სიახლეები

          • 🎉 ჩვენი მოსწავლის წარმატება!

          • 🎉 ჩვენი მოსწავლის წარმატება!სსიპ–გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ესსეების კონკურსში, ჩვენი სკოლის მოსწავლემ ქეთი შუბლაძემ 🖋 თავისი ნაშრომით მეორე ადგილი დაიკავა!📄 მისი ესსე შეფასდა კომისიის მიერ და იგი დაჯილდოვდება სერტიფიკატით და ფასიანი საჩუქრით.გილოცავთ ქეთი! 👏 წარმატებები შემოქმედებით გზაზე! 🌟

          • 🎉 ,,მომავლის სხივების " მხიარული ზეიმი

          • 🎉 დღეს ჩვენი სკოლის დარბაზი განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით აივსო —,, მომავლის სხივიების " ჯგუფის აღსაზრდელებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს! 🎓👧🧒 პატარები ლამაზ ფორმებში გამოწყობილები დიდ ემოციებს გვიზიარებდნენ – ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თავიანთი მიღწევებით ამაყად გვაჩვენებდნენ, როგორ გაიზარდნენ.📚 წინ ბედნიერი არდადეგებია-💛გისურვებთ დაუვიწყარ ზაფხულს, მრავალ ღიმილს და საინტერესო შემოქმედებით დღეებს!🌟 💛📚

          • 🎭 პატარა პრინცი – IV ა კლასის ემოციური სპექტაკლი

          • მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა 👧👦 ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი 🎭 "პატარა პრინცი" – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის კლასიკად ქცეული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით 📖✨.

            "პატარა პრინცი" ბავშვური სიწრფელით 💫 გვაჩვენებს ზრდასრულთა სამყაროს 🌍, გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი ღირებულებები 💖, მეგობრობა 🤝 და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე, ვინც გვიყვარს ❤️.

            ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ მნიშვნელოვანი ამბის სცენაზე გადმოცემას 👏 – მათ მოახერხეს სათანადო ემოციებისა 😊😢 და მესიჯების მაყურებლამდე მიტანა 🎤 და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თვალით უხილავი ხშირად ყველაზე ძვირფასია 👀❌💎.

          • 🎭 ჩვენი სპექტაკლი – რწყილი და ჭიანჭველა🐜🦗

          • 🎭 ჩვენი სპექტაკლი – "რწყილი და ჭიანჭველა" 🐜🦗

            IV და I კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხიარული და ფერადი სპექტაკლი 🎉
            "რწყილი და ჭიანჭველა" — 

            სპექტაკლი გვასწავლის, რომ მეგობრობა და თანადგომა ყველაზე მთავარია 💖🤝

            პატარა მსახიობებმა გულით ითამაშეს და  მაყურებელს საოცარი შესრულება  შესთავაზეს. თავად კი მხურვალე ოვაციები და აბლოდისმენტები დაიმსახურეს😊🌟

            ეს იყო ნამდვილი თავგადასავალი! 
             
            მადლობა ჩვენს პატარა ვარსკვლავებს ! 🌈

          • ✨მეგობრობა იწყება აქ – პატარების დაუვიწყარი დღე სკოლაში!

          • 🎉 დღეს ჩვენს სკოლას განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა — საბავშვო ბაღების უნიჭიერესი აღსაზრდელები! 🧒👧 ქართულ-ევროპული ბაღი Georgian-European Nursery ბაგა-ბაღი "ნებიერა" ბაგა-ბაღი ,,ფერიები'' საბავშვო ბაღი მომავალი First Step Kindergarten • საბავშვო ბაღი პირველი ნაბიჯი საბავშვო ბაღი Familyჩვენმა სკოლამ მათთვის მოაწყო სახალისო და შემეცნებითი თამაშები, რაც დიდი სიხარულით, ჟრიამულითა და ენთუზიაზმით წარიმართა. 🌈🎲✨ ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით🏅ეს დღე კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ მეგობრობა, თანამშრომლობა და სიყვარული უმნიშვნელოვანესია. 💛#სკოლა #მეგობრობა #პატარებისდღე #თვითმმართველობა #საზოგადოებრივიაქტივობა #ღირებულებები #სითბო #განათლება

          • 🎭✨ სიბრძნე სიცრუისა – თეატრალური წარმოდგენა

          • 🎭✨ „სიბრძნე სიცრუისა“ – III ა კლასის თეატრალური წარმოდგენა✨🎭

            განსაკუთრებული დღე გვაჩუქა III ა კლასის პატარა მსახიობებმა – მათ სცენაზე წარმოგვიდგინეს სპექტაკლი „სიბრძნე სიცრუისა“, რომელიც აგებული იყო ყველასთვის საყვარელი და ბავშვობიდანვე ნაცნობი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებზე.

            💫 გულწრფელობამ, გულმოდგინებამ და ბავშვურმა ემოციებმა სცენაზე შექმნა ჯადოსნური გარემო, ბავშვებმა საოცარი სიზუსტითა და ემოციურობით გადმოსცეს იმ იგავების ძირითადი აზრი, რომლებიც საუკუნეების წინ თავად საბამ დაწერა – მაგრამ დღესაც ისეთივე აქტუალური და საჭირო გზავნილებია.

            🌿 სპექტაკლის თითოეული ეპიზოდი იყო მოწოდება სიბრძნისკენ, ღირებულებებისკენ და უკეთესი სამყაროსკენ. პატარებმა თავიანთი თამაშით შეგვახსნეს, რომ სიმართლე, სიკეთე, გონიერება და სამართლიანობა ის ძირითადი ფასეულობებია, რომლებიც ყველა თაობამ უნდა შეინარჩუნოს და მომავალ თაობებს გადასცეს.

            💖 სიბრძნე ყოველთვის ჩვენთან არის — უბრალოდ საჭიროა, რომ გავიღოთ გულის კარი, მოვუსმინოთ და გავიგოთ მისი ხმა. სწორედ ეს ხმა ჟღერდა დღეს ბავშვების სიტყვებსა და თვალებში.

            დიდი მადლობა ჩვენს III ა კლასელებს, მათი მასწავლებლებისა და ყველა იმ ადამიანის შრომისთვის, ვინც ეს  დაუვიწყარი დღე გვაჩუქა! 🌟
            ეს იყო არა მხოლოდ სპექტაკლი, არამედ ცხოვრების გაკვეთილი — მარტივი სიტყვებით გადმოცემული უდიდესი სიბრძნე.

          • 🤝საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 2025

          •  

            ივნისის დასაწყისში ჩვენს სკოლაში ჩატარდა ტრადიციად ქცეული ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებს და მშობლებს წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, სახლში დამზადებული კერძები და დესერტი.

            საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა გადაეცა ხელმოკლე ოჯახებს. მოსწავლეები თავიანთი კლასების დახლებზე გამოფენილი ნივთების გაყიდვისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რასაც ხალისი შეჰქონდა ამ ყველაფერში.

            ამ აქტივობას მუსიკალური გაფორმებით ამშვენებდა ჩვენი სკოლის ბენდი, რომელიც წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია .

          • ✨ ბუნების მგოსნები – ვაჟას პერსონაჟები სცენაზე

          •  

            ✨ „ბუნების მგოსნები“ – ვაჟას პერსონაჟები სცენაზე ✨რა შეიძლება იყოს უფრო შთამაგონებელი, ვიდრე ბავშვების ემოციებით სავსე შემოქმედება, რომელიც სცენაზე აცოცხლებს ვაჟა-ფშაველას უკვდავ სამყაროს? მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი წარმოდგენა შემოგვთავაზეს, სადაც ბუნების სილამაზე, პოეზია, სიმღერა და ცეკვა გაერთიანდა.პატარა მსახიობებმა სცენაზე გააცოცხლეს ვაჟას უკვდავი პერსონაჟები – შვლის ნუკრი, ჩხიკვი ქეთევანი, ზაქარა, არწივი, ია, წყარო და სხვა. თითოეული გმირი ბავშვების გრძნობებითა და წარმოსახვით გაცოცხლდა, თითქოს თავად ბუნება ალაპარაკდა მათი ხმით.მაყურებელმა ამ საოცარ სამყაროში იმოგზაურა – სამყაროში, სადაც სიყვარული, მეგობრობა და ბუნების სიწმინდე მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს. სცენაზე გაჟღერდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა და ბუნების სიყვარული.ეს იყო არა მხოლოდ სპექტაკლი, არამედ სულის ზეიმი, ბუნების ჰანგი, ვაჟას უკვდავი სიტყვების გაცოცხლება. ბავშვებმა სასწავლო წელი პოზიტიური ემოციებით დაასრულეს, მაყურებელს კი დაუვიწყარი მოგონებები აჩუქეს.💚🌿🎭

            #სხიველები

            #ბუნებისმგოსნები

            #ვაჟაფშაველა

            #სკოლისსპექტაკლი

            #მე3ბკლასი

            #ბავშვებისშემოქმედება

            #სასწავლოწლისდასასრული

          • მოგზაურობა ბუნებაში – ფუტკრების სამყაროში 🐝🌿

          • 🐝🐝 სოფლის ტურიზმი, საინტერესო, შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული მეფუტკრეობის გაკვეთილი მშობლებთან და კლასის ხელმძღვანელთან ბელა მოლაშხიასთან ერთად - II ა კლასის მოსწავლეების ექსკურსია Chventan • ჩვენთან.🐝🐝 ექსკურსია მოიცავდა ოჯახურ და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ღია გასართობ სივრცეს ბავშვებისთვის, გაკვეთილს - ფუტკრების ცხოვრების და ბუნების დაცვის შესახებ, არტ-თერაპიას, თაფლის დაწურვის მასტერკლასს.🐝🐝დღის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ სერტიფიკატები და თავიანთი ხელით დაწურული თაფლი.🐝🐝მხიარული დასვენებით, ოჯახური სითბოთი და სიყვარულით გამთბარი ერთი ლამაზი დღე აჩუქეს პატარებს ჩვენმა საოცრად ყურადღებიანმა, გულთბილმა და კეთილმა მასპინძლებმა. უღრმესი მადლობა მათ სასიამოვნოდ გატარებული დღისთვის.

          • 🎭 ინგლისურენოვანი სპექტაკლი – „პიტერ პენი“, მე-5ბ კლასში

          • 🎭 4 ივნისს მე-5 კლასში გაიმართა სპექტაკლი ინგლისურ ენაზე „პიტერ პენი“, რომელიც მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ წაკითხული.
            სპექტაკლის სიუჟეტმა ბავშვები კიდევ ერთხელ გადაიყვანა ჯადოსნურ სამყაროში, სადაც არასოდეს იზრდებიან, და სადაც თავგადასავლები, ფანტაზია და გამბედაობა ერთმანეთს ერწყმის.

            🎭სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარი განვითარება, ასევე სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგენა, სხვადასხვა როლის მორგება და განსახიერება.🎭

            🎭 ეს წარმოდგენა იყო არამხოლოდ წიგნიდან სცენამდე გადატანილი ზღაპარი, არამედ ბავშვური ოცნებებისა და შემოქმედებითი თავისუფლების დღესასწაული

          • 📚 IV ბ კლასი სტუმრად რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმში

          • 📚 IV კლასი სტუმრად იმყოფებოდა რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმში, ხაშმში.
            ეს გამორჩეული და მნიშვნელობით დატვირთული საგანმანათლებლო ვიზიტი მოსწავლეებისთვის.

            📖 რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი განსაკუთრებული სივრცეა, რომელიც არა მხოლოდ დიდი მწერლის პიროვნებასა და შემოქმედებას აცოცხლებს, არამედ სულიერ სიმშვიდესა და ლიტერატურულ ატმოსფეროსაც ქმნის. აქ ყველაფერს — უბრალო, მყუდრო ოთახებიდან დაწყებული, მწერლის ხელნაწერებითა და პირადი ნივთებით დასრულებული — გასდევს სიფაქიზე, სიღრმე და რწმენა იმისა, რომ სიტყვას ძალა აქვს.

            🖋 მუზეუმის გარემო თითქოს დროის მანქანაა — აქ ბავშვებმა შეიგრძნეს მწერლის ეპოქა, მისი ყოველდღიურობა და ის ემოციური სამყარო, რომელსაც რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობებში ქმნიდა. მათი თვალწინ გაცოცხლდა ნაწარმოებების სული, რაც პატივისცემითა და აღტაცებით იყო განმსჭვალული.

            🌿 ხაშმის სიმშვიდეში ჩაკარგული ეს მუზეუმი დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს, როგორც კულტურული კერა, სადაც ლიტერატურა, მოგონებები და ქართული სულის ღირებულებები ჰარმონიულად თანაარსებობს.

            🌟 IV ბ კლასის ვიზიტი ამ ადგილას მხოლოდ ექსკურსია არ ყოფილა — ეს იყო სულიერი მოგზაურობა, რომელმაც თითოეული მოსწავლის გულში ლიტერატურის სიყვარული კიდევ უფრო გააღვიძა.

             

          • 🥰 VI ბ კლასის დაუვიწყარი პიკნიკი! 🌳

          • 🥰 VI ბ კლასის დაუვიწყარი პიკნიკი! 🌳

            ☀️მზიან და ხალისიან ამინდში VI ბ კლასმა პიკნიკზე მართლაც დაუვიწყარი დღე გაატარა! 🧺მეგობრებთან ერთად თამაშით, სიცილით, სიმღერითა და მხიარული აქტივობებით სავსე დღემ ყველას დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა.💚 ასეთი დღეები ქმნის ლამაზ მოგონებებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება. 💚

          • 🎉 სახალისო ვიქტორინა I კლასში

          • 📅 5 ივნისს ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივიში“ ☀️1-ლ კლასში, დამრიგებელ ეკა ლომთათიძის ხელმძღვანელობით 👩‍🏫, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა 🧠🎉🎈 ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში 🤩🙋‍♂️🙋‍♀️🔍 შეჯიბრი მოიცავდა საინტერესო და შემეცნებით დავალებებს 📚🧩,რომელშიც ბვშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ ❤️მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებს, ასრულებდნენ დავალებებს 📝✅ და ამ პროცესში გამოავლინეს საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები 🌟👏🎊 ასეთი ღონისძიებები კიდევ უფრო ზრდის ბავშვების მოტივაციას, თვითშეფასებას და ინტერესს სწავლისადმი 📖💡🏅🌈💖#სკოლასხივი #პირველკლასელები #ვიქტორინა #სწავლაშეხალისებით #შემეცნებითიაქტივობა #მოტივაცია #ნიჭიერიბავშვები 🌟😊

          • ♟ V კლასის ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ❤️ ქართულ-გერმანულ სკოლა “სხივში” დასრულდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.♟️შეჯიბრში მონაწილეობდნენ V ა და V ბ კლასების მოსწავლეები.

            🎉 საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

            ♟♟♟ საბოლოო შედეგები: ♟♟♟

            🏆 I ადგილი:• მათე გელაშვილი (V ბ)• მათე შუბლაძე (V ა)• რავილ ყურბანოვი (V ბ)• ლეილა ქარაბაღლი (V ბ)• ეკატერინე ღუჭაშვილი (V ბ)

            🥈 II ადგილი:• ნიკოლოზ რობაქიძე (V ბ)• ანასტასია ვახანია (Vბ)• რეგაიბ ნაბიევი (V ა)

            🥉 III ადგილი:• ბურჰან ეგელი (V ბ)• აიშე ესილა ემრე (V ბ)• ჯამილა აღაევა (V ა)

            🎊 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში!#ითამაშეჭადრაკი #სკოლა_სხივი #ჭადრაკისჩემპიონატი

          • მეცხრე კლასის მოსწავლეების დაუვიწყარი დღე იმერეთში 💫

          •  

            ჩვენი მეცხრე კლასის მოსწავლეები , დამრიგებელთან და მშობლებთან ერთდ დაუვიწყარ ექსკურსიაზე გაემგზავრნენ იმერეთის რეგიონში 🌄. მათ საოცარი ბუნებრივი ძეგლები მოინახულეს — სათაფლიის ნაკრძალი 🦖 და პრომეთეს მღვიმე 🕯️, სადაც არა მხოლოდ ულამაზესი სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით დატკბნენ, არამედ დინოზავრის ნაკვალევიც იხილეს, რაც ნამდვილმა პატარა მკვლევრებმა დიდი ინტერესით შეისწავლეს 🔍✨

               დღე სავსე იყო სიხარულით, თამაშითა და მეგობრობით 🤸‍♀️🤗. საღამოს კი მოსწავლეები პიკნიკზე შეიკრიბნენ,  გემრიელად ივახშმეს, ითამაშეს და  იმხიარულეს 🧺🔥🎶

            ასეთი დღეები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მეგობრობას, გუნდურობასა და პოზიტიურ ემოციებს აძლიერებს 💛

            #იმერეთი #სათაფლია #პრომეთესმღვიმე #მოგზაურობა #სკოლისექსკურსია #მეგობრობა #სწავლასაზღვრებსგარსცდება

          • II ბ კლასის პიკნიკი

          • მე-2 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ პიკნიკზე. ბავშვებმა 😄, მხიარულად გაატარეს დრო მეგობრებთან ერთად 👧🧒ითამაშეს სხვადასხვა თამაშები 🎯🤸 და დრო ხალისიანად გაატარეს 🛡️. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში მეგობრობისა 🤝 და გუნდური სულისკვეთების 💪 გაღრმავება, ბუნების სიყვარულისა 🌳 და დასვენების კულტურის განვითარება 🧘. ბავშვებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ყველა აქტივობაში 😍, რაც მათთვის დაუვიწყარ და ემოციურ დღედ იქცა 💫📸.

          • III ბ კლასის პიკნიკი

          • 29 მაისს მე-3ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი და სკოლის პედაგოგები იმყოფებოდნენ პიკნიკზე 🧺🌞. ბავშვებმა იმხიარულეს 😄, ითამაშეს ⚽🎯, ისიამოვნეს 🎉, დატკბნენ ბუნების სილამაზით 🌳🌸. პიკნიკმა ხელი შეუწყო ბავშვების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას 🤝 და კლასის ერთიანობის გაძლიერებას ❤️👫.

          • მე-3 ა კლასის პიკნიკი

          • მე-3ა  კლასის მოსწავლეები, სკოლის ხელშეწყობით  იმყოფებოდნენ პიკნიკზე.ბავშვებმა მხიარულად გაატარეს დრო. მათ ითამაშეს სხვადასხვა თამაშები, ისიამოვნეს სუფთა ჰაერით პიკნიკმა ხელი შეუწყო ბავშვების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და კლასის ერთიანობის გაძლიერებას.

          • 🇬🇪♥️ VII კლასების ექსკურსია უფლისციხეში

          • 🇬🇪♥️🇬🇪♥️🇬🇪♥️

            ,,უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი 

            არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,

            არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი 

            არ გამაჩნია!

            #მურმანლებანიძე

            🩶💭 უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, მუზეუმ-ნაკრძალი მე-7 კლასელებისთვისაც ძალიან სინტერესო ისტორიულ-არქიტექტურული აღმოჩენა გახდა. ⌛️🖇️ მოსწავლეებმა გიდის დახმარებით შეიტყვეს, რომ ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მივყავართ, გალავანი და ა.შ.

            💬📣 მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა მუზეუმის გიდიც, რომელმაც ბავშვებს უძველესი აღნოჩენილი ნივთების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისათვის უფლისციხე ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

            ♥️🏰 ექსკურსიის დასასრულს ბავშვები ესტუმრნენ შატო უფლისციხეს, სადაც უგემრიელესი ქართული კერძები დააგემოვნეს და შატოს ულამაზესი ეზოს მიუხედავად ბურთით თამაშიც მოახერხეს.

            🙌🏻🥰❤️ მეგობრებმა ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, სიმბოლურად მიულოცეს დაბადების დღეც.

            #ექსკურსია

            #დასამახსოვრებელიდღე

            #ბავშვებიბავშვებისთვის

            #აქტივობარომელიცღირებულია

            ❤️🎈♥️🎈♥️🎈♥️🎈