სიახლეები

          • 🌍 ხელების დაბანის საერთაშორისო დღე

          • 🧼 15 ოქტომბერს II ა და III ა კლასელებმა ერთად აღინიშნეს ხელების დაბანის საერთაშორისო დღე 🌍 📖 მესამეკლასელებმა პატარებს წაუკითხეს გ. კეკელიძის სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ზღაპარი „თომა და დიდი საიდუმლო“ 🧒✨ ❓ დაუსვეს კითხვები წაკითხული ზღაპრის გასააზრებლად 🤔 🧠 გაუზიარეს წინა წლებში მიღებული ცოდნა და 🔬 მხიარული ექსპერიმენტებით აჩვენეს ხელების სწორად დაბანის წესი 🖐️💦 🧴 აუხსნეს ხელების საპნით დაბანის მნიშვნელობა 🫧 🎉 სახალისო აქტივობები მოუმზადეს პატარებს დამრიგებლებმა ბ. მოლაშხიამ და ე. ლომთათიძემ 👩‍🏫👩‍🏫 🌟 ასეთი შეხვედრები თითოეულ მოსწავლეს 📚 უმაღლებს ცოდნას, 🤝 მიღებული ცოდნის გაზიარების უნარს, 🚀 მოტივაციას და 😊 ურთიერთობებს უფრო სახალისოს და მეგობრულს ხდის 💖

          • 📸✨ ციფრულ მუზეუმში 🏛️

          •  

            მე-4 ა და მე-4 ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ციფრულ მუზეუმს, სადაც დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს 🎬🌍

            👀 მათ ნახეს ფილმი დედამიწის დაბადება“, სადაც გაცოცხლდა ჩვენი პლანეტის წარმოშობა — 💫 კოსმოსი, 🌋 ლავა, 💦 აორთქლებული წყალი, 🌱 პირველი მცენარეები და 🐾 ცოცხალი არსებების გაჩენა.

            🎭 შემდეგ მოსწავლეებმა ციფრული ტექნოლოგიით შექმნილი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები ხმელი წიფელი“ იხილეს .💡 ვიზიტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე და გააღრმავა მათი ინტერესი ტექნოლოგიებისა და კულტურის მიმართ.🤩💙

            #ქართულ-გერმანულისკოლასხივი

            #სკოლასხივი

            #ციფრულიმუზეუმი

            #ვაჟაფშაველა

            #დედამიწისდაბადება

            #ინოვაცია

            #კულტურა

            #მოსწავლეები

            #შთაბეჭდილება

          • 🎉 ჩვენი მოსწავლეების წარმატებები!

          •  

                     ჩვენი მოსწავლეები გვახარებენ თავიანთი მიღწევებით საერთაშორისო და ეროვნული მასშტაბით

            თურქული ენის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე  მიღწეული წარმატებისათვის  დაჯილდოვდნენ

            🏅 იკოლოზ თოდრიაI ადგილი

            🏅 გიორგი გეფერიძე -  I ადგილი

            🏅 ანდრია მესხი- II ადგილი

             გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესსეების კონკურსში ,,26 მაისი-გზა თავისუფლებისკენ“  ქართულენოვან ნაშრომში  მიწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა

            🏅 ქეთი შუბლაძე  -  II ადგილი

            👏 წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს! 📚

          • 🎓 როცა სწავლა სახალისოა!

          •  

            🎓VII ა და VII ბ კლასის მოსწავლეებმა პრეისტორიული ხანის შესწავლის შემდეგ, გაკვეთილი ნამდვილ  არქეოლოგიურ ექსპედიციად აქციეს! მათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ შექმნეს პრეისტორიული მოდელები — ქვის იარაღები, თიხის ჭურჭელი, გამოქვაბულის ხელოვნების იმიტაციები და სხვა საინტერესო ნივთები, რომლებიც კლასში პატარა მუზეუმად იქცა.

            🔍 მოსწავლეები თავად იყვნენ „არქეოლოგები“ — იკვლევდნენ, ქმნიდნენ, წარადგენდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს აღმოჩენებს. 🎨 თითოეული ნივთი ასახავდა იმ ეპოქის ცხოვრების სტილს, შრომის იარაღებსა და კულტურულ ნიშნებს.

          • ილუზიების მუზეუმში

          • 📅 2025 წლის 23 ოქტომბერს VI(ა) და VII(ბ) კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან — 👩‍🏫 შორენა ჯავახიშვილთან და 👩‍🏫 ანა მარგველაშვილთან ერთად — ეწვივნენ ილუზიების მუზეუმს. 

            🏛️ ილუზიების მუზეუმი — ეს არის ინტერაქტიული და არასტანდარტული სივრცე, სადაც მეცნიერება 🎓, ხელოვნება 🎨 და თამაში 🎲 ერთიანდება. მოსწავლეებმა იხილეს მრავალი საოცარი ექსპონატი: 
            🔹 Ames Room — სადაც ერთი ნაბიჯით გიგანტი ხდები, მეორეით კი ჯუჯა; 
            🔹 Vortex Tunnel — გვირაბი, რომელიც თავბრუს გახვევს და სივრცის აღქმას ცვლის; 
            🔹 Rotated Room — ოთახი, სადაც ყველაფერი თავდაყირაა და გეგონება, ჭერზე დადიხარ; 
            🔹 Head on the Platter და The Chair Illusion — სადაც თვალს ატყუებ და ხედავ შეუძლებელს. 

            🧩 მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფაზლებისა და დიდაქტიკური თამაშების ამოხსნაში, რაც ავითარებდა მათ გონებრივ სიმახვილეს, დაკვირვების უნარს და მოთმინებას. ექსპონატები დაფუძნებულია მათემატიკაზე ➕, ბიოლოგიაზე 🧬, ფსიქოლოგიაზე 🧠 და მეცნიერებაზე 🔬, რაც ვიზიტს შემეცნებით მნიშვნელობას ანიჭებს. 

            🌈 მუზეუმის დასასრულს ბავშვები ესტუმრნენ ახლად გახსნილ ჰოლოზეუმს — ციფრული ხელოვნების საოცარ სამყაროს, სადაც მრავალგანზომილებიანი პროექციებით გაცოცხლდა 🎨 ვინსენტ ვან გოგის ლეგენდარული ნამუშევრები. მათ შეძლეს მხატვრის ფერად სამყაროში „შეტარება“ და ხელოვნების სხვა განზომილებაში მოგზაურობა. 

            😊 ვიზიტი დასრულდა დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით — მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ აღფრთოვანებულნი, ახალი ცოდნითა და ინსპირაციით სავსე. 🌟

             

          • 🌍 CAUMUN 2025 წარმატებით დასრულდა!

          •   🌍 2025 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა კავკასიაში პირველი რეგიონული გაეროს მოდელირების კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება.

              სასიხარულოა, რომ 2 ჯილდო ქართულ-გერმანული სკოლა სხივს ერგო. სხიველებმა გამოიჩინეს ლიდერობის, დიპლომატიის, გუნდურობის უნარი და ნოვატორული იდეები მიაწოდეს კონფერენციის მონაწილეებს.

            ქეთი შუბლაძე - პატივცემული დელეგატი

            .ნუცა შუბლაძე - საუკეთესო ჟურნალისტი.

            ​​​​​​​ეს არის დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სხივის მოსწავლეები ტოლს არ უდებენ კავკასიის რეგიონში მოსწავლე-ახალგაზრდებს.

            🌍 კავკასიაში პირველი რეგიონალური გაეროს მოდელირების კონფერენცია აერთიანებდა 400-ზე მეტ დელეგატს.3 დღის განმავლობაში, 20 კომიტეტში ახალგაზრდები მსჯელობდნენ თემაზე - World in Crisis - მუშაობდნენ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებზე.#CAUMUN2025

          • ✨ ენობრივი უნარების გაძლიერება პროექტით: My Favourite Animal

          • 🐾 4 ა და ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი — “My Favourite Animal” 🐶🐱🐰🎤 ყველა მოსწავლემ ძალიან საინტერესოდ დაახასიათა თავისი საყვარელი ცხოველი — ზოგი 🐘 სპილოზე საუბრობდა, ზოგი 🦁 ლომზე, ზოგი კი 🐢 კუსა და 🐦 ჩიტებზე!🗣️ პრეზენტაციის დროს ბავშვებმა გამოიყენეს ახალი სიტყვები, გამოთქვამდნენ აზრებს ნათლად და თავდაჯერებულად ინგლისურ ენაზე 🇬🇧✨📚 ასეთი სახის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ენობრივი უნარების განვითარებისთვის — ხელს უწყობს ლექსიკის გამდიდრებას, კომუნიკაციის გაძლიერებას და თვითგამოხატვას 💬🌱

          • გაკვეთილი მეფეზე, რომელმაც ეპოქა შექმნა

          • 📜 როდესაც ეპიტაფიაზე ვსაუბრობთ, ვინ უნდა გაგვახსენდეს თუ არა დავით მეოთხე აღმაშენებელი. ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს’’ (არსენ იყალთოელი)

            👩‍🏫 მე-9 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად საინტერესო გაკვეთილი დაგეგმეს და ჩაატარეს. 📊 პრეზენტაციის ჩეკლისტებით, თემაზე დავით აღმაშენებელი, კი ერთამნეთს დიდებული მეფის ცხოვრება, მოღვაწეობა, კულტურული და სახელმწიფოებრივი რეფორმები გაახსენეს. 🗣️ ისაუბრეს მის ღვაწლსა და მნიშვნელობაზე.

            #🎨კულტურა

            #📚ისტორია

            #✒️ლიტერატურა

            #🔍ანალიზი

            #📈შეფასება

            #💬ინტერპრეტაცია

          • 😊 ღიმილის დღე III ა კლასში

          • 😊 ღიმილის დღე 😊 აღინიშნა III ა კლასში. ამ დღის აღნიშვნის მიზანი იყო სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება 🎨, მეგობრული 🤝, მხიარული 😄, პოზიტიური განწყობისა და გარემოს შექმნა კლასში 🌈. მოსწავლეების ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა 🎭. ღიმილის დღის აქტივობები: • „რა მაბედნიერებს?“ 😊• დახატე შენი ღიმილი 🎨• კეთილი სიტყვების ბარათები 💌• ღიმილიანი ფოტოსესია 📸• „ღიმილის ნამცხვრები“ 🍪• ზღაპრის დრო 📖• ღიმილის კედელი 🧱😊აქტივობების ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს რა აბედნიერებთ მათ 💬, მოსწავლეთა პასუხებით შეიქმნა „ღიმილის ღრუბელი“ ☁️😊.დახატეს საკუთარი პორტრეტები 🖼️, გამოფინეს და უპასუხეს კითხვას „რა იწვევს ჩემს ღიმილს?“ 😄ბარათებზე დაწერილი კომპლიმენტები გაცვალეს „ღიმილის ფოსტით~ 💌😊გადაიღეს სახალისო ფოტოები 📷😆გააფორმეს და დააგემოვნეს ღიმილის ფორმის ტკბილეული 🍭😁წაიკითხეს ზღაპარი „შიშველი მეფე“ 👑📚. გამოფინეს საკუთარი ნახატები და ბარათები 🎨💌ბოლოს კი შეაჯამეს დღე 🗣️, ყველამ ისაუბრა საკუთარ განწყობაზე 😊, დღის შთაბეჭდილებებზე 🌟 🎉

          • 📝 საუბარი აქტუალურ თემებზე

          • VII ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმუშავეს პროექტზე, სადაც მოამზადეს სტატია და ისაუბრეს ზოგად თემებზე, რომლებიც მათი თაობისთვის აქტუალურია.

            მათ წარადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს ციფრული ტექნოლოგიების როლზე, სოციალურ ქსელებზე, AI-ზე, დროის სწორად განაწილებასა და გარემოს დაცვის საკითხებზე. მოსწავლეებმა შეადგინეს სტატიები, სადაც გამოარჩიეს მთავარი საკითხები, მათ ისაუბრეს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, მათ ერთმანეთს კითხვებიც დაუსვეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში აზრებიც გაცვალეს.

          • 🎉 გილოცავთ

          • 🎉 ძვირფასო კურსდამთავრებულებო ,გილოცავთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას! 🎓🌟 გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!🌟წინ დიდი გზაა – სავსე ოცნებებით და მათი ახდენის შესაძლებლობით! ჩვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენი მიღწევებით! ❤️

          • ✨ მეჰმეთ აქიფ ქოჩის წარმატება საერთაშორისო გამოცდაზე!

          • 📚✨ ვულოცავთ ჩვენს XI კლასის მოსწავლეს — მეჰმეთ აქიფ ქოჩს, რომელმაც AP European History გამოცდაზე მიიღო მაღალი ქულა — 4!

            📖 ეს გამოცდა კოლეჯის დონის სირთულისაა და მას აშშ-ისა და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები აღიარებენ. აღნიშნული შედეგი აქიფს საშუალებას მისცემს მომავალში მიიღოს კოლეჯის კრედიტები ან გამოტოვოს გარკვეული საგნები უნივერსიტეტში სწავლის დროს.

            🌍 ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სკოლის ხარისხიან განათლებასა და მოსწავლეების ძლიერ აკადემიურ მზადყოფნას.

            💙 გისურვებთ მომავალ წარმატებებს, აქიფ!

            !#სკოლისსახელი

            #APExam 

            #ამაყივართ

            #ახალგაზრდულიენერგია

            #განათლება

            #საერთაშორისოწარმატება

          • 🎭 პატარა პრინცი – IV ა კლასის ემოციური სპექტაკლი

          • მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა 👧👦 ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი 🎭 "პატარა პრინცი" – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის კლასიკად ქცეული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით 📖✨.

            "პატარა პრინცი" ბავშვური სიწრფელით 💫 გვაჩვენებს ზრდასრულთა სამყაროს 🌍, გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი ღირებულებები 💖, მეგობრობა 🤝 და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე, ვინც გვიყვარს ❤️.

            ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ მნიშვნელოვანი ამბის სცენაზე გადმოცემას 👏 – მათ მოახერხეს სათანადო ემოციებისა 😊😢 და მესიჯების მაყურებლამდე მიტანა 🎤 და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თვალით უხილავი ხშირად ყველაზე ძვირფასია 👀❌💎.

          • პედაგოგების ექსკურსია ბეშუმში 📍

          • წლის ბოლოს, ჩვენმა სკოლამ ტრადიციულად გამართა პედაგოგების ერთობლივი ექსკურსია, ბეშუმში. ექსკურსია მიზნად ისახავდა გუნდური სულისკვეთების გაღრმავებასა და პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობას არაფორმალურ გარემოში. მოგზაურობამ ხელი შეუწყო როგორც პიროვნულ, ისე კოლექტიურ მოტივაციას ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ.მადლობა თითოეულს ამ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის! 💚#სხივი #პედაგოგები #ბეშუმი2025 #სკოლაგუნდია #სასწავლოწელიდასრულდა

          • 🏫✨ ვემზადებით  ახალი სასწავლო წლისთვის!

          • 🏫✨ ვემზადებით  ახალი სასწავლო წლისთვის!

            ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და მალე ახალი სასწავლო წლისთვის   სრულიად განახლებულ, თანამედროვე და კვლავ თბილ გარემოში შეგხვდებით. 

            🎥 წარმოგიდგენთ დიზაინის კონცეფციას, რომელიც ახალ სასწავლო წელს დაგვხვდებათ — სივრცე, სადაც განათლება, სითბო და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის.

            🔧 სულ მალე ეს იდეა რეალობად იქცევა.

            #განახლებულისკოლა

            #სწავლისთვისმზად

            #მომავლისგარემო

            #სწავლაინსპირაციით