• 📌 V კლასის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ-ექსპერიმენტორიუმში

          •   ეს დღე ჩვენს მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ, რადგან შემეცნებით და მხიარულ მუზეუმში  დაათვალიერეს 80-ზე მეტი ექპონატი, რომლებიც ახდენენ მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ანატომიის კანონების დემონსტრირებას. მათ ასევე  მონაწილეობა მიიღეს სახალისო ქიმიურ ცდებსა და ექსპერიმენტებში.

          • 📌 ილუზიების მუზეუმში

          •  

              IX  კლასის მოსწავლეები მათემატიკის პედაგოგ შორენა ჯავახიშვილთან ერთად ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ.

            მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა  და  მოსწავლეთა ჩართულობისათვის, რომელიც აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს.

             ილუზიების მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ ოპტიკური, ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ილუზიის არსს. დაათვალიერეს  ილუზიების კანონზე დაფუძნებული მრავალი  ექსპონატი.

            ბავშვები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში.    

             

          • 🔷 გაეროს დღე სხივში

          • შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის XI ა/ბ კლასის მოსწავლეებმა 17 ოქტომბერს გამართეს კონფერენცია თემაზე:  ,,გაეროს მდგრადი  განვითარების 17 მიზანი”.

                        გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები გულისხმობს 17 მიზანს მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. გაერო მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წელს განისაზღვრა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე, კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

                        აღსანნიშნავია, რომ თითოეულ საკითხზე  ბავშვებმა წარმოადგინეს    ბევრი საინტერესო მასალა თუ როგორაა ჩართული მსოფლიო მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად.

            კონფერენციის ბოლოს იყო საინტერესო კითხვები, გაიმართა დებატებიც. დამსწრე საზოგადოება გაეცნო მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულების აქტუალობასა და აუცილებლობას თუ როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოების თითოეული წევრი.

          • 🔶 XI კლასის მოსწავლეები კულტურის ისტორიის მუზეუმში

          •  შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის XI ა/ბ კლასის მოსწავლეები  1  ნოემბერს  იმყოფებოდნენ  საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში.

                        მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა.

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელოვნების სასახლე, დაესწრენ შემეცნებით ლექციას თემაზე: ,,საქართველოს საზღვრების ნამდვილი ისტორია. ეს იყო  შემეცნებითი ლექცია ვორ-შოპი ახალი თაობისათვის, იმისათვის, რომ მათ მომავალში თავიანთი საქმითდა ცოდნით ღირსეული პასუხი გასცენ ოკუპაციას . ისინი ასევე გაეცვნენ რუკებს, ნახეს  უნიკალურ გამოცემები  და მოისმნე საქართველოს საზღვრების ისტორია.
            დაათვალიერეს ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური რუკების კოლექცია, უცხეოლი მოგზაურების მიერ შედგენილ ნახაზები, სადაც კარგად მოჩანს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ჭეშმარიტი ისტორია.
                  საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმი, ახალგაზრდებისათვის ძალიან საინტერესო და ბევრი ინფორმაციის მომცველი გახდა .