ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა
ორგანიზატორი: შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივი
მისამართი :ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368.
ტელეფონი: (995 032) 2596701 ; 577546696
ელ-ფოსტა: skhivi@skhivi.edu.ge
ვებ-გვერდი: https://skhivi.edu.ge/
პასუხისმგებელი პირები: ე.ჩიქობავა, ა.გუნდაძე, მ.ს.ქოჩ, ნ.ცერცვაძე, ე.ლომთათიძე, ლ.ხათრიძე, მ. ყანჩაველი, ბ. მოლაშხია, ბ. ნაბიევი.
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
- ზოგადი პრინციპები
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პარტნიორი სკოლების, დაწყებითი და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.
პარტნიორი სკოლები:
ქ.თბილისი
- ქართულ-გერმანული სკოლა სხივი
ქ.ქუთაისი
- ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
- კონკურსის ჩატარების პირობები:
კონკურსი ტარდება ნომინაციების მიხედვით ტურებად:
- საუკეთესო კალიგრაფი - 1 ტური
- მხატვრული კითხვის ოსტატი - 2 ტური
- საუკეთესო მუსიკალური ნომერი - 2 ტური
- ღონისძიების მიზანი:
- აამაღლოს მოსწავლეებში ენისადმი ინტერესი
- გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა
- გააცნობიეროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი
- კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება
- ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება
- შემოქმედი მოსწავლეების წახალისება
- კონკურსის ინიციატორი, ჩატარების ორგანიზატორი და მხარდამჭერები
- ქართული ენის ოლიმპიადა ტარდება ქართულ-გერმანული სკოლა სხივის ინიციატივით
მხარდამჭერები:
- კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- პარტნიორი სკოლა , ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი,
- კონკურსის ჟიურის უფლებები და მოვალეობები:
- წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა და შეფასების ორგანიზება.
- კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიურის წევრთა მიერ გამარჯვებულთა გამოვლენა და დასაჯილდოებლად წარდგენა.
- კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის
მიზნით იქმნება კოლეგიალური ორგანოები.
- ჟიურისა და ნომინაციების შესაბამის ჯგუფებში მოწვეულნი არიან საზოგადოების კომპეტენტური და ავტორიტეტული წარმომადგენლები.
- ნომინაციები:
- საუკეთესო კალიგრაფი
- მხატვრული კითხვის ოსტატი
- საუკეთესო მუსიკალური ნომერი
1.საუკეთესო კალიგრაფი
მონაწილეობენ I-XII კლასების მოსწავლეები.
I საკონკურსო ჯგუფი: დაწყებითი საფეხური ( I – VI კლასები)
II საკონკურსო ჯგუფი: საბაზო საფეხური (VII –IX კლასები)
III საკონკურსო ჯგუფი: საშუალო საფეხური (X – XII) კლასები
საკონკურსო დავალებები ერთი ტიპისაა:
ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიული გადაწერა.
კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:
- ქართული ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა
- დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე
- ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა)
ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.
კონკურსი ტარდება ერთ ტურად.
ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით.
თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
2.მხატვრული კითხვის ოსტატი
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლ) მოსწავლეები
II საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლ) საფეხურის მოსწავლეები.
მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:
- ლექსის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი)
- ტექსტის ცოდნა, გამართული მეტყველება
- ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია
- არტისტიზმი-ემოცია
- მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
- ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლ) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
- ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო საფეხურის (VII- XII კლ) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლ) მოსწავლეები
II საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლ) საფეხურის მოსწავლეები.
კონკურსის მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- სიმღერის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ,-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი)
- შემსრულებლის ოსტატობის დონე
- ვერბალური უნარების გამოვლენა
- ვოკალური უნარების გამოვლენა
- სიმღერის შინაარსისთვის შესაფერისი ორიგინალური ინტერპრეტაცია
- მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენება
დამატებითი კრიტერიუმები:
- მუსიკალური თანხლების ხარისხი (ფონოგრამა, ბექვოკალი)
- შოუს ელემენტები და მათი გამოყენების ხარისხი (ცეკვა, კოსტიუმები).
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
- ნომინაციაში ,,საუკეთესო მუსიკალური ნომერი „ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლ) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
- ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო საფეხურის (VII- XII კლ) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
შენიშვნა: საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი
კონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი:
I ტური ჩატარდება ქალაქებში - თბილისი და ქუთაისი
1.საუკეთესო კალიგრაფი- 16 მარტი
კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
2.მხატვრული კითხვის ოსტატი 25 მარტი 11 : 00 სთ
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი 25 მარტი 13 : 00 სთ
I ტურის შემდეგ პარტნიორი სკოლები ნომინაციაში " საუკეთესო მუსიკალური ნომერი"და "მხატვრული კითხვის ოსტატი" გამოავლენს სამ–სამ გამარჯვებულს.
II ტური ჩატარდება ქ.თბილისში
ჩატარების გრაფიკი:
- საუკეთესო მუსიკალური ნომერი 8 აპრილი 12 : 00 სთ
- მხატვრული კითხვის ოსტატი 8 აპრილი 12 : 00 სთ
ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება:
- ოლიმპიადის პირველი ნომინაციისთვის ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს
შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი
ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები:
ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
- ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია
- იქონიოს კალამი
- შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი
ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
- მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა
- დამხმარე მასალის გამოყენება
- გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა
ოლიმპიადის პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა :
ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
- ქართულ - გერმანული სხივის და პარტნიორი სკოლების თანამშრომლები
- პირები, რომელთაც აქვთ სკოლის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი
- მეთვალყურე
- პასუხისმგებელი პირი
- ექიმი
- საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი
პროცედურული დარღვევების გასაჩივრება:
- ოლიმპიადის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ
ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოება:
- ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები