• III-ა კლასის ექსკურსია

          • III-ა კლასში ექსკურსია დაიგეგმა და განხორციელდა დირექციის, კლასის დამრიგებლის, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური თანამშრომლობით. მიმართულება: თბილისი-ბოლნისის სიონი-ტანძია-თბილისი .

            ექსკურსიის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ნასწავლი ფიზიკური აქტივობების პრაქტიკულად გამოყენება.

            მოსწავლეები მშობლებთან ერთად ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში. მათ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. სპორტულ თამაშებს ცვლიდა შესწავლილი მასალიდან დასმული კითხვები, მარტივი ლოგიკა, გამოიცანი მელოდია. დაგეგმილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

          • პირველკლასელთა ვიქტორინა

          • 12 ივნისს სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა  პირველკლასელთა  ვიქტორინა, რომელის მიზანსაც სსწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა წარმოადგენდა.

                 ამავე დღეს  1 ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირებები ი. გოგებაშვილის ნასწავლი ნაწარმოებების მიხედვით. მაყურებლის წინაშე წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები:  წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, შეასრულეს სპეციალურად ამ დღისთვის ნასწავლი ცეკვა.

            ღონისძიების ბოლოს დაჯილდოვდნენ სიგელებით.   

          • მე-4ა კლასის მოსწავლეების ვიზიტი კახეთში 

          •  

            ჩვენი სკოლის მე-4ა კლასელები ესტუმრნენ წინანდლის სამუზეუმო კომპლექსს  . დაათვალიერეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ულამაზესი დეკორატიული ბაღი. 

            ამასთანავე , ეწვივნენ გრემის მუზეუმ-ნაკრძალს და მოინახულეს მთავარანგელოზის ტაძარი . 

            მოგეხსენებათ, ორივე ადგილი , წინანდლის სახლ-მუზეუმი და გრემის მუზეუმ- ნაკრძალი, კახეთის განათლების და კულტურული ცხოვრების ცენტრებად მიიჩნეოდა . 

            დაბოლოს მოსწავლეებმა ილიას ტბაზე დაასრულეს დღე , სადაც სასწავლო-შემეცნებითი  ექსკურსიის შემდეგ,  მრავალფეროვანი და მხიარული ფიზიკური აქტივობებით განიტვირთნენ . 

          • იმიტირებული სასამართლო პროცესი IX კლასში

          • საგან, სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებით, ქართულ- გერმანული სკოლა სხივის, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, იმიტირებული სასამართლო პროცესი, როლური თამაშის საშუალებით. მათ გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები,, სარჩობელაზედ''. ვერდიქტი გამოიტანეს, საქართველოს კონსტიტუციის (1995), ადამიანის უფლებათა დაცვის, საყოველთაო დეკლარაციის, ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის საფუძველზე.მოსწავლეებმა, ღონისძიება მიუძღვნეს ევროპის დღესა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

          •  I ბ კლასის ღონისძიება

          •      I ბ კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ  ნინო ყვარელაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს  სპექტაკლი: ,,მხიარული ფერმა’’.  მათ განასახიერეს სხვადასხვა  ცხოველები, მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები:  იმღერეს, იცეკვეს.  ღონისძიების დასასრულს  გადაეცათ სიგელები.

          • 26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!

          • 106 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

            ხშირად ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, თუ იგი მოპოვებულია დროის და მომენტის შეუფერებლად, წარმოადგენს თვით ამ ერისთვის დამღუპველ მოვლენას.

            პირიქითაა საქართველოს ხალხისთვის, 1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობასთან შესისხლხორცებულია მთელი თავისი არსებით. ჩვენ მიერ მოპოვებული რვასაათიანი სამუშაო დღე, შრომის ბირჟა, მომრიგებელი კამერები, თავისუფლება კავშირების ორგანიზაციებისა, მიწების ჩამორთმევა და ბევრი სხვა – აი, ყველა ის, რასაც შეიცავს და დარაჯობს პოლიტიკური ფორმა, ის დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარა ქართველმა ერმა ამ ერთი წლის წინეთ თავის ისტორიული აქტით.

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი დღე და დამსწრე საზოგადოებასა და მომავალ თაობას ქართველი ერის თავგადასავალი გაახსენეს.

            #ესდღეჩვენია

            #თავისუფლება ამ თვისებით ქართველი ერი საკმარისად მდიდარია და სწორედ ამაშია ჩვენი ძალა, ჩვენი გამარჯვება!

            #26მაისი

            #გილოცავთდამოუკიდებლობისდღეს

             

          • ექსკურსია ყაზბეგში

          •     ყაზბეგის და ჭიუხის მთების ულამაზესი ხედები ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იხილო. შეუძლებელია, აქ მოხვიდე და არ გაგაოცოს ამ რეგიონის განსაკუთრებულმა ბუნებამ, უძველესმა ამბებმა და ისტორიებმა, რომლებიც საუკუნეებმა დიდი სიფრთხილით შემოგვინახა.

                 9 ივნისს  ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’  X  კლასის მოსწავლეები   დამრიგებელთან  შორენა ჯავახიშვილთან  და მშობლებთან ერთად ეწვია დაბა სტეფანწმინდას(ყოფილი ყაზბეგი). მოინახულა გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც ყოველთვის ახერხებს მნახველების გაოცებას მისი ადგილმდებარეობით. ასევე დარიალის ციხე, რომელიც უკანასკნელი სტრატეგიული პუნქტია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. შთამბეჭდავი იყო დარიალის კანიონისებური ხეობა, რომელიც მდინარე თერგის აუზში მდებარეობა. მოინახულეს  სნოს ციხე და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი.             

                    შთამბეჭდავი და სასიამოვნო დღის დასასრულს დააგემოვნეს ადგილობრივი უნიკალური კერძები. აქაური გემოები და მომზადების კულტურა ხომ  სპეციფიკურ კულინარულ ნამუშევრებს იძლევა.

          •    📌 7 ივნისს  ჩატარდა STEM ფესტივალი 

          • 📌 7 ივნისს ქართულ-გერმანული სკოლა სხივში ჩატარდა STEM ფესტივალი , სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სამეცნიერო გამოფენები. ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო შოუს ტიპის ექსპერიმენტებს.STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტს. ბოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის პედაგოგებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები. წარმოდგენილი იყო საინტერესო და სახალისო შოუს ტიპის ექსპერიმენტები. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ არა მარტო დაეთვალიერებინათ საგამოფენო სივრცე, არამედ სურვილის შემთხვევაში თავადაც ჩარტულიყვნენ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და ინფორმატიკა. დაანახოს მათი მნიშვნელობა და როლი განათლების მიღებისა თუ ქვეყნის განვითარების პროცესში.

          • III-ა კლასის ექსკურსია ტანძიაში

          •      III-ა კლასში ექსკურსია დაიგეგმა და განხორციელდა  დირექციის, კლასის დამრიგებლის, მოსწავლეებისა და მშობლების  აქტიური თანამშრომლობით. მიმართულება: თბილისი-ბოლნისის სიონი-ტანძია-თბილისი . 

               ექსკურსიის  მიზანი გახლდათ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ნასწავლი ფიზიკური აქტივობების პრაქტიკულად გამოყენება.

                მოსწავლეები მშობლებთან ერთად ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში. მათ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. სპორტულ თამაშებს ცვლიდა შესწავლილი მასალიდან დასმული კითხვები, მარტივი ლოგიკა, გამოიცანი მელოდია. დაგეგმილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

          • მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრული ტრადიციულად ღონისძიებით აღნიშნეს

          • მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად სასწავლო წლის დასასრული ტრადიციულად ღონისძიებით აღნიშნეს.💫🌞🥰💜შუა სკოლაში - ღონისძიების სახელწოდებით მოსწავლეებმა კარგად აჩვენეს მთელი წლის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები. შეაფასეს გასული სასწავლო წელი და მომავალი სასწავლო წლის მოლოდინებიც გაგვიმხილეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულეს კლასის მხიარული ჰიმნი და დამსწრე საზოგადოებაც აამღერეს. #ერთადმხიარულებაუკეთესია#მშობლები#ბავშვები#მასწავლებლები#სასწავლოწლისბედნიერიდასასრულიდამრიგებელი: ლელა ხათრიძე

          • 🎭მძინარე მზეთუნახავი

          • #სასწაულიშესრულება

            #უკვემსახიობები

            სკოლა სხივის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ეკა ლომთათიძესთან ერთად არაჩვეულებრივი შესრულებით დადგეს ზღაპარი ,, მძინარე მზეთუნახავი’’. მოწვეული სტუმრები, მშობლები და პედაგოგები აღფრთოვანებული დარჩნენ პატარა მსახიობების ნიჭით. მოსწავლეებმა მქუხარე ტაში და ბევრი კარგი შეფასება დაიმსახურეს. 💐