ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში’’ 31 მარტს VIII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე ,,პი რიცხვის საერთაშორისო დღე“. გაკვეთილი სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული.
პედაგოგმა შორენა ჯავახიშვილმა მოსწავლეებს შესთავაზა PowerPoint-ის პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაცია, ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: ,პი რიცხვის წარმოშობის ისტორია’’, ,,პი რიცხვის განვითარების პერიოდები: გეომეტრიული, კლასიკური, კომპიუტერული’’; ,,პი რიცხვის შეცვლა სურთ’’; ,,პი რიცხვი ჩვენს ირგვლივ: მუსიკა, ფილმი, პოეზია’’...
მოისმინეს დევიდ მაკდონალდსის მიერ შექმნილი მუსიკა პი რიცხვზე: როგორ ჟღერს პი რიცხვი და დაიგეგმა დარენ არანოფსკის ფილმის ჩვენება მაქსიმილიან კოენზე.
ბავშვებმა თავი გამოიჩინეს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და და წყვილებში მუშაობით. მიიღეს მონაწილეობა კონკურსში: ,,ვინ დაიმახსოვრებს პის ყველაზე მეტ ციფრს’’. კონკურსში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები პედაგოგისგან.
პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლემ ასრათ ხალილოვმა უშეცდომოდ დაასახელა მძიმის შემდეგ 95 ციფრი,
მეორე ადგილზე გასულმა შეიმა დემირმა - 70 ციფრი, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა ანამარი დუმბაძემ -65ციფრი.
მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ პრაქტიკულ მუშაობაში: შეავსეს კროსვორდი, შეეცადნენ გამოეთვალათ პის მნიშვნელობა რაც შეიძლება მეტი სიზუსტით (ამისათვის გამოიყენეს CD დისკი), ამოხსნეს ამოცანები, სადაც გამოთვალეს წრეწირის სიგრძე, ფართობი,წრეწირის ირგვლივ განლაგებული ციფრები ისე დააჯგუფეს, რომ ნებისმიერი ორი მეზობელი რიცხვის ჯამი ტოლი ყოფილიყო მოპირდაპირე ბოლოებზე მყოფი რიცხვების ჯამისა.......
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სხარტი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება; მეტი ინტერესის გაღვივება მათემატიკის მიმართ; ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში; კომუნიკაციის უნარების განვითარება. მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი მათემატიკური ცოდნის რეალიზება.
გაკვეთილი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა