• ❤️ნინისთვის

          • მეგობრებო,

            ჩვენს მოსწავლეს, პატარა ნინი მესხს, ჩვენი დახმარება და თანადგომა სჭირდება.

            მას დაუდგინდა მეზენტერული პლექსიფორმული ნეიროფიბრომა. სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში მკურნალობა, შემდგომ კი შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა.

            21 თებერვალს ნინი აუცილებლად თურქეთში უნდა იყოს რადგან -“ACIBADEM MASLAC HOSPITAL/ISTAMBUL” -ში კონსულტაციაა დაგეგმილი.

            პირველ ეტაპზე საჭირო თანხა შეადგენს 16 500 დოლარს.

            გთხოვთ, ვისაც როგორ შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ ნინის და მის მრავალშვილიან ოჯახს:

            GE18BG0000000332086000 საქართველოს ბანკი, მიმღები დავით მესხი (მამა)

            GE20TB7876645164300001 თიბისი ბანკი. მიმღები დავით მესხი (მამა)

            20 თებერვალს სკოლაში საქველმოქმედო ყუთში შესაძლებლობა გვექნება დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია.

            გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს და პატარა ნინის, რომ ჯანმრთელი დაუბრუნდეს თავის 10 და-ძმას და მეგობრებს.

            #ნინისთვის

          • 📌 ჩვენი მოსწავლეები გოეთეს ინსტიტუტის ლიტერატურულ კლუბში

          • გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ყოველ შაბათს მასპინძლობს ლიტერატურის კლუბს, კლუბის შეხვედრებზე ბავშვები ხატვის, ხელსაქმის, სიმღერისა თუ თამაშის დახმარებით ეუფლებიან გერმანულ ენას, წიგნების ერთად კითხვა და ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობა ბავშებს კითხვისადმი ინტერესს აღუძრავს.

            კლუბის შეხვედრებს ჩვენი სკოლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელი მოსწავლეებიც ესწრებიან, მათ ნაყოფიერად იმუშავეს შეხვედრაზე და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუდნენ. წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ აქტივობებში.

            პედაგოგი : თეკლა კაპანაძე

          • V კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში

          • #მეხუთეკლასი

            #ყველაზებედნიერები

            #ყველაზემხიარულები

            #ყველაზეცელქები

            #დაყველაზეჭკვიანები 

            სად ვიყავით და რა ვნახეთ?!

            #ხელოვნებისსასახლე

            #უამრავიძვირფასიდაღირებულინივთი

            #ცნობილიადამიამებისპორტრეტები

            #საყვარელინახატისორიგინალები

            #მე19საუკუნისნივთები

            #თამარმეფისსამოსი

            #იარაღი

            #აბჯარი

            და მრავალი სხვა

            თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე, ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია.

            უმდიდრესია სახვითი ხელოვნების ფონდი. აქ იხილავთ: XVI-XVII საუკუნეების სპარსულ მინიატურებს, XVIII საუკუნის ფრანგულ გრავიურებს, ძველი თბილისური მხატვრობის საუკეთესო ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევ ბაქსტის, ალექსანდრე ბენუას, ფერნანდ ლეჟეს, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ირაკლი ფარჯიანის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები.

            რა ვისწავლეთ და რა გავაკეთეთ?!

            ჩვენ ხომ ძალიან ჭკვიანები ვართ, ამიტომ გავიხსენეთ ქართული ანბანის განვითარების სამი საფეხური:

            #ასომთავეული

            #ნუსხური

            #მხედრული

            მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაცია და კითხვებს ამომწურავად ვუპასუხეთ, ყველაფერი გვახსოვდა

            ბოლოს კი საინტერესო რებუსები გამოვიცანით და ქართული ანბანის ულამაზესი ასოები მოვხატეთ

            #ყოჩაღებიმყავს

            კლასის დამრიგებელი: ლელა ხათრიძე

          • 🏅 Spelling Bee-ის პირველი ტურის შედეგები

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 5 და  8 თებერვალს ჩატარდა  Spelling Bee-ის I ტური IV-XII კლასებში.

            კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის მართლწერის დონის განსაზღვრა და სიტყვების სწორად გამოთქმის უნარის  გაუმჯობესება,  მოტივაციის ამაღლება, გამარჯვებულთა გამოვლენა და წახალისება.

            კონკურსის მე-2 ტური ჩატარდება 17 თებერვალს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში. .

            ვულოცავთ I ტურის გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს მე-2 ტურში.

            I ტურის გამარჯვებულები

             

            I კატეგორია  

            1. ს.ჯალაბაძე
            2. ა.იანვარაშვილი
            3. ა.კერესელიძე
            4. ნ.ხარძიანი
            5. ი.ტაბატაძე
            6. ს.ესიავა
            7. ი.ქამადაძე
            8. მ.იბრაგიმოვა
            9. ე.ჯობავა
            10. ე. თათარაშვილი
            11. ა.ჩადუნელი
            12. გ. გეფერიძე
            13. ე. კიკნაძე
            14. ა. ბებია
            15. ნ. გოჩიტიძე
            16. ბ. ბუჩაშვილი
            17. ზ. არსლან
            18. უ. დემირი
            19. ა. გოგოლაძე
            20. ნ. აიდოღდუ
            21. შ. სალაროვა

            II  კატეგორია

            1. ნ. შუბლაძე
            2. ა.შარაბიძე
            3. ა. ნაბიევა
            4. ნ. ორუჯოვი
            5. რ. სულეიმანოვი
            6. დ.ჯობავა
            7. ა. ორუჯოვი
            8. ა.მ. ქოჩ

            III კატეგორია

            1. ე. სებისკვერაძე
            2. ჰ.ს. ქოჩ
            3. ნ. ანანიძე
            4. რ. მურვანიძე
            5. თ.ჯაფარიძე
            6. ჯ. აგაჯანოვი
            7. ე. ბიწაძე
            8. თ. მამედოვი
            9. ი. მჭედლიშვილი
            10. მ. დეკანოიძე
          • 🐝 კონკურსი- Spelling Bee IV-XII კლასების მოსწავლეებისთვის 

          • სასკოლო კონკურსი (“Spelling Bee”) IV-XII კლასების მოსწავლეებისთვის 

            კონკურსის ორგანიზატორი: შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, ქუთაისი

             

                                                                             დ   ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

             

            კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის მართლწერის დონის განსაზღვრა, მათში მოტივაციის ამაღლება, გამარჯვებულთა გამოვლენა და წახალისება.

            კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად. კონკურსში მონაწილეობას იღებენ შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმის, ქართულ–გერმანული სკოლა სხივის და დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმის მოსწავლეები მე–4დან მე–12 კლასების ჩათვლით. მოსწავლეები ჯგუფდებიან შემდეგ კატეგორიებში კლასების მიხედვით: IV, V-VI, VII-VIII-IX, X-XI-XII კონკურსის I და II ეტაპები ჩატარდება ადგილობრივად თითოეულ სკოლაში. 

            მოსწავლეებს საკონკურსო სიტყვათა სიები გაეგზავნებათ კონკურსის ეტაპამდე ათი დღით ადრე, თითოეული კატეგორიისთვის (IV, V-VI, VII-VIII-IX, X-XI-XII) განსხვავებული, მოსწავლეთა ენის ფლობის დონის შესაბამისი.

            პირველი ტურის დაწყებამდე ათი დღით ადრე მოსწავლეებს დაურიგდება 100 (ასი) სიტყვა, მე–4 კლასელებს 60 (სამოცი) სიტყვა. ფაილში ასევე იქნება მოცემული ამ სიტყვების განმარტებები და ტრანსკრიფციები.

            პირველი ეტაპი ჩატარდება ჯგუფებში საგნის მასწავლებლის მიერ (06.02.2023-10.02.2023 პერიოდში) წერილობით (კარნახი). წინასწარ მიცემული 100 (მე–4 კლასისთვის 60) სიტყვიდან მასწავლებელი აწერინებს ნებისმიერ 50 (მე–4 კლასს 30 ) სიტყვას. პირველი ეტაპის გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის მოსწავლე, რომელსაც დაშვებული ექნება არა უმეტეს 10 შეცდომისა (V-XII კლასების შემთხვევაში).

             მე–4 კლასელებისთვის ეს იქნება ერთადერთი ტური და პარალელური ჯგუფების არსებობის შემთხვევაში ადგილობრივი სკოლა გამოავლენს 3 გამარჯვებულს (დაშვებული შეცდომების მიხედვით 3 ყველაზე მცირე რაოდენობის შეცდომების მქონეს) და დააჯილდოვებს შესაბამისი ადგილის სერთიფიკატებით. მე–4 კლასში ერთნაირი შედეგების დაგროვების შემთხვევაში, თუკი ვერ ხერხდება გამარჯვებულების გამოვლენა, მხოლოდ თანაბარი შეცდომების რაოდენობის მქონე მოსწავლეებისთვის  დამატებით ჩატარდეს ისევ წერითი კარნახი (დანარჩენი 30 სიტყვის გამოყენებით).  

            მეორე ეტაპი (V-XII კლასებისთვის) ჩატარდება ასევე ზემოთ მითითებულ სკოლებში ზეპირი სახით (17.02.2023). კონკურსის თარიღამდე 10 დღით ადრე მოსწავლეებს გაეგზავნებათ მეორე ტურისთვის განკუთვნილი შემდეგი 100 სიტყვა. ყუთიდან (რომელშიც განთავსებული იქნება სიტყვები) შემთხვევითობის პრინციპით მოხდება სიტყვების თითო–თითოდ ამოღება და მოსწავლისთვის წაკითხვა რიგითობის მიხედვით. პირველივე შეცდომის დაშვების დროს მოსწავლე ეთიშება თამაშს. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება 3–3 გამარჯვებული.

            დასკვნითი ტური (ფინალი) ჩატარდება ქ. ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმში 02/03/2023. სამივე სკოლის ფინალისტებისთვის კონკურსი ჩატარდება იმავე პრინციპით, როგორც ჩაუტარდათ მეორე ტური. ფინალურ ტურამდე 10 დღით ადრე ფინალისტებს გაეგზავნებათ შემდეგი 100 სიტყვა. ფინალურ ეტაპზე ყუთში განთავსდება პირველი, მეორე და საბოლოო ტურის ყველა (სამასი) სიტყვა. იმ შემთხვევაში, თუკი სიტყვათა მარაგი ამოიწურება კონკურსის მსვლელობის დროს და არ იქნებიან გამოვლენილი გამარჯვებულები, ყუთში განთავსდება სათადარიგო სიტყვები (რომლებიც წინასწარ არ მიეწოდებათ კონკურსანტებს).

            თითოეულ კატეგორიაში გამვლინდებიან პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელები.

            გამარჯვებულ მოსწავლეებს კონკურსის ორგანიზატორი ორგანიზაცია გადასცემს სერთიფიკატებსა და საჩუქრებს.

             

            კონკურსის წესები:

            ა. კონკურსის დაწყების წინ თითოეული მონაწილე წარადგენს თავის თავს (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი)

            ბ. ჟიურის წევრის მიერ სიტყვის ამოკითხვის შემდეგ, მოსწავლე გაიმეორებს სიტყვას და შემდეგ იწყებს დამარცვლას, დამარცვლის შემდეგ ისევ იმეორებს სიტყვას

            გ. სიტყვის დამარცვლის დროს, თუკი მოსწავლე დამარცვლის დასრულებამდე მიხვდება, რომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ არ აქვს დასრულებული დამარცვლის პროცესი, შეუძლია ხელმეორედ დამარცვლოს და გამოასწოროს შეცდომა

            დ.  თუკი მონაწილე სიტყვას დამარცვლავს შეცდომით, ის ეთიშება თამაშს

            ე. თუკი მოსწავლისთვის გაუგებარია სიტყვა, მას უფლება აქვს სიტყვის წამკითხველს მოსთხოვოს სიტყვის განმარტება ინგლისურ ენაზე და შემდგომ დამარცვლოს ის

            ვ. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის წევრებისთვის გაურკვეველი იქნება დამარცვლის პროცესი (თუკი მოსწავლემ ხმადაბლა ან ძალიან სწრაფად დამარცვლა სიტყვა), ჟიურის უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს გამეორება

            ზ. გარკვეულ სიტყვათა ბრიტანულ და ამერიკულ მართლწერის ვარიანტებში არსებულ სხვაობათა გამო, კონკურსის მონაწილეს მართებულად ჩაეთვლება ნებისმიერი ვარიანტის დამარცვლა (მაგ. Color/colour)

             

            ორგანიზატორი: შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის  სკოლა–ლიცეუმი

            დირექტორი: ქ–ნი ლალი სალდაძე

            უცხოური ენების კათედრა: ხელ–ლი თეონა ხეცურიანი, პედაგოგები: ბელა ყურაშვილი, სოფიო ძოწენიძე, დეა ნიქაბაძე, ანა ნიკაჭაძე, შორენა კუპატაძე, ქეთევან კუბლაშვილი, სალომე ჩხობაძე

             

          • 1️⃣6️⃣ თებერვალი საქველმოქმედო აქციის დღეა

          • თურქეთში რამდენიმე დღის წინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი სკოლის თურქმა მოსწავლეებმა განიცადეს ენით აღუწერელი ტკივილი, ადამიანი ბუნების წინააღმდეგ უძლურია, მაგრამ ჩვენ, სხივის მოსწავლეები, დახმარების ხელს ვუწვდით ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოს, რათა მოკლე ხანში შეძლონ სამშობლოში ცხოვრების გაგრძელება. მათ დასახმარებლად 16 თებერვალს 13:00 საათზე ეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც გაიყიდება ჩვენი მოსწავლეების მიერ გამზადებული ნივთები და სხვადასხვა ტკბილეული.​​​​

            ჩვენს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს.

            ჩვენი სკოლის კარი კეთილი ადამიანებისთვის ღიაა.

            #სიკეთეგადამდებია

            #თურქეთისთვის

            #ხელიხელს

                                                                                              ქართულ-გერმანული სკოლა სხივის თვითმართველობა

            16 თებერვალი, 13:00 საათი, საქმელმოქმედო აქციის დღეა! #ბავშვებიბავშვებისთვის

            ეს აქცია გულისხმობს ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართვას სოციალურ აქტივობებსა და ქველმოქმედებაში.

            2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ, დააზარალა 11 ქალაქი, განსაკუთრებით კაჰრამანმარაში, გაზიანთეფი, ჰატაი, მალატია, ადიამანი.

            დაზარალებულები საჭიროებენ კვების, ტანსაცმლის, გათბობის, თავშესაფრისა და სხვა სახის დახმარებას.

            ჩვენი სკოლოს მოსწავლეები ერთიანდებიან მათ დასახმარებლად; ასე დავეხმარებით ბავშვებს, მოხუცებსა და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს.

            თუ გსურთ ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანოთ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო აქციაში და დახმარების ხელი გაუწოდოთ სტიქიით დაზარალებულებს.

            მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის.

            მიღებული მთელი შემოსავალი გადაირიცხება შესაბამის ორგანიზაციაში.

            #ერთადვაკეთოთკეთილისაქმე

            #უანგაროდგავცეთსიკეთე

            #ვიყოთტოლერანტები

            #ბავშვებიბავშვებისთვის

            #ქართულგერმანულისკოლასხივი

            #სიკეთეგადამდებია

            #თურქეთისთვის

            #ხელიხელს

            ადმინისტრაცია

          • თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო, ვუსამძიმრებთ დაზარალებულებს

          • ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო, ვუსამძიმრებთ დაზარალებულებს, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

             

            Dün gece Türkiye’de meydana gelen deprem dolayısıyla çok üzüntülüyüz. Bundan dolayı depremde haytını kaybedenlere Allahtan acil şifalar diler başta felaketzedelerin yakınları olmak üzere bütün Türkiye halkına taziyelerimizi arz ederiz.

          • წიგნის  საჯაროდ კითხვის დღეს მშობლები შემოგვიერთდნენ

          • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ III ა კლასში  წიგნის  საჯაროდ კითხვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. პირველ და მეორე დღეს მესამეკლასელებმა თავად წაიკითხეს შერჩეული ქართული ხალხური ზღაპრები ხმამაღლა, ისაუბრეს  წაკითხულ ზღაპრებზე, პერსონაჟებზე. ხელოვნების გაკვეთილზე  კი  დახატეს მათთვის გამორჩეული ეპიზოდები წაკითხული ზღაპრებიდან და მოაწყვეს ნახატების გამოფენა. აქტივობის ამსახველი ფოტომასალა განთავსდა ჩვენი სკოლის ვებგვერდზე.

               მომდევნო დღეებში მშობლები შემოგვიერთდნენ, რამაც  უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა წიგნის საჯაროდ კითხვისა  და მოსმენის პროცესი ბავშვებისთვის.

               ჩვენი პირველი სტუმარი  ნინი მესხის დედიკო, ქალბატონი რუსუდან მესხი იყო, რომელმაც  საკუთარი ზღაპარი  „ევას ყვავილი“ წაუკითხა ბავშვებს. ზღაპარი ერთ საოცრად ლამაზ, მომხიბვლელ, კეთილსურნელოვან ყვავილზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარმა სილამაზემ და მეცნერების ყურადღებამ გააამაყა, ამპარტავანი, უკარება  და ამის გამო უსარგებლო და მარტოსული  გახადა. შემდგომ კი მიხვდა თავის შეცდომას, ბედნიერი შემთხვევის წყალობით ისევ ყველასთვის სასურველი და სასარგებლო გახდა.  

                ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა ზღაპრის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებმა გამოთქვეს მოსაზრებები ზღაპარში განვითარებულ მოვლენებზე,  ყვავილის საქციელზე, იმსჯელეს,  დაასკვნეს, რომ ბედნიერი და ლამაზი  ხარ როცა გყავს ერთგული მეგობრები და შეგიძლია იყო სხვებისთვის  სასარგებლო... ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენით დახატეს ევას ყვავილი, წარადგინეს ნახატები და გამოფინეს საკლასო ოთახში.

                 ჩვენი მეორე სტუმარი იყო - მაჰირ ილდირიმის დედა, ქალბატონი ელიფ ილდირიმი. .ქალბატონმა ელიფმა ბავშვებს  შესთავაზა ხმამაღლა წაეკითხათ  ზღაპარი „ნახევარქათამა“, მხიარული ზღაპარის წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა სტუმართან ერთად ისაუბრეს წაკითხულზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. აქტივობის ბოლოს ქალბატონი ელიფი ტკბილეულით გაუმასპინძლდა მათ.

               მადლობას ვუხდით ქალბატონ რუსუდანს და ქალბატონ ელიფს  სტუმრობისთვის, მათ ერთი  ლამაზი დღე აჩუქეს პატარებს.  ამ დღეების შთაბეჭდილებები  დიდხანს არ დაავიწყდებათ მესამეკლასელებს.

            ბელა მოლაშხია - III ა კლასის ხელმძღვანელი

          • 📖 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მე-4 ა კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ

          • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მე-4 ა კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. გაეცნენ ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს, შეარჩიეს წიგნები, წაიკითხეს ნაწყვეტები შერჩეული წიგნებიდან, შემდეგ კი ერთად მიიღეს გადაწყვეილება წაეკითხათ ნ. ლომოურის მოთხრობა „ქაჯანა“.

            მეოთხეკლასელებს მოეწონათ წიგნის ხმამაღლა კითხვა , შემდეგ კი წაკითხულ ნაწარმოებზე საუბარი, ჩანახატების გაკეთება.... გადაწყვიტეს მასწავლებელთან შეთანხმებით კლასში პერიოდულად გამართონ აქტივობა „კითხვის დრო“, სადაც ხმამაღლა წაიკითხავენ და განიხილავენ სასურველ ნაწარმოებებს.

            მასწავლებელი ბელა მოლაშხია

          • 📖 წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

          •    დღეს აღვნიშნეთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე, ინგლისურ ენაზე წავიკითხეთ წიგნი სახელწოდებით "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", ვიმსჯელეთ წიგნის გარშემო, რომელის მოგვითხრობდა გოგონაზე, რომელიც სახლიდან იყო გამოქცეული. გოგონა ბებერი ვაშლის ხის ძირას, ჩაცმულ , დიდ, თეთრ კურდღელს ხვდება, რომელიც სადღაც მიიჩქარის. ის ჯიბიდან საათს იღებს და საეჭვოდ ბნელ სოროში უჩინარდება... ალისა გამბედაობას იკრებს და კურდღელის კვალს მიყვება... და ის საოცარ ზღაპრულ სამყაროში ხვდება, სადაც ყველაზე აუხდენელი ფანტაზიები სრულდება... წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ვუყურეთ ანიმაციას.

          • 📖ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი’’ წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდა

          • ბოლო წლებია სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ფართოდ აღინიშნება. ასე მოხდა დღესაც, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე მეორე კლასელებმაც აღნიშნეს.

            მეორე კლასმა სასკოლო ბიბლიოთეკაში საკუთარი სურვილით შეარჩიეს წიგნები — ქართული ხალხური ზღაპრები და სკოლის თვითმართველობის პრეზიდენტთან ერთად წაიკითხეს. შემდეგ ბავშვებმა ისაუბრეს წაკითხულ ზღაპრებზე დაასახელეს ყველაზე მეტად რომელი ზღაპარი მოეწონათ და რატომ? დაახასიათეს პერსონაჟები, აღნიშნეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები და შექმნეს კომიქსები.

          • 📖ჩემი საყვარელი წიგნი

          • წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-3 ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას.

            თანაკლასელებს წარუდგინეს თავიანთი საყვარელი წიგნი, იმსჯელეს შინაარსზე, განიხილეს პერსონაჟები და ხმამაღლა, საჯაროდ ამოიკითხეს საყვარელი წიგნის თითო აბზაცი.

          • 📖 წიგნის საჯაროდ კითხვის დღე IIIა კლასში

          • ესამეკლასელებმა სასკოლო ბიბლიოთეკაში საკუთარი სურვილით შეარჩიეს წიგნები — ქართული ხალხური ზღაპრები და წაუკითხეს თანაკლასელებს. წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა ისაუბრეს წაკითხულ ზღაპრებზე დაასახელეს ყველაზე მეტად რომელი ზღაპარი მოეწონათ და რატომ? დაახასიათეს პერსონაჟები, აღნიშნეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები და ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს ილუსტრაციები.

            წიგნის საჯაროდ კითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში დაიგეგმა კლასში. მომდევნო დღეებში მშობლებიც შემოგვიერთდებიან.

          • 📖 „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“

          • „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

            საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მეორეკლასელებმა გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ ამ გამოწვევაში .მათ წაიკითხეს წიგნები ხმამაღლა. ჩვენი დევიზია :"წავიკითხოთ წიგნები,უკეთესნი ვიქნებით " !