეუმ ,,სხივსა“ და გერმანიის ქალაქ შტუტგარდის სკოლა ,,ბილ შულენს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი🎉🎉

            5-9 თებერვალს ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ დირექტორი ქალბატონი ეკა ჩიქობავა, ქ. რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი მარეხ ყანჩაველი, ქ. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი ლალი სალდაძე და განათლების თემაზე მომუშავე ექსპერტები, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ შტუტგარდში.ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა, ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს.მემორანდუმის მიზანია სკოლებს შორის ურთიერთანამშრომლობა, მოსწავლეებში აღმზრდელობითი და შემეცნებითი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და ამასთანავე, სკოლების მიერ ერთმანეთისათვის სასწავლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე გამოცდილების გაზიარება. სკოლები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. ხელს შეუწყობენ ერთმანეთის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობას;ასევე შედგა შეხვედრები გერმანიის საჯარო სკოლების ექსპერტებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და დაისახა სამომავლო გეგმები.ვიზიტი დასრულდა ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებით.

          • ,,სხიველები" გილოცავენ დედის დღეს!

          • სკოლა-ლიცეუმი „სხივი“ გილოცავთ დედის დღეს! ❤️ბედნიერ დედობას გისურვებთ ყველას❤️მოვუსმინოთ ჩვენი შვილების გულწრფელ ხმას და ძალა არ დავიშუროთ რომ უკეთესი და ნათელი მომავალი ჰქონდეთ.გზავნილი მსოფლიოში საუკეთესო და უსაყვარლეს დედებს შვილებისაგან❤️❤️❤️

          • ფოტოკონკურსი - გაიცანი ჩემი სკოლა

          • ფოტოკონკურსი-გაიცანი ჩემი სკოლა 🎥🎥

            #გაიცანიჩემისკოლა კონკურსის მთავარი მიზანია: მნახველს დარჩეს შთაბრჭდილება, ჩვენი სკოლის მეგობრული და საინტერესო გარემოს შესახებ.კრიტერიუმები:* ნამუშევარი უნდა ასახავდეს მოსწავლის თვალით დანახულ სკოლის ერთ დღეს.* ორიგინალური იდეა, საინტერესო ხედებითა და რაკურსით.* ფოტო შეიძლება იყოს გადაღებული ფოტოაპარატით, ასევე მობილური ტელეფონით.* კონკურსანტი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ფოტოს, რომელსაც დაურთავს სახელს, გვარს და კლასს. * ფოტო უნდა გამოიგზავნოს 28 მარტამდე , მისამართზე: gaicanichemiskola@gmail.com რომელიც გამოქვეყნდება სკოლის სოციალურ ქსელში. გამარჯვებული მოსწავლეები ( პირველი, მეორე, მესამე ადგილები და ასევე ჟიურის რჩეული ) გამოვლინდება მოწონების ( 👍 ლაიქების) რაოდენობის მიხედვით .გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან 20 აპრილს და დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.🏆🏆🏆🏆

            გისურვებთ წარმატებებს!

          • საზეიმო შეხვედრა ჩემპიონთან

          • როგორც თქვენთვის ცნობილია  სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში“ ფუნქციონირებს ტაეკვანდოს წრე. ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლემ დავით ჯაფაროვმა (მწვრთნელი ლევან წარეტაშვილი) მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ტაეკვანდოს საერთაშორისო ტურნირში და იქიდან გამარჯვებული დაბრუნდა
            თავის წონით კატეგორიაში ის აბსოლიტური ჩემპიონი გახდა და ყველაზე მეტი ოქროს მედლით ჩემპიონატის თასის მფლობელი გახდა!!! სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს დავითს და მის მწვრთნელს ამ წარმატებას.

            მიმდინარე წლის 15-17 თებერვალს ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს ტაიკვანდოში, სადაც ლატვიელ, უკრაინელ, ბელორუს, ავღანელ, უზბეკ, რუს, ინგლისელ და პოლონელ სპორტსმენებთან ერთად 4 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა (ხელმძღვანელი ლევან წარეტაშვილი).
            ქართველ სპორტსმენებს შორის იყო სკოლა-ლიცეუმსხივის“ VIII კლასის მოსწავლე დავით ჯაფაროვი. მან წარმატებულად იასპარეზა 13-14 წლის მოზარდების 60 კგ წონით კატეგორიაში და აჩვენა შემდეგი შედეგი: 10-7 გიპი
            სპეც.ტექნიკა  
            თული
            გამძლეობის ტესტი
            სისწრაფის ტესტი 
            სპარინგი
            5 შესაძლებლობიდან 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. მიღწეული წარმატებისათვის ახალბედა სპორტსმენს გადაეცა ტურნირის თასი

          • მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee“

          • მოსწავლეების საყურადღებოდ!!! 

            სულ მალე სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ორგანიზებით ჩატარდება მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee“, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეექვსედ გაიმართება. კონკურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლების პროცესის და ინგლისურის შესწავლისადმი მოტივაციის გაუმჯობესება. ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს გამოუმუშავდეთ უცხო სიტყვათა სწორად წერისა და წარმოთქმის უნარი.„Spelling Bee“ არის საგანმანათლებლო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ IV-XII კლასის მოსწავლეები, ისინი განაწილდებიან სამ ასაკობრივ კატეგორიაში:I ჯგუფი- IV-VI კლასის მოსწავლეები;II ჯგუფი- VII-IX კლასის მოსწავლეები;III ჯგუფი-X-XII კლასის მოსწავლეები;ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით: I ადგილი: მინი ტაბლეტიII ადგილი: ვაიფაი ბლუთუზ ყურსასმენიIII ადგილი: სასაჩუქრე ჩანთა კონკურსი იყოფა ორ ეტაპად: შიდასასკოლო ტური, რომელიც გაიმართება 2019 წლის 15 თებერვალს სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ და ჩვენს პარტნიორ სკოლებში: ქუთაისი - ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი - შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეული - დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.ფინალური ტური კი ჩატარდება 2019 წლის 6 მარტს 13.00 საათზე ტრადიციულად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (საკონფერენციო დარბაზი).

          • 21 იანვარს შპს სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ განახლდება სასწავლო პროცესი

          • ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო!გაცნობებთ, რომ ორშაბათს, 21 იანვარს შპს სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ განახლდება სასწავლო პროცესი, რისთვისაც საგულდაგულოდ მოვემზადეთ: ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.გისურვებთ ჯანმრთელობას და 2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრის წარმატებულ დასაწყისს

             

          • თუ გაქვთ სურვილი იყოთ ჩვენს გვერდით, აკეთოთ სიკეთე და გააბედნიეროთ ადამიანები, შემოგვიერთდით !

          • შპს სკოლა-ლიცეუმი „სხივი“ ტრადიციულად აგრძელებს საქველმოქმედო აქციებს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად. 26 დეკემბერს 11 საათზე, სკოლის ადმინისტრაციისა და თვითმართველობის ინიციატივით , ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,კარიტასის“ მხარდაჭერითა და პარტნიორობით სკოლა მოაწყობს საახალწლო -საქველმოქმედო გამოფენას სლოგანით: ”აკეთე სიკეთე”, რომელშიც სკოლის მთელი საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას. სკოლის ფოიეში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული. დაიდგმება ყუთი თბილი ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთების შესაგროვებლად.

              გამოფენას განსაკუთრებული ელფერს შესძენს საშობაო- საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება  11 :00  - 14:00 სთ   პერიოდში.

            გთხოვთ მობრძანდეთ და მხარი დაგვიჭიროთ ამ კეთილშობილურ საქმეში !

          • შემოდგომის გაცილება

          • სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ საბავშვო ბაღმა 26 -დან 30 ნოემბრის ჩათვლით საშემოდგომო კვირეული სახელწოდებით: „შემოდგომის გაცილება“ აღნიშნა.სკოლის ფოიეში მოეწყო გამოფენა. წარმოდგენილი იყო ბაღის აღსაზრდელთა მიერ შემოდგომის თემაზე შესრულებული ნამუშევრები შერეული ტექნიკით და მასალით.კვირეულის დასასრულს დასკვნითი ღონისძიება მოეწყო ფოიეში. ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს შემოდგომაზე და იცეკვეს. დამსწრე საზოგადოება და დამთვალილერებელი ნასიამოვნები და კმაყოფილი დარჩა

          • პლასტიკური ცვლა მცენარეებში ფოტოსინთეზის მაგალითზე

          • 7 დეკემბერს შპს. სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის თამარ ვალიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაო, რომლის მიზანი იყო პლასტიკური ცვლა მცენარეებში ფოტოსინთეზის მაგალითზე. კერძოდ, მცენარის ფოთოლში აღმოაჩინეს ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი რთული ორგანული ნივთიერება გლუკოზა.მოსწავლეებმა დაკვირვების შედეგად გამოიტანეს დასკვნები და იმსჯელეს მოცემულ თემაზე. მცენარეულ უჯრედებში მათ ასევე აღმოაჩინეს სახამებელი და ცილა.

          • IBSU-ს დაუბრუნდა პირველკურსელთა მიღების უფლება

          • http://netgazeti.ge/news/327023/?fbclid=IwAR2aKnyOV0O-nVHsRNDeuhzGrqMOM2koyA1fW18dvVU57cOLMUMVDXnoKIU

             

            განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ შავ ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგინა. საბჭოს სხდომა დღეს, 8 დეკემბერს ჩატარდა.

            როგორც IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შეზღუდვის მოხსნასთან ერთად საბჭომ უნივერსიტეტს კვოტაც გაუზარდა, 3 500 სტუდენტამდე.

          • შეხვედრა პროფესორ მაია ხერხეულიძესთან

          • 6 დეკემბერს შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში“ ჩატარდა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ მაია ხერხეულიძესთან. ქალბატონმა მაიამ ისაუბრა თემაზე - "ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია". შეხვედრა, რომელსაც  ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

          • ჩვენი სკოლის მოსწავლე რაულ ხუჭუა , პირველი არხის მეგა-შოუში "ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი ?!"

          • ჩვენი სკოლის მოსწავლე რაულ ხუჭუა , პირველი არხის მეგა-შოუში, "ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი ?!" 

            მეგა-შოუ ამერიკული კომპანია Metro Goldwyn Mayer-ის პროექტია, რომელიც დღემდე მსოფლიოს 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.

            შოუში მონაწილე მეექვსე კლასელები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ.

            შპს სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი“ წარმატებებს უსურვებს რაულს!

          • დიაგნოსტიკური ტესტირება VII-XII კლასებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით

          • 3  დეკემბერიდან შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივიში“ მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს  VII-XII კლასელთა დიაგნოსტიკური ტესტირება.  

            ტესტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფი, მოხერხებული და სანდო ინსტრუმენტია მიღებული ცოდნის შესაფასებლად.

            დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარების შედეგად ვადგენთ მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მიღწევებს და საჭიროებებს.

            მისი შედეგების გაანალიზება გვეხმარება სასწავლო პროცესის მომდევნო ეტაპის დაგეგმვაში: მეთოდების, დავალებების და სასწავლო რესურსების სწორად შერჩევაში.

             

          • ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია

          • შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში“ ჩატარდება შეხვედრა პროფესორ მაია ხერხეულიძესთან.თემის სათაური - "ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია".მომხსენებელი: მაია ხერხეულიძე, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი.შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.ჩატარების დრო - 06 დეკემბერი - 13:30 სთ.

          • სანიტარული დღე ,,სხივში"

          • ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს  შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში" ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია,  სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.

            აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

            ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს  შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში" ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია,  სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.

            აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

          • „ვისწავლოთ წელიწადის დროები, თვეები და კვირის დღეები“

          • III ბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი გერმანულ ენაში „ვისწავლოთ წელიწადის დროები, თვეები და კვირის დღეები“ (პედაგოგი თინა ტეტელოშვილი). ბავშვებმა დახატეს საყვარელი წელიწადის დროები და წარმოადგინეს მშვენიერი ნახატები. მათ ასევე დიდი სიამოვნებით და ხალისით შექმნეს წლის კალენდარი

          • „ლეგენდა პოეტზე“

          • 2018 წლის 19 ნოემბერს სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ ჩატარდა პოეზიის დილა - „ლეგენდა პოეტზე“, რომელიც მიეძღვნა გენიალური ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის 127-ე წლისთავს.მეათე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ლია მამულაშვილი) წაიკითხეს პოეტის ლექსები, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, გაიხსენეს ბიოგრაფია და და დღიურები. მოსწავლეებმა და მონაწილეებმა ასევე გაიხსენეს მოგონებები დიდ პოეტზე, მოისმინეს გალკტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, აუდიო და ვიდეო მასალა, სხვადასხვა მსახიობის მიერ წაკითხული ლექსები, ზოგიერთმა მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი ჩანახატი, პროექტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები. პოეზიის დილამ ჩაიარა სასიამოვნო და საინტერესო გარემოში.

          • ბარაქიანი და ოქროსფერი შემოდგომა I ა კლასში

          •  

            დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს მასწავლებლებმა პირველკლასელებს. მოსწავლეებმა შემოდგომის დღესასწაული აღნიშნეს. მოაწყვეს შემოდგომის კუთხე. ქარვისფერი, ლალისფერი, ცეცხლისფერი ფოთლებითა და შემოდგომის ბარაქით გაწყობილ საკლასო ოთახს, რომლის ავტორები იყვნენ ეკა ლომთათიძე და ეკა ჯანაშია, აღტაცებაში მოჰყავდა დიდ-პატარა. საოცარი სურნელით იწონებდნენ თავს კომში, ვაშლი, კარალიოკი, ბანანი, კივი თუ ბროწეული. გოდრები და კალათები სავსე იყო თხილით, კაკლითა და წაბლით. მუცელგაბერილი გოგრები ამაყად წაწოლილიყვნენ ურემთან. ურემი სიმინდით სავსე კალათებითა და ყურძნის მტევნებით იყო დატვირთული. შემოდგომას უმღეროდნენ პატარები. ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. ქართულ ლექსებს ქართული და ინგლისური სიმღერები ცვლიდა, პედაგოგები: ანი კოტრიკაძე და ეკა აზმაიფარაშვილი. პატარების მშობლებმა სახლში მოამზადებინეს თავიანთ შვილებს ძაფზე აცმული კაკლის ლებნები. ყველაზე მხიარული და შთამბეჭდავი იყო შემოდგომისათვის დამახასიათებელი ყველასათვის საყვარელი ჩურჩხელების ამოვლება. თავს იწონებდნენ ხარიხაზე ჩურჩხელები თავიანთი შემქმნელების სახელებით. ბოლოს კი ხილი, თათარა და ჩურჩხელები დააგემოვნეს.