• 🎉სახალისო გაკვეთილი მე-6ა კლასში

          • უცხო ენების კვირეულის ფარგლებში მე-9 ბ კლასის მოსწავლეებმა მე-6ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო გაკვეთილი არტიკლებზე და პრეზენტაცია უილიამ შექსპირზე. 📚🎭 მე-9 კლასის მოსწავლეებმა უმცროს კლასელებს გააცნეს დრამატურგის ყველაზე ცნობილი პიესები და საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან. 📖🌟 აქტივობები გამოვიდა ძალიან სახალისო და საინტერესო. 🎉

          • 📚 მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს✨

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 📚✨

            მოსწავლეები სკოლაში ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც უამრავი საინტერესო და განსხვავებული წიგნი მოიძიეს. 📖💫

            სკოლის ბიბლიოთეკარმა მათ სხვადასხვა საყვარელი წიგნები და ავტორები გააცნო. ბავშვებმა წიგნების შესახებ თავიანთი აზრები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს  🗣️📚

            პატარა მკითხველებმა წიგნების კითხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და თავიანთი ემოციები არ დამალეს. 📚😊 ისინი დიდი ინტერესით ისმენდნენ და კითხულობდნენ, რაც კიდევ უფრო ახალისებდა წიგნის კითხვის პროცესს. 🌟

            ეს ღონისძიება არამარტო წიგნების კითხვის, არამედ ზოგადი ცოდნისა და ურთიერთობის განვითარების საშუალებასაც აძლევთ მოსწავლეებს. 📖💬

          • 📁პერსონაჟის დღიური - შემოქმედებითი პროდუქტი

          • პერსონაჟის დღიური - შემოქმედებითი პროდუქტი 

             მე-7 ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ,,HELLADOS” პერსონაჟების ხასიათი, ქცევა და ცხოვრება შეისწავლეს. ამის შემდეგ აირჩიეს საყვარელი პერსონაჟები, მოირგეს მათი როლები და შექმნეს საინტერესო დღიურები. 

            #შთაბეჭდილებები #პარალელებინაწარმოებებთან #წინადადებები 

            #ფრაზები 

            #გენიალურიაზრები 

          • 🧩 ვიქტორინა მე-8 ა კლასში

          • ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში, მე-8 ა კლასში ჩატარდა ვიქტორინა, რომელიც მოიცავდა ზოგად შეკითხვებს, გამოცანებს და მოსასმენ შეკითხვას ინგლისურ ენაზე. 📚🧩🎧 აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის გაღრმავება ინგლისურ ენაზე, მოსმენისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება. 🤝📖 ვიქტორინა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. 🎉👏

          • 📚 წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული II ა კლასში

          • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში ქეთევან მესხის დედიკო რუსუდან მესხი ესტუმრა II ა კლასელებს. 📚 ქალბატონმა რუსუდანმა პატარებს საკუთარი ზღაპარი „ევას ყვავილი“ წაუკითხა. 🌸📖 ზღაპარი ერთ საოცრად ლამაზ, კეთილსურნელოვან ყვავილზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარმა სილამაზემ და მეცნიერების ყურადღებამ გააამაყა, უკარება და მარტოსული გახადა. 😔🌺 შემდგომ კი მიხვდა თავის შეცდომას, ბედნიერი შემთხვევის წყალობით ისევ ყველასთვის სასურველი და სასარგებლო გახდა. 😊💐

            ზღაპრის მოსმენის შემდეგ, ბავშვებმა ისაუბრეს ყვავილის საქციელზე, დაასკვნეს, რომ ბედნიერი მაშინ ხარ როცა გყავს ერთგული მეგობრები და შეგიძლია იყო სხვებისთვის სასარგებლო. 🤝❤️ ბავშვებმა მოსმენილი ზღაპრის შთაბეჭდილებით შესრულებული ნახატები გამოფინეს საკლასო ოთახში. 🎨🖼️

          • 📕 წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს 📖 📕📘📙📗ბიბლიოთეკაში სტუმრობისას: მოსწავლეებმა გაიხსენეს , თუ რა დაწესებულებაა ბიბლიოთეკა; ️📘 გაიცნეს/გაიხსენეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები; ️📕პირველი კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს მე-4 კლასელების მიერ წაკითხული მოთხრობები;️📗 დადეს პირობა , რომ წიგნის საუკეთესო მეგობრები გახდებიან; ️📙🌸🩷

          • 📚 ვკითხულობთ გერმანულ წიგნებს

          • წიგნის საჯაროდ კითხვის დღესა და უცხოური ენების კვირეულს მე-2 ბ კლასი  გერმანულის გაკვეთილზეც შემოუერთდა. 📚 ისინი კვლავ ესტუმრნენ ბიბლიოთეკას და ამჯერად გერმანული წიგნები მოიძიეს. 📖🇩🇪

                 ლამაზად ილუსტრირებულ წიგნებში ახალი შესწავლილი ანბანით ნაცნობი სიტყვები და წინადადებები ამოიკითხეს, რაც ძალიან გაუხარდათ. 😊 ბავშვებმა მიზნად დაისახეს გერმანული ენის კარგად შესწავლა, რათა მომავალში ამ წიგნების მთლიანად წაკითხვა და გაგება შესძლონ. 🌟 მათ განსაკუთრებით მოსწონთ ბიბლიოთეკის გარემოში კითხვა. 📚💖

             

          • 🎬 ფილმის განხილვა

          • უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში მე-9 და მე-10 კლასებში ჩატარდა აქტივობა: ფილმის განხილვა. 🎬📚 მოსწავლეებმა უყურეს ფილმს ინგლისურ ენაზე “თავისუფლების მწერლები” და შემდეგ გამართეს დისკუსია ფილმის შესახებ. 🗣️🎥

            აქტივობის მიზანი იყო ფილმის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის უნარის განვითარება. ასევე, მოსმენისა და საუბრის უნრების გაღრმავება. 📖✨

          • 🌍 უცხოური ენების კვირეული

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში დაიწყო უცხოური ენების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა ბევრი საონტერესო და სახალისო აქტივობა. 🌍🎉4 თებერვალს ნ. ნურიევამ და მ. მამედოვამდაწყებით კლასებში ინგლისურ ენაზე ჩაატარეს სახალისო გამოკითხვა . 🗣️✏️ მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს. 😊📚 მადინამ და ნურბანუმ სწორი პასუხების ავტორები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. 🍬🎁

          • 📖 წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული II ა კლასში

          • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის მეორე დღეს II ა კლასის მოსწავლეებს ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკა ჩიქობავა ეწვია და ძალიან გაახარა ისინი.

            😊📖 ქალბატონმა ეკამ მეორეკლასელებს საინტერესო და მხიარული იგავ-არაკი „მელა და ყვავი“ წაუკითხა, რომელიც მელას მოხერხებულობას, ყვავის გულუბრყვილობასა და ამპარტავნებას ეხება. 🦊🪶

            იგავის წაკითხვის შემდეგ გაიმართა საუბარი, მოსწავლეებმა დაახასიათეს იგავის პერსონაჟები, გამოყვეს მთავარი სათქმელი და დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები მოსმენილი ნაწარმოებიდან. 🎨🖼️

            მეორეკლასელები ძალიან კმაყოფილები და გახარებულები დარჩნენ დირექტორის სტუმრობით. 😊🌟

          • 📚 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

          • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით II ბ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში. 📚

            დამრიგებელმა მოსწავლეებს წაუკითხა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს”, რითაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. 📖✨

            მოთხრობის განხილვისა და პერსონაჟების დახასიათების შემდეგ, მოსწავლეებმა სურვილისამებრ დახატეს საყვარელი პერსონაჟები და წაკითხული მოთხრობის შესაბამისი ილუსტრაციები. 🎨🖼️

          • 📚წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული

          • დღეს დაიწყო წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული II ა კლასში. 📚 პირველ დღეს კლასის დამრიგებელმა მეორეკლასელებს „პეპი გრძელიწინდას“ ორი თავი წაუკითხა. 📖

            კითხვის დასრულების შემდეგ პატარებმა ისაუბრეს მოსმენილ ეპიზოდებზე. 🗣️ აღნიშნეს რა გაიგეს წაკითხულიდან, რა მოეწონათ განსაკუთრებით, დაახასიათეს პეპი. ბოლოს ბავშვებმა გააფერადეს წინასწარ შერჩეული ნახატები და ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოფნეს. 🎨🖼️