🔬IV ა/ბ კლასის მოსწავლეები მიკროსკოპის საშუალებით დააკვირდნენ დაობებული ყურძნის ნიმუშს და ნახეს თუ როგორია ობის სოკოს სპორები. 🍄🍄🍄
🔬 ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
📌 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
📌25 ნოემბერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული. 🔸ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.🔹ამ დღესთან დაკავშირებით იურისტი Salome Osepashvili სალომე ოსეფაშვილი შეხვდა საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებს. მან ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. ქალბატონმა სალომემ ამომწურავად უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ კითხვებს. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
🏆 ვულოცავთ
🏀 საკალათბურთო კლუბმა "ორბმა" ანტალიის ტურნირზე გაიმარჯვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. 🏆🥇ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის მე-11 ა კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხაინდრავამ. 👏👏 ვულოცავთ ნიკას და მთელ გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
👩🍳 მშობელთა კულინარიის კლუბი
👩🍳 მშობელთა კულინარიის კლუბი სიახლეებით დაგვიბრუნდა .
დღეს სკოლაში კლუბის წევრებმა სხვადასხვა კერძი მოამზადეს და გემანელ სტუმართან ერთად გაგვიმასპინძლდნენ.
📌 5 დეკემბერს დაიგეგმა მე-3 კლასის მშობლეთა კულინარიული მასტერკლასი.
🥰კლუბის კარი ყველა მსურველისთვის ღიაა 🥰
🎉 წინ ბევრი სიახლე გველოდება. 🎉
🥗🥘🥮☕🥧🍩🍪🥗🥘🥮☕🥧🍩🍪🥗🥘🥮
🌸 ანბანის შემობრძანება პირველ კლასში
🌸პირველი ბ კლასის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს ანბანის მობრძანება, ისინი ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ მოემზადნენ. გაკვეთილის ფარგლებში შეუერთდნენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ აქტივობებს. დღემ მათთვის საინტერესოდ და დასამახსოვრებლად ჩაიარა.
🔸🔹 ბავშვები მართავენ
20 ნოემბერი მსოფლიოს ბავშვთა დღეა... ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის მმართველობა ბავშვებს გადაეცა 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია!! საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა!
❤️წმინდა მარტინის დღე- სიკეთისა და ბედნიერების სიმბოლო
მე 3ა კლასში გერმანელი მასწავლებლის ფრედერიკა ჰოლტკოტისა და გერმანული ენის პედაგოგის ნათია ჟღენტის მიერ საინტერესო და ამავდროულად ბავშვებისთვის სახალისო აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და დაამუშავეს ტექსტი წმ. მარტინზე და დაამზადეს სპეციალური ლამპრები ,,ლატერნები“ რომლებიც ამ დღის სიმბოლოა და გერმანიაში 11 ნოემბერს აღნიშნავენ, წმ. მარტინის დღე სიკეთისა და ბედნიერების სიმბოლოა გერმანელი ხალხისათვის.
ნ. ბარათაშვილის სახლმუზეუმი...
- მე-19 საუკუნის არისტოკრატული ყოფის შესანიშნავი რეპროდუქცია...კედლიდან, ტატოს ოჯახის წევრების პორტრეტების გარდა, ხელნაწერები იმზირებიან და პოეტის შემოქმედების შესახებ გვიყვებიან. გრძნობ ტატოს ,,ბედის სამძღვარ გარდატარებული მერანის’’ ქროლვას, მარტოსული პოეტის მტკვრის პირას მოძალებულ სევდიან ფიქრებს, ლექსად ამოთქმული,,საყურის’’ შთამბეჭდავ ციალს, ,,ობლად შთენილი’’ შემოქმედის უსაზღვრო განცდებს და არ გინდა დაიჯერო ახალგაზრდა, ნიჭიერი, მეამბოხე რომანტიკოსის დაუტირავი გარდაცვალება...ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის სამფლობელოა, რომელიც დღეს მე-11-ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს და პოეტის ტრაგიკული, მაგრამ უკვდავი ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალები გაიზიარეს.
🔹ნივთებით მოყოლილი ამბავი 🔹 X კლასი
🔸Webster -ის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სხივში🔹
ინტელექტუალური თამაში 🔹რა? სად? როდის? 🔸 VIII კლასებში 🔹
🍂🍁შემოდგომის ზეიმი 🍂🍁
🍂🍁შემოდგომა პატარა სხიველებთან 🍂🍁
მშობელთა კრება-კონფერენცია
მშობელთა კრება-კონფერენცია
დღეს 13 ნოემბერს ჩატარდა V-VI კლასების მშობელთა კრება -კონფერენცია.
მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად ესაუბრათ თითოეული საგნის პედაგოგთნ. .
შეგახსენებთ განრიგს კლასების მიხედვით :
* 14 ნოემბერი, სამშაბათი, I და IV კლასები;
* 15 ნოემბერი, ოთხშაბათი, VII-IX კლასები;
* 16 ნოემბერი, ხუთშაბათი, II-III კლასები;
* 17 ნოემბერი, პარასკევი, X-XII კლასები.
კრების დასაწყისი : 15:15 სთ
🥰 კულინარიული კონკურსი
გერმანული ენის პედაგოგისა და გერმანიიდან ჩამოსული მასწავლებლის ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ეგიდით VIII ა და VIII ბ კლასებში გაიმართა კულინარიული კონკურსი.
I და II ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის და მშობლებს თანადგომისათვის.
⚽️სხიველების გამარჯვება მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში
⚽️სხიველების გამარჯვება 🏆6:0 🏆 მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში ⚽️
#მინიფეხბურთი
#სასკოლოლიგა2024
#როდესაცსპორტიცვლისსამყაროს
🎨 ზღვის საერთაშორისო დღე
ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ,წარმოადგინეს თემატური ნამუშევრები: ნახატები და აპლიკაციები.
🌎 ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ გარემოს დაცვა იმიტომ, რომ ეს არის სწორი არჩევანი ❗️❗️
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში გაეროს დღესთან დაკავშირებით მე-11ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ჩატარეს კონფერენცია თემაზე ,,კლიმატის ცვლილებები'', რომელიც საინტერესო და ბევრი ინფორმაციის მომცველი იყო.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გავლენაზე. ყურადღება გამახვილდა თუ როგორ უნდა მივხედოთ ჩვენს პლანეტას და მის რესურსს. ასევე აღნიშნეს რომ თითოეულიადამიანისთვის გარემოს დაცვა ცხოვრების წესად უნდა იქცეს.
მონაწილეებმა კონფერენციაში ჩართეს დამსწრე მოსწავლეები და მეტი ხალისი შეჰმატეს პროექტის მიმდინარეობას.
1
🥰მასწავლებლის დღე
მასწავლებლობა რთული პროფესიააო, დაგვიდასტურეს ჩვენმა უმცროსმა მეგობრებმა. მასწავლებლობა მარტო ჩატარებული გაკვეთილი კი არა, ცხოვრების საწყისი საფეხურია მოსწავლეთათვისო... მე-9 და მე-11 კლასელებმა თავიანთი ნააზრევი ჩანახატებში გადმოიტანეს და მასწავლებლის დღე სიყვარულით სავსე ჩანაწერებით მოგვილოცეს.
სიახლეების არქივი