20 ნოემბერი მისალმების საერთაშორისო დღეა 🌍
👋მისალმების საერთაშორისო დღე დაწესდა პირადი ურთიერთობების გახალისების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო დაძაბულობის გასაპროტესტებლად.
✌️🕊️ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ურთიერთობები, რაც ასე გვაკლია ხშირად, მისალმებით და კეთილი სურვილებით იწყება!
😊💖ჩვენი სკოლის II ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ბელა მოლაშხიასთან და ინგლისური ენის მასწავლებელთან, ლალი ასლამაზაშვილთან ერთად, დაამზადეს პლაკატები ქართულ და ინგლისურ ენაზე და შეეცადნენ დილიდანვე ხალისიანი განწყობა შეექმნათ სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და გამვლელებისთვის. 🎨📜საკუთარი ხელით დამზადებული პლაკატებით სკოლის ფოიეში შეეგებნენ მომსვლელებს და მშვიდობიანი, ბედნიერი დღე უსურვეს მათ. შემდეგ კი გადაინაცვლეს სკოლის ჭიშკართან, მიესალმნენ გამვლელებს, მძღოლებს, მაღაზიებისა და საცხობების თანამშრომლებს. 🚶♂️🚗🏪ღიმილით და სიხარულით პასუხობდნენ გამვლელები, ლოცავდნენ და ესალმებოდნენ ბავშვებს. 😊🙏ხალისიანი, მეგობრული, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა იყო ამ აქტივობის მიზანი. თვითონაც გაიხარეს, იხალისეს, ბევრი კეთილი სურვილი მოისმინეს და სხვა ადამიანებიც გაახარეს მეორეკლასელებმა. 🎉💫