შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის XI ა/ბ კლასის მოსწავლეები 1 ნოემბერს იმყოფებოდნენ საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში.
მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელოვნების სასახლე, დაესწრენ შემეცნებით ლექციას თემაზე: ,,საქართველოს საზღვრების ნამდვილი ისტორია“. ეს იყო შემეცნებითი ლექცია ვორკ-შოპი ახალი თაობისათვის, იმისათვის, რომ მათ მომავალში თავიანთი საქმითა და ცოდნით ღირსეული პასუხი გასცენ ოკუპაციას . ისინი ასევე გაეცვნენ რუკებს, ნახეს უნიკალური გამოცემები და მოისმინეს საქართველოს საზღვრების ისტორია.
დაათვალიერეს ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური რუკების კოლექცია, უცხეოლი მოგზაურების მიერ შედგენილი ნახაზები, სადაც კარგად მოჩანს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ჭეშმარიტი ისტორია.
საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმი, ახალგაზრდებისათვის ძალიან საინტერესო და ბევრი ინფორმაციის მომცველი გახდა .