• 🎭 Prinzessin Froschi

          •  

               😊 მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს სპექტაკლი "Prinzessin Froschi", 😊🌸 ,,  სცენარი მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად  მოიფიქრეს. ბავშვებმა აჩვენეს თავიანთი სამსახიობო და სარეჟისორო უნარ-ჩვევები. 👑🎬

                👑 ბავშვები დიდი მონდომებითა და ემოციით ასრულებდნენ თავიანთ როლებს, აღნიშნული აქტივობა  დაეხმარა მათ მიეღოთ მეტი ცოდნა გერმანული ენისა და კულტურის შესახებ. 🌟👩‍🎨🎤

          • 😊 გაიცანი გერმანია

          •  

            უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში , მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გერმანიის შესახებ პრეზენტაციები, ლექსები, სიმღერები და უპასუხეს ქვიზებს. 🎤📚🎶

            აქტივობა წარიმართა საინტერესოდ და სახალისოდ. ბავშვებმა გამოამჟღავნეს ცოდნა გერმანიის შესახებ. 🌍👩‍🏫🧠😊

          • 🌷 Liebe Mama, Alles Gute zum Muttertag

          • 😊👩‍👧‍👦 ,,მე-2ა/ბ კლასში დედის დღის აღსანიშნავად , მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და დედიკოებს დედის დღე გერმანულ ენაზე მიულოცეს. 🌷 ,,Liebe Mama, Alles Gute zum Muttertag. Du bist die beste Mutter der welt" 💖 საყვარელო დედიკო, გილოცავ დედის დღეს, შენ ყველაზე საუკეთესო დედა ხარ მთელ მსოფლიოში." 🎉🌸🌸🌸😊

          • 🏛️ ეროვნულ მუზეუმში

          • 📚✨ მე-3 ა და ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს:

            • საქართველოს ისტორიული წარსულის ამსახველი ექსპონატები 🏛️
            • ბიომრავალფეროვნება 🌿
            • ქვის ხანის საქართველო (დმანისის არქეოლოგიური გათხრებიდან აღმოჩენილი მასალა) ⛏️
            • არქეოლოგიური საგანძური (ოქრომჭედლობა) 💎

                 აქტივობის მიზანი იყო, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარება, ცნობისმოყვარეობის გაღვიძება, საზოგადოებრივი განათლების ხელშეწყობა , ბიომრავალფეროვნების ცოდნა და  სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ-კულტურული ფასეულობების  გაცნობა. 📚✨

             

          • 😊ვისწავლოთ გერმანული ხალისით

          • მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს გერმანულად ქალაქში არსებული ობიექტების დასახელებები და ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი წინდებული in, რომლის ცოდნაც კი ორი მნიშვნელოვანი ბრუნვის, Dativ და Akkusativ, ცოდნას მოითხოვს. არსებული მასალის საფუძველზე, მოსწავლეებმა შექმნეს ქალაქის გეგმა და ისაუბრეს თემის ირგვლივ. 😊

            ვისწავლოთ გერმანული ხალისით! 😊

          • ინგლისურენოვანი ვიქტორინა III და IV კლასებში

          • უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში, მესამე და მეოთხე კლასებში ჩატარდა ინგლისურენოვანი ვიქტორინა 🌍. ბავშვებმა მოიფიქრეს თავიანთი გუნდების სახელები 🏅, უპასუხეს შემეცნებით შეკითხვებს 📚, შექმნეს პოსტერები 🖼️ და თითოეულმა გუნდმა შეადგინა დამატებითი შეკითხვები ინგლისურ ენაზე ✍️. შეკითხვები იყო საინტერესო და მრავალფეროვანი 🤔. ბავშვებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი გუნდურ მუშაობას 🤝.აქტივობის მიზანი იყო, ენობრივი უნარების გაუმჯობესება 📖, გუნდური მუშაობის 🤝, შემოქმედების უნარის 🎨, კრიტიკული აზროვნებისა 🧠 და სოციალური უნარების 🌐 განვითარება. ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია ბავშვების ჰოლისტური განვითარებისთვის და ეხმარება მათ მიაღწიონ ახალ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს 🌟.

          • 23 თებერვალი- იუნკერთა ხსოვნის დღეა

          • 🔵 რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს.

            📎 2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.

            📌 მარიამ (მარო) მაყაშვილი — საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და; დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალი ეროვნულ გმირად არის შერაცხული.

            📚 აღნიშნული თემის ფარგლებში Xკლასში ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე!

          • 🐝 Spelling Bee

          • 20 თებერვალს, ჩატარდა "Spelling Bee"-ს მეორე ტური, სადაც მოსწავლეებმა ზეპირად დამარცვლეს 200 სიტყვა.🐝📚

            ✨️კონკურსის ბოლოს გამოვლიდნენ ფინალისტები:🐝🐝

            🌟🌟დაწყებითი საფეხური:

            ბარბარე მელიქიძე

            🐝ნინო ხარძიანი

            🐝სანდრო ესიავა

            🐝ანა კერესელიძე

            🐝მეჰმეთ ნერით ულუირმაქ

            🐝ანასტასია იანვარაშვილი

             

            🌟🌟საბაზო საფეხური:

            🐝რაულ სულეიმანოვი

            🐝შირინ სალაროვა

            🐝 ელენე თათარაშვილი

            🐝ელენე ჯობავა

            🐝ნიჰათ ორუჯოვი

            🌟🌟საშუალო საფეხური:

            🐝დავით ქამადაძე

            🐝მეჰმეთ აქიფ ქოჩ

            🐝რემზი ჩაქმაქ

            ფინალი გაიმართება ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში. ჩვენს ფინალისტებს ვუსურვებთ წარმატებებს! 🐝🌟🏆

          • 👨‍🍳 მასტერშეფი ინგლისურ ენაზე

          • უცხოური ენების კვირეულის პერიოდში, 19 თებერვალს, მე-5ბ კლასში ჩატარდა მასტერშეფი ინგლისურ ენაზე 🍽👨‍🍳👩‍🍳 მოსწავლეებმა მოამზადეს სხვადასხვა კერძები, წარუდგინეს ჟიურის წევრებს და გაუზიარეს რეცეპტები 🍛🍜🍝🍢🍹🍸 აქტივობის მიზანი იყო ინგლისურ ენაზე საუბრის უნარის განვითარება, ასევე გუნდური მუშაობისა და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარის წახალისება. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს ორი საუკეთესო კერძი და თასებით დააჯილდოვეს მონაწილეები🏆🏆✨

          • 🌟 კარიერული წინსვლა და პროფესიის არჩევა🎓💬

          •   დღეს სკოლაში სტუმრად გვყავდა დემირელის კერძო კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულები: აკაკი მელაძე, თამარ ყეინაშვილი და სანდრო სამადბეგიშვილი. მათ IX-XI კლასის მოსწავლეებს კარიერული წინსვლისა და პროფესიის არჩევის შესახებ გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მისცეს რჩევები.

            💼🌟  მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს, დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების ორგანიზება.  📚✨

            🙌 #განათლება

             #კარიერულიპროფესია

            #წარმატებულიშეხვედრა

            #რჩევებიმომავალთაობას

            #გამოცდილებისგაზიარება

          • 🏛️ ექსპერიმენტორიუმში

          • მე-5ა კლასი ექსპერიმენტორიუმის მუზეუმს ეწვია 🏛️. მოსწავლეები სამეცნიერო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას დაესწრნენ 📚. იხილეს და მიიღეს მონაწილეობა ქიმიურ ცდებში 🧪. ექსპოზიცია ინტერაქტიული სახის იყო 🧲. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მუზეუმის ყველა ფიზიკური ექსპონატი თავიანთი ხელით გამოეცადათ: ტესლას სფერო ⚡, მაგნიტური ხიდი 🧲, ტალღოვანი ქანქარა 🌊, ნიუტონის ქანქარა ⚖️, არქიმედეს მექანიზმი 🛠️, დეციბელმეტრი 📊, მაგნიტური ველი 🧲 და სხვები.

          • 📒 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

          • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე📒📖📚#წიგნისღირებულება#წიგნისკითხვისპოპულარიზაცია🙌🏻📜🗓️ 📚მე-7 ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ტრადიციულად აღნიშნეს წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე. მათ იმ წიგნებს გაუწიეს პოპულარიზაცია, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე წაიკითხეს და რომლებსაც ამჟამად კითხულობენ. საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაციებითა და პუბლიკაციებით კი გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადეს. #მოსწავლეთააზრები 💬#დაკვირვებები 👀#მიგნებები 🧩#სწორიდასკვნები 📝#საუკეთესოარჩევანი📖

          • 📝 თემების კონკურსი გერმანულ ენაში

          • 2024 წლის პირველ სემესტრში ქართულ გერმანულ სკოლა სხივში დაარსდა გერმანულ ენოვანი კლუბი. 🌟 კლუბმა ამავე წლის პირველ სემესტრში განახორციელა არა ერთი აქტივობა, მაგ: გასვლითი ღონისძიება სოფელ ასურეთში 🚶‍♂️ (სადაც მე 19 საუკუნეში გერმანელი მოსახლეობა ცხოვრობდა)🏡, შიდა სასკოლო "ლექსიკური ერთეულების" ტური 📚, რომელშიც გამარჯვებულმა, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს. 🎉 მე-2 სემესტრში გამართულ თემების კონკურსში 📝, კლუბმა გამოავლინა გამარჯვებულები. პირველი ადგილი ერგო მე-8 ა კლასის მოსწავლეს შირინ სალაროვას 🥇, ხოლო მე-2 ადგილზე გავიდა მე-9 ბ კლასის მოსწავლე რაულ სულეიმანოვი 🥈.

            გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლისა და კლუბის სახელით სიგელები და მედლები გადაეცათ. 🏅🏆

            კლუბს სამომავლოდ საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებას და მათში შემეცნებითი უნარ-ჩვევების განვითარებას. 📖✨

            კლუბის ორგანიზატორები: ნ. ჟღენტი და ნუცა შუბლაძე 📋

          • 🌟 სხივში თებერვალი ემპათიის თვეა

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში თებერვალი ემპათიის თვეა. 🌟 ამასთან დაკავშირებით II ბ კლასს გვეწვია სკოლის ფსიქოლოგი და გვესუბრა ემპათიის მნიშვნელობაზე. 💬

            შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ, რა არის ემპათია, როგორ გამოვავლინოთ იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი პიროვნული და სოციალური ურთიერთობებისთვის. 🤝❤️

            ფსიქოლოგმა საინტერესო მაგალითებით აგვიხსნა, როგორ შეგვიძლია უკეთ გავიგოთ სხვების გრძნობები, როგორ შევუწყოთ ხელი კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გარემოს. 🌸😊 შეხვედრამ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ემპათიის გაძლიერება ჩვენს ურთიერთობებში. 💭

            განსაკუთრებით მოგვეწონა ალბერტ ადლერის ციტატა: „ემპათია არის უნარი დაინახო სხვისი თვალით, მოისმინო სხვისი ყურით და იგრძნო სხვისი გულით“. 👀👂❤️

             

          • 📢 სასიხარულო ინფორმაცია! 🎉

          •  

            🥰 ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ თოდრია, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა! 👏
            🏆 ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს! 💡📚✨

            #ჩვენიმოსწავლეები #ოლიმპიადა #წარმატება

          • 🎭 მოზარდ მაყურებელთა თეატრში

          • 12 თებერვალს, მე-5ბ კლასი ეწვია მოზარდ მაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „ოდისეა“. 🎭📚 წარმოდგენის ლიტერატურული საფუძველი მითოლოგიაა, ყმაწვილთათვის ადაპტირებული "ოდისეა".

            პატარა მაყურებლები ცნობილ მითოლოგიურ გმირებს - ზევსს, ჰერას, ჰერმესს, პოსეიდონს, იანუსს, აფროდიტეს, პენელოპეს, ტელემაქეს ეცნობა. ⚡🌊🌸

            სპექტაკლი მოსწავლეებისთვის იყო ინფორმაციული, შემეცნებითი და ამავდროულად, სახალისო. 😊📖

          • 🐝 მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში

          • 🐝🐝 უცხო ენების კვირეულის ფარგლებში, 13 თებერვალს, ჩატარდა სფელინგის კონკურსის პირველი, წერითი ტური.

            კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. 📚✏️ აქტივობის მიზანი არის ინგლისურ ენაში მართლწერის უნარის გაუმჯობესება და ლექსიკის გამდიდრება. 🌟📖

            მეორე ტურში გადასული მოსწავლეები არიან:

            დაწყებითი საფეხური:

            • ნინო ხარძიანი 🐝

            • ბარბარე მელიქიძე 🐝

            • მარიამ ჩაგუნავა 🐝

            • ილია ქამადაძე 🐝

            • სალომე ჯალაბაძე 🐝

            • ილია ტაბატაძე 🐝

            • ანდრია ვახანია 🐝

            • ანი კერესელიძე 🐝

            • ანასტასია იანვარაშვილი 🐝

            • სანდრო ესიავა 🐝

            • მეჰმეთ ნერით ულუირმაქ 🐝

            საბაზო საფეხური:

            • აისუნ ზახრა ნაბიევა 🐝

            • ბაჰარ დემირ 🐝

            • ბეთულ საიქინ 🐝

            • ნიჰათ ორუჯოვი 🐝

            • ნიკოლოზ დოლიძე 🐝

            • ანა ბებია 🐝

            • ელენე კიკნაძე 🐝

            • ელენე ჯობავა 🐝

            • ანა მესხი 🐝

            • ნიჰალ აიდოღდუ 🐝

            • შირინ სალაროვა 🐝

            • ზეინეფ არსლან 🐝

            • ქეთევან ბედოშვილი 🐝

            • ელენე თათარაშვილი 🐝

            • დაჩი ჯობავა 🐝

            • ლილე ხითარიშვილი 🐝

            • ილია კუტუბიძე 🐝

            • ალექსანდრე შარაბიძე 🐝

            • გიორგი გეფერიძე 🐝

            • ფერიდ შანთაძე 🐝

            • რაულ სულეიმანოვი 🐝

            • ნური ნურიევი 🐝

            • ლუკა გეგეშიძე 🐝

            • ბაჰთინურ ბაირაქთუთან 🐝

            საშუალო საფეხური:

            • დავით ქამადაძე 🐝

            • რემზი ჩაქმაქ 🐝

            • ლუკა თორთლაძე 🐝

            • შეიმა დემირი 🐝

            • აქიფ მეჰმეთ ქოჩ 🐝

            • ანამარია დუმბაძე 🐝