• 🏆 ჩვენი სკოლის მოსწავლე მსოფლიო პირველობაზე!

          • საქართველოს კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე კადეტთა შორის 108 ქართველი ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორისაა ჩვენი სკოლის მოსწავლე  ნიკა წულაია 

            წარმატებები ნიკას !

             

          • გილოცავთ სტუდენტობას !

          • ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სტუდენტობას!

            მინდა გითხრათ, რომ  თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო ეტაპი წარმატებით დაასრულეთ და არანაკლებ საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადახვედით.

            მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სტუდენტობითა და სწორი პროფესიული არჩევანით გეამაყოთ. გეპოვოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და აკეთეთ ის საქმე, რომელიც ძალიან გეყვარებათ.

            მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ლაღი, ენერგიული და წარმატებული იქნება.

            გვეამაყებით, რადგან განაგრძობთ ჩვენი სკოლის სახელით ასპარეზობას საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

            ⭐️ დ.ნაკაშიძე 👉 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-70%

            ⭐️ს.მეფარიშვილი ( ორგზის სტუდენტი 😊 ) 👉 ლიტუა ელ სისი საერთაშორისო უნივერსიტეტი და IBSU  -70%

            ⭐️დ.აფრიამაშვილი 👉 IBSU -70%

            ⭐️ი.ჭანტურიძე 👉თსუ-70%

            ⭐️ა.ჭიჭინაძე 👉 კავკასიის უნივერსიტეტი -50%

            ⭐️ლ.ბილანიშვილი 👉 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-50%

            ⭐️მ.ლაბაური 👉 IBSU - 50%

            ⭐️თ.მესხი 👉 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი- 50%

            ⭐️თ.მენთეშაშვილი 👉 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-50%

            ⭐️რ.ე.ასლან 👉 IBSU-50%

            ⭐️ლ.ბადაგაძე 👉 IBSU-50%

            ⭐️ე.მაილოვი 👉 კავკასიის უნივერსიტეტი           

            ⭐️ნ.ავალიანი 👉 კავკასიის უნივერსიტეტი

            ⭐️ჰ. ე, შიშქო 👉 ყირგიზეთი- სამედიცინო უნივერსიტეტი         

            ⭐️ს. ბ. ჩაქმაქ 👉  ყირგიზეთი- სამედიცინო უნივერსიტეტი

            ⭐️დ.დოქმენ 👉 იტალია- სამედიცინო უნივერსიტეტი

            ⭐️მ.კურბანოვი 👉 GIPA     

            ⭐️ნ.დვალიძე 👉  ევროპული უნივერსიტეტი       

            გილოცავთ კიდვ ერთხელ!  👏👏👏👏👏

          • 📌 იგავით თქმული სიბრძნე

          • 14 ივნისს მე- 3 ბ კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელი: მ.მატუაშვილი, წარმოადგინეს ღონისძიება-სპექტაკლი ,, იგავით თქმული სიბრძნე’’.  მოსწავლეებმა ემოციებით და არტისტიზმით წარმოადგინეს იგავები,   გააცოცხლეს სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე -სიცრუისა“იგავ-არაკების პერსონაჟები.  ბავშვების ემოციურმა თამაშმა საიამოვნო გავლენა მოახდინა მაყურებელზე. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის აკომპანიმენტით შეასრულეს შესწავლილი სიმღრები.

             

          • 📌 მხიარული ვიქტორინა _ „ყველაზე ჭკვიანი“

          • ასე მხიარულად შეაჯამეს II ბ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი.

            პედაგოგმა, თათია გურგენიძემ მოაწყო მხიარული ვიქტორინა _ „ყველაზე ჭკვიანი“. მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ჯგუფურ თამაშში, სიხარულით ირჩევდნენ და პასუხობდნენ მათთვის მოცემულ კითხვათა კატეგორიებს. ვიქტორინა სანახაობრივად გაამდიდრა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა საცეკვაო და სასიმღერო ნომრებმა. მხიარული დღის დასასრულს მათ გადაეცათ წამახალისებელი სერტიფიქატები, დღემ მათთვის დასამახსოვრებლად ჩაიარა.

            ვულოცავ ყველა მოსწავლეს სწავლის შემდგომ საფეხურზე გადასვლას.

          • 🔷II ა კლასის მოსწავლეების შემეცნებითი, მხიარული ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში

          • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ II ა კლასის მოსწავლეების შემეცნებითი, მხიარული ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში..

            ექსკურსიის მიზანი იყო თვალსაწიერის გაფართოება, სოციალური უნარების განვითარება, ერთმანეთთან დაახლოება და სასწავლო წლის ბოლო დღის ერთად და შინაარსიანად გატარება იყო.

            მეორეკლასელებმა მოისმინეს მოკლე ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის დაარსებისა და იმ განსაკუთრებული მცენარეების შესახებ, რომლებიც ხარობენ ბოტანიკურ ბაღში, დაათვალიერეს იაპონური ბაღი, გაისეირნეს კვიპაროსების ხეივანში. ექსკურსიის ბოილოს , მოაწყვეს პიკნიკი, ერთად ითამაშეს , გაერთნენ ჩანჩქერთან.

            სასიამოვნოდ და ხალისიანად გაატარეს დღე.

            კლასის ხელმძღვანელი — ბ. მოლაშხია

          • 🔸🔶ძველი თბილისი და ფიროსმანი

          • მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ც. კობერიძე) ღონისძიება-სპექტაკლი ,, ძველი თბილისი და ფიროსმანი’’.

             მესამეკლასელებმა გააცოცხლეს ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი სახეები. განსაკუთრებული ემოციებით და არტისტიზმით წარმოადგინეს ჩვენი გენიალური მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.  ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და მაყურებელზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.

          • 🔷🔹 მე-2 ა კლასის მოსწავლეები სოციალურ საწარმო კოდალაში

          • 16 ივნისს მე-2 ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურ საწარმო „კოდალას“, რომელიც ამზადებს ეკომეგობრულ სათამაშოებს. მეორეკლასელებმა თვითონ დაამზადეს სასურველი სათამაშოები — რობოტები, ბალერინები და ყვავილები, ისიამოვნეს, გაერთნენ და კმაყოფილებმა სათამაშოები თან წამოიღეს.

            კლასის ხელმძღვანელი: ბ. მოლაშხია

          • 🔸🔶მე-3 ა კლასი შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსში

          • 18 ივნისს, მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ ც, კობერიძესთან და მშობლებთან ერთად მოინახულეს შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი.

            ექსკურსიის შემდეგ ბავშვები გაერთნენ სხვადასხვა აქტივობებით და თამაშებით. დიდი მადლობა მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ ლამაზი დღის შთაბეჭდილებები დაუვიწყარი იქნება ბავშვებისთვის.

          • 🔹🔷II ბ კლასის შემეცნებითი ექსკურსია ვარიანში

          • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ II ბ კლასის შემეცნებითი ექსკურსია ვარიანში - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში.
            მოსწავლეებისთვის დღემ საინტერესოდ ჩაიარა: მათ გიდის საშუალებით მოინახულეს მუზუმში არსებული ექსპონატები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, გაეცნენ მათ ისტორიასა და მნიშვნვნელობას. დღის ბოლოს კი მოაწყვეს პიკნიკი და სხვადასხვა მხიარული აქტივობებით შეაჯამეს დღე.
            პედაგოგი: თ.გურგენიძე

             

          • 📌IV კლასი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში

          • ექსკურსია ყოველთვის იყო, არის და იქნება მოსწავლეებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი აქტივობა, რომელიც არა მარტო თვალსაწიერის გაფართოების, არამედ ინფორმაციის აღქმის, ანალიზისა და სხვადასხვა სახით წარმოდგენის, შესასწავლი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრის, სოციალური და თანამშრომლობითი უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა. სწორედ ამიტომ, 

            12 ივნისს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, გერმანულის მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად   სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს. ბავშვებმა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ნახეს, მოილოცეს შიო მღვიმის მონასტერი და სასიამოვნოდ განიტვირთნენ. 

            #ლიტერატურა

            #ბიოგრაფია

            #ისტორია

            #ხუროთმოძღვრება

            #ხელოვნება

            #მხარეთმცოდნეობა

            დამრიგებელი: ლელა ხათრიძე 

          • 📌VII კლასის ექსკურსია დმანისში, ბოლნისის სიონსა და სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმში

          • ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ VIII (ა) კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან, შორენა ჯავახიშვილთან და მშობლებთან ერთად ეწვივნენ დმანისის მუნიციპალიტეტს. საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამაში შედიოდა შემდეგი ადგილების მონახულება: ბოლნისის სიონი; წმინდა პეტრე – პავლეს ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი; დმანისის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი.

            ბოლნისის სიონი არის V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკა ქალაქ ბოლნისში. იგი, ისევე როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით — მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.ბოლნისის სიონს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

            წმინდა პეტრე – პავლეს ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი აგებულია კვარცხლბეკივით ამაღლებულ ელიას მთაზე, ზღვის დონიდან 820 მეტრზე.აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ყოფილა. ბოლნისელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთევით, ნატაძრალზე აიგო მოციქულების სახელზე ტაძარი და აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი.

            ბოლნისიდან სულ რაღაც 85 კილომეტრის დაშორებით განფენილი მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, დროისა და უნიკალური აღმოჩენების კაფსულაა, სადაც იცვლება კაცობრიობის ისტორია და პირვანდელი მოსაზრებები ადამიანის ევოლუციისა და ჰომინინების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ. დმანისის არქეოლოგიურ ფენებში დაფიქსირებული ყველაზე ძველი ეპოქა ქვის ხანის პერიოდია. აქ აღმოჩენილი ჰომინინებისა და ცხოველთა განმარხებული ნაშთები და ქვის იარაღები 1.8 მილიონი წლით თარიღდება. არსად მსოფლიოში, აფრიკაშიც კი არ არის აღმოჩენილი ასეთი მრავალფეროვანი, ამ ასაკის კოლექცია, თანაც ერთი არქეოლოგიური კონტექსტიდან. დმანისის აღმოჩენებმა, ადამიანის გარეგნობისა თუ მისი ცხოვრების წესის გარდა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი სურათის წარმოდგენის საშუალება მისცა მეცნიერებს. დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ხანშიშესული ინდივიდის ქვედა ყბის ანალიზით დადგინდა, რომ ის 40 წლის იყო, ყველა კბილი დაკარგული ჰქონდა, აღარ შეეძლო თავის მოვლა და საკვების მიღება. როგორც ჩანს, მას ტომის სხვა წევრები უვლიდნენ, საკვების მიღებაში ეხმარებოდნენ და აქ მივდივართ უჩვეულო, ემოციურ დასკვნამდე, რომ მილიონი წლის წინ, ადამიანს უკვე გააჩნდა თანაგრძნობისა და ზრუნვის უანრი. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი; გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი ადამიანების სხეულის ნაწილები. მეცნიერებმა ამ სხეულის ნაწილებისაგან გამოსახულება აღადგინეს და მიიღეს მამაკაცისა და ქალის სურათი. მათ სახელებიც კი შეურჩიეს: ზეზვა და მზია.

            სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს სოფელ ტანძიაში, იგი არის ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი. დაარსდა საბაობის მესამე დღესასწაულზე. მუზეუმში დაცულია 300-მდე ექსპონანტი, მათ შორის 28 ფერწერული ნამუშევარი, 25 – გრაფიკული ნამუშევარი, 9 – სკულპტურა, 2 – არქეოლოგიური ექსპონანტი, 11 – დოკუმენტი, 59 – ფოტო, 147 – სამეცნიერო დამხმარე ლიტერატურა და სხვ.

            ექსკურსიის მიზანი ქართული ეთნოგრაფიული ყოფის დიდი ისტორიის გაცნობა გახლდათ. ექსკურსია ხალისიანი, საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

          • 📌რიცხვთა სამყაროში

          • ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში’’ 10 ივნისს ჩატარდა კონფერენცია მათემატიკაში შორენა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. რადგან მეოთხე კლასის ძირითად სასწავლო მასალას წარმოადგენს ნატურალური რიცხვები, ამიტომ კონფერენციის სახელწოდებაც იყო ,,რიცხვთა სამყაროში’’. მოსწავლეები ამ თემის ირგვლივ გაკეთებული პრეზენტაციებით წარდგნენ მსმენელების წინაშე. მათ თვალი გადაავლეს მათემატიკის ისტორიას,ხაზი გაესვა მათემატიკის უმნიშვნელოვანეს როლს ბევრი სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემის გადაწყვეტისათვის. მოიძიეს ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა გამოთვლების გამარტივება და როგორ მოვედით აბაკიდან მიკროკალკულატორამდე. დაისვა საყოველთაოდ ცნობილი კითხვა: რიცხვი თუ ციფრი? მოვისმინეთ ციფრი (თუ რიცხვი?) შვიდთან დაკავშირებული საინტერესო ამბები: როგორ შეიქმნა მუსიკის შვიდი ნოტი; მსოფლიოს შვიდი საოცრება; ცისარტყელას შვიდი ფერი; ადამიანის შვიდი ასაკი; შვიდი ცა; შვიდი სათნოება; სამყაროს შექმნის შვიდი დღე და ა.შ.

            პროცესში გამოიკვეთა აღნიშნული პროექტის ასპექტები:

            1. სწორი მიდგომები საკითხისადმი;

            2. ინფორმაციულობა;

            3. მშობელთა ნაყოფიერი ჩართულობა;

            4. პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარის ჩამოყალიბება;

            5. მათემატიკის სწავლების აუცილებლობა!

            რადგან ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, გამოითქვა მოსაზრება, რომ ამგვარ მათემატიკურ კონფერენციებს მიეცეს ტრადიციული სახე.

          • 📌I კლასის ექსკურსია

          • სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, სკოლის კლასგარეშე განათლებაში ბავშვებს მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევები უვითარდებათ.

            I კლასში ექსკურსია დაიგეგმა და განხორციელდა დირექციის, კლასის დამრიგებლის, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური თანამშრომლობით. საექსკურიოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია გამოვიყენეთ .

            ექსკურსიის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ნასწავლი ფიზიკური აქტივობების პრაქტიკულად გამოყენება.

            მოსწავლეები მშობლებთან ერთად ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში. მათ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. სპორტულ თამაშებს ცვლიდა შესწავლილი მასალიდან დასმული კითხვები, როგორც ბუნებისმცოდნეობაში,მათემატიკაში, ასევე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეებმა საგნის ცოდნა გამოავლინეს.

            დაგეგმილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

            და ბოლოს მშობლებმა შვილებს მაისურებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს და საუკეთსო მომავალი უსურვეს.

            დამრიგებელი: ეკა ლომთათიძე