ჩვენო კურსდამთავრებულებო,
გილოცავთ ეროვნულ გამოცდაზე მიღწეულ წარმატებას და საუკეთესო შედეგებით სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას !
წარმატებებსა და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ !
გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით !
ჩვენო კურსდამთავრებულებო,
გილოცავთ ეროვნულ გამოცდაზე მიღწეულ წარმატებას და საუკეთესო შედეგებით სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას !
წარმატებებსა და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ !
გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით !
სასკოლო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები სპეციალური ფასდაკლებით სხივის მოსწავლეებს დახვდებათ ,,წიგნის მაღაზია ლიბრაში” (დიდი დიღმის გუდვილი)
სხიველებო,
გაცნობებთ, რომ სასწავლო წელი განახლდება 15 სექტემბერს .
2023-24 სასწავლო წლის კალენდარი გამოქვეყნებულია ელექტრონულ ჟურნალში .
სასწავლო წლის დაწყებამდე დისტანციურად ჩატარდება მშობელთა კრებები.
დამატებით ინფორმაციას დამრიგებლები მოგაწვდიან.
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!
გთავაზობთ, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 2023-24 სასწავლო წლისთვის არჩეული სახელმძღვანელოების ჩამონათვალს კლასების მიხედვით.
მოგესალმებით ძვირფასო თანამშრომლებო, მშობლებო და მოსწავლეებო !
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შეიცვალა სკოლების ავტორიზაციის სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები. ამ ახალი სტანდარტების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლაში მიმდინარე პროცესებში, რომლის ნაკლებობასაც ჩვენი სკოლა,წლებია, თქვენი მხრიდან არ განიცდის.თუმცა საჭიროა ამის დოკუმენტურად დადასტურება.
ამ ეტაპზე სკოლა მუშაობს სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განახლებული ვერსიების შემუშავებაზე, რომელშიც თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს.
გთხოვთ, შეხვიდეთ ბმულზე, რომელიც შეტყობინების სახით გამოგეგზავნებათ Edupage-ზე და შეავსოთ კითხვარი, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება და დახმარება გაუწიოთ სკოლის ადმინისტრაციას სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავებაში.
კითხვარის შევსება ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
მადლობა თანამშრომლობისათვის !
მე-3 ბ კლასის ვიზიტი საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
მოსწავლეთათვის დღემ შთამბეჭდავად და საინტერესოდ ჩაიარა
11 ივნისი.
III ა კლასის ექსკურსია ჩარგალში.
საინტერესო, მრავალფეროვანი, სახალისო და დასამახსოვრებელი დღე მესამეკლასელებისთვის.
1-ბ კლასელები სასწავლო წლის ბოლოს იმყოფებოდნენ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ- მუზეუმში.მათთვის საინტერესო იყო უფრო ახლოს გასცნობოდნენ იმ ადამიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ,ვინც ბავშვებს ,,დედა ენა „ შეუდგინა და აჩუქა.
სასწავლო წლის ბოლოს VIა კლასის მოსწავლეების, მშობლების და კლასის დამრიგებლის სახალისო აქტივობებით დატვირთული გასეირნება კოჯორში.
🚌
VIა კლასში სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში, კლასი გაიყო ორ გუნდად, ორივე გუნდმა კარგად გაართვა თავი ლოგიკურ-განმავითარებელ ამოცანებს.
2023 წლის 13 ივნისს III ა კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს სპექტაკლი „სიკეთე სიყვარულია“ .
ინსცენირებაში გაერთიანებული იყო წლის განმავლობაში წაკითხული ნაწარმოებები სიკეთეზე. მესამეკლასელებმა მონდომებით და კარგად შეასრულეს თავიანთი როლები და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს.
კლასის ხელმძღვანელი ბ. მოლაშხია
მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შედგენილი ღონისძიება ,,ბუნების მგოსნები“ . ბავშვებმა დიდი მონდომებით გააცოცხლეს სცენაზე შვლის ნუკრი,ჩხიკვი ქეთევანი და ზაქარა,არწივი,ია ,წყარო და სხა პერსონაჟები. იმღერეს,იცეკვეს და ამ მხიარული განწყობით დაასრულეს სასწავლო წელი.
I ა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს . მათ წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები ანბანზე. გააცოცხლეს დიდი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები.
პირველკლასელები მხიარული და ხალისისანი განწყობით დაემშვიდობებნენ სკოლას და პედაგოგებს.
მე-4 ბ კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ- მუზეუმში. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო გაცნობოდნენ დიდი პოეტისა და მწერლის პირად ცხოვრებას ენახათ თუ სად იქმნებოდა მისი გენიალური ნაწარმოებები.
ჩემოო საამაყო ბავშვებო ძალიან მიყვარხართ!!!ძალიან კარგი და ლამაზი დღე იყო!მადლობა ძვირფას მშობლებს!
II ბ კლასმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა.
,,თბილისი ჩვენი სიყვარულია“ - კულტურული ღონისძიებით ქართულ-გერმანული სკოლის მოსწავლეებმა პოზიტიური და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეუქმნეს სკოლის დირექციას, მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. აი, ასე დაასრულეს მე-5 კლასი და ღირსეულად გადავიდნენ მეექვსე კლასში.
#განწყობა
#მხიარულება
#ჩემთვისსაუკეთესოსცენისჯადოქრები
#ჩვენუკვემეექვსეკლასელებივართ
კლასის დამრიგებელი: ლელა ხათრიძე
IV ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ც. კობერიძე) წარადგინეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,, მე ვხედავ მზეს’’ ბავშვების მიერ შესრულებულმა როლებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
Powered by aSc EduPage