• 🎈✨ ფერადი სიტყვების ხე 🌳

          • 📖👩‍🏫ჩვენი I ბ კლასი კლსის მოსწავლეები თამაშ-თამაშით სწავლობენ ნასწავლი სიტყვების ამოკითხვას. 📖 "ფერადი სიტყვების ხე" 🌳 არის ინტერაქტიული თამაში, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის გაღრმავებაში და სიტყვების ამოკითხვაში. აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების ყურადღების კონცენტრაციას და ენის სწავლის პროცესის უფრო სახალისოდ და ეფექტურად წარმართვას. 🌳🎈📖

          • 20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა 🌍

          • 20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა. 🌍👶 ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იოანე მესხი გვეწვია სკოლაში. 🏫 მან თავისი პატარა დაიკოს, ქეთევან მესხის მეგობრებს, II ა კლასის მოსწავლეებს, გააცნო ბავშვთა უფლებები. 👧👦

            ბავშვებმა იოანესთან ერთად უყურეს ანიმაციებით გადმოცემულ ბავშვთა უფლებების კონვენციას და განიხილეს ბავშვთა უფლებები. 📽️🗣️ საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რატომაა აუცილებელი ბავშვებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები, ვინ უნდა იცავდეს ბავშვთა უფლებებს და როგორ შეუძლიათ თვითონ დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს, რომელთა უფლებებიც სათანადოდ არაა დაცული. 🤝

            საუბრის შემდეგ მეორეკლასელებმა ნახატებით წარმოადგინეს ბავშვთა უფლებები. 🎨🖼️ მადლობას ვუხდით იოანე მესხს სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. 🙏

          • 📚 მინი მუზეუმი სკოლაში

          • მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და კალმების მინი მუზეუმი მოაწყვეს სკოლის სააქტო დარბაზში. 📚✒️ „მუზეუმში“ გამოფენილი იყო საინტერესო წიგნები და კალმები. მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს გააცნეს მუზეუმში ქცევის წესები, მუზეუმის ფუნქცია, წარმოდგენილი წიგნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, წარუდგინეს ნოდარ დუმბაძის წიგნები და გააცნეს მისი ბიოგრაფია, მიაწოდეს ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, წარუდგინეს მათ „მინი მუზეუმში“ წარმოდგენილი ძველი წიგნები. 📖შემდეგ კი წარადგინეს წიგნები, რომლებიც მათ წაუკითხავთ, ურჩიეს დამთვალიერებლებს მათი წაკითხვა და წიგნებთან მეგობრობა. 📚💬 განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა „მუზეუმში“ წარმოდგენილმა კალმებმა. ✒️ დამთვალიერებლებმა თავადაც სცადეს კალმებითა და მელნით წერა. 🖋️ პროექტმა წარმატებით ჩაიარა. 🎉საგანი „მე და საზოგადოება“ პროექტი „მინი მუზეუმი საკლასო ოთახში“

          • 🥰 20 ნოემბერი ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეა

          •  

             

            ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია თითოეული ბავშვი. 🌟

            ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ჩვენს სკოლაში ტარდება უნიკალური აქტივობა – "ბავშვები მართავენ". ერთი დღით მოსწავლეები ირგებენ დირექტორის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლების როლს. ისინი ატარებენ გაკვეთილებს, მართავენ პროცესებს და იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ და გაითავისონ სკოლის ყოველდღიური საქმიანობა. 📚👩‍🏫

            ეს დღე მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ბავშვებისთვის. ისინი ავლენენ თავიანთ ლიდერულ უნარებს, კრეატიულობასა და პასუხისმგებლობას, სწავლობენ თანამშრომლობას და თვითრწმენას. 💡🤝

            ეს აქტივობა არამარტო სასიამოვნო და სახალისოა, არამედ ხელს უწყობს ბავშვებში თვითშეფასების ზრდას, თანამშრომლობისა და პიროვნული უნარების განვითარებას. 🎉🌱

            ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სკოლა პირველ რიგში ბავშვების ბედნიერებისა და განვითარებისთვისაა! 💖🏫

          • ვირუსული ინფექციების პრევენციის ღონისძიებები

          •    ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, 16 ნოემბერს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.
            აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

            ასევე გაცნობებთ, რომ სკოლა (საკლასო ოთახები, სველი წერტილები და ა.შ) ყოველდღე სუფთავდება სადეზინფექციო ხსნარებთ. 

            გისურვებთ ჯანმრთელობას !

          • 📌 პროექტი „მინი მუზეუმი საკლასო ოთახში“

          • 📌 პროექტი „მინი მუზეუმი საკლასო ოთახში“ IVა და IVბ კლასებში გრძელდება.🥰 დღეს IV ბ კლასის მოსწავლეებმა „ხელოვნებისა და სპორტის საკლასო მუზეუმში“ უმასპინძლეს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეკლასელ დამთვალიერებლებს.🥰 ხელოვნებისა და სპორტის მუზეუმში წარმოდგენილი იყო როგორც IV ბ კლასის მოსწავლეების ნახატები, ნაძერწები, ასევე სკოლის სხვა მოსწავლეების ნამუშევრებიც. მუზეუმის მასპინძლებმა გაყიდეს ბილეთები, მოირგეს გიდის როლები, გააცნეს მუზეუმში ქცევის წესები და დაათვალიერებინეს მუზეუმში წარმოდგენილი „ექსპონატები“ სტუმრებს.„ხელოვნებისა და სპორტის მინიმუზეუმმა“ მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა.პედაგოგი ბ. მოლაშხია

          • 🔬როგორ ვითარდებოდა წარმოდგენები ატომის შესახებ

          • 🥰 ქართულ -გერმანული სკოლა სხივის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში მოამზადეს პროექტი "როგორ ვითარდებოდა წარმოდგენები ატომის შესახებ ". 💡📚 მათ ქრონოლოგიურად აღწერეს ის მეცნიერული აღმოჩენები, რომელთაც განაპირობეს ატომის შესახებ თეორიების განვითარება. 🧶ბერძენი ფილოსოფოსების: დემოკრიტე და ლევკიპოსით დაწყებული, რომლებმაც გამოთქვეს პირველი ვარაუდი, უმცირეს "განუყოფელ " ნაწილაკზე, 🧬 🔬 დროთაგანმავლობაში დაგროვდა მონაცემები ნივთიერებათა თვისებებსა და შედგენილობაზე, რასაც მოყვა სერია მეცნიერული კვლევებისა: ჯ.დალტონის ატომური თეორია, ტომსონის "ქიშმიშიანი" პუდინგის მოდელი, რეზერფორდის პლანეტარული მოდელი, ნილს ბორის პოსტულატები , ჩედვიკის მიერ ნეიტრონის აღმოჩენა, ზომერფილდის და შრედინგელის კვლევები, ეს არის ის ეტაპები ,რამაც მისცა ატომის აღნაგობას სრულყოფილი სახე.🧪🌡🔬🧪🌡🔬🧪🌡🔬🧪🌡🔬🧪🌡🔬🧪🌡🔬

          • 🍁 შემოდგომის მხიარული დღე ჩვენს სკოლაში

          • 🍁 შემოდგომის ერთი ლამაზი დღე განსაკუთრებით თბილი და სახალისო გამოდგა ჩვენი სკოლისათვის. 🌞 სტუმრად გვყავდა საბავშვო ბაღი ნებიერას 🌈, ქართულ-ევროპული ბაგა-ბაღის 🇬🇪🇪🇺, საბავშვო ბაგა-ბაღი მომავლის 🌟, საბავშვო ბაღი პირველი ნაბიჯისა 🚶‍♂️ და ფერიების სკოლამდელი ჯგუფის 🧚‍♀️ აღსაზრდელები, რომლებსაც მთელი დღე სიხარულსა და მხიარულებას ვუზიარებდით. 😊 ბავშვებისთვის მოვაწყვეთ გასართობი თამაშები და აქტივობები 🎉, რომელშიც მათთან ერთად ჩაერთნენ მშობლებიც 👨‍👩‍👧. ეს ყველა მონაწილეს მეტი სიახლოვისა და მხიარულების განცდას უქმნიდა. 🥳ჩვენი სკოლა ყველა მონაწილეს გემრიელი სადილით 🍽️ გაუმასპინძლდა. ბაღის აღსაზრდელებმა ბატუტზე ისრიალეს 🎈, პარალელურად კი შეეძლოთ მათთვის საყვარელი ბამბის ნაყინი 🍭 და პოპკორნი 🍿 მიერთვათ.დღის ბოლოს პატარა სტუმრები და ბაღების წარმომადგენლები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით 🎁 დავაჯილდოვეთ, რათა ეს დღე მათთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ✨დღე სავსე იყო ღიმილითა და სიხარულით. 😄დიდი მადლობა სტუმრებს ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის. 🙏ბაგა-ბაღი "ნებიერა" ქართულ-ევროპული ბაღი Georgian-European Nursery საბავშვო ბაღი მომავალი First Step Kindergarten • საბავშვო ბაღი პირველი ნაბიჯი ბაგა-ბაღი ,,ფერიები''

          • 🏛️მინიმუზეუმი საკლასო ოთახში

          • 📌 IV ა და IV ბ კლასებში მიმდინარებს პროექტი „ მინიმუზეუმი საკლასო ოთახში“.საგანი „მე და საზოგადოება“.👉ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა შეარჩიეს მუზეუმის სახეები „ფულის მუზეუმი“, „ წიგნისა და კალმების მუზეუმი“, „ქართული ხელოვნებისა და სპორტის მუზეუმი“.👉ჯგუფები 2 კვირის განმავლობაში აგროვებდნენ და ქმნიდნენ „ექსპონატებს“, ამზადებდნენ მუზეუმის აბრას, ბილეთებს.👉დღეს კი სკოლის დარბაზში IV ა კლასის მოსწავლეების მიერ მოწყობილმა „ფულის მუზეუმმა“. უმასპინძლა პირველ დამთვალიერებლებს II ა და V ა კლასების მოსწავლეებს.🏛️ ფულის მუზეუმში წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ მოძიებული ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან დღემდე და ასევე თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.✅ მოსწავლეებმა მოირგეს გიდის როლი და გააცნეს დამთვალიერებლებს მუზეუმში ქცევის წესები, წარუდგინეს ქართული ფულის ისტორია, დაათვალიერებინეს სხვადასხვა ქვეყნების მონეტები.👏 პროექტის წარდგენის პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, კმაყოფილები იყვნენ დამთვალიერებლებიც და მინი მუზეუმის „თანამშრომლებიც“.👏👏👏👏პედაგოგი ბელა მოლაშხია

          • 📌 ინტერვიუ ცნობილ პიროვნებასთან

          • 📌მე-10 ა კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე ,, ინტერვიუ ჩემს საყვარელ ცნობილ პიროვნებასთან". 📍 კლასში ,,სტუმრად ჰყავდათ" სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები, რომლებსაც შესწავლილი ლექსიკური მარაგის გამოყენებით მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. პრეზენტაციამ ხალისიანად ჩაიარა.

          • 🎭მოზარდ-მაყურებელთა თეატრში

          •       ჩვენი სკოლის მეორე და მესამე კლასების მოსწავლეები მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ეწვივნენ.

               მსგავსი ღონისძიებები ეხმარება ბავშვებს ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაში, აგრეთვე ხელს უწყობს ჯგუფურ აქტივობებში ჩართულობის გაზრდასა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

          • მე-6 ბ კლასის პრეზენტაციები

          • ავსტრალია- სახელმწიფო , რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში . სწორედ ამ ქვეყანაზე იმუშავეს მე-6 ბ კლასის მოსწავლეებმა და ინგლისურ ენაში ავსტრალიასა და მის მრავალფეროვნებაზე პრეზენტაციები წარადგინეს. პრეზენტაციებში განხილული თემები მოიცავდა ავსტრალიის გეოგრაფიას და ბუნებას , ისტორიას , კულტურას ,დემოგრაფიას. მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები იყო მრავალმხრივი და შემეცნებითი სახის.

          • 🥇ვულოცავთ 🎉

          • სადებიუტო ვოკალურ კონკურსზე ანასტასია თხელიძემ თავის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.  🥇🥇🥇🥇🥇🥇🥇🥇ვულოცავთ ანასტასიას შესანიშნავ მიღწევას, ესპანეთში გამართულ Fiestalonia 2024-ზე !ვუსურვებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს დიდი კარიერისა და კიდევ მრავალი წარმატების გზაზე!🥇🥇   საერთაშორისო ფესტივალი FIESTALONIA 2024 🇪🇸 ესპანეთი🥇🥇

          • 📌 ჯანსაღი ცხოვრება დიდხანს  ცხოვრების საწინდარია

          • მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით გერმანულ ენაზე შექმნეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები. მათ ერთმანეთს შეადარეს ორი ტიპის ადამიანის ცხოვრება: ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჯანსაღად და არაჯანსაღად. მოსწავლეებმა თემის ირგვლივ გამართეს დისკუსია და მსჯელობა, რომლის დასრულების შემდეგ ყველა შეთანხმდა ერთ საკითხზე - ჯანსაღი ცხოვრება დიდხანს  ცხოვრების საწინდარია.

          • 🦜პროექტი ინგლისურ ენაში

          • მე-7 ბ კლასის მოსწავლეების პროექტი ინგლისურ ენაში .

            თემა - ფრინველები. 

            მოსწავლეებმა დაამუშავეს მსოფლიოში გავრცელებული სხვადასხვა გამორჩეული ფრინველის შესახებ ინფორმაცია , შექმნეს პლაკატები და ნახატები, გაამრავალფეროვნეს ვიდეო მასალით და ზეპირმეტყველების სახით წარადგინეს კლასის წინაშე . პრეზენტაციები განსხვავებული, საინტერესო და მრავლისმომცემი ინფორმაციებით იყო გაჯერებული.