🐝 ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმში 1 მარტს კონკურსის „Spelling Bee“ ფინალი გაიმართა.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის მართლწერის დონის განსაზღვრა, ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, გამარჯვებულთა გამოვლენა და წახალისება. კონკურსი 3 ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება: მე–5–6 კლასები, მე–7–8–9 კლასები და მე–10–11–12 კლასები.
მიმდინარე წლის კონკურსის ფინალში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის 9 მოსწავლემ.
✅ მე–5–6 კლასებიდან პირველ ადგილზე გავიდა ელენე თათარაშვილი.
✅ მე–7–8–9 კლასებიდან მე-2 ადგილზე გავიდა შირინ სალაროვა.
✅ მე–10–11–12 კლასებიდან მე-2 ადგილი დაიკავა ელენე მცხვეთაძემ.
👏 ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!