13 თებერვალს მე-8 ა და ბ კლასების მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ვახშამი გაიმართა.
ბავშვის ჰარმონიულ პიროვებად აღზრდისთვის, საუკეთესო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო შედეგების მისაღწევად, განუზომლად დიდია სკოლის და ოჯახის როლი, რაც მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობით გამოიხატება.
მშობელთა ჩართულობის სკოლა სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს მშობლებს: საქველმოქმედო აქციები, ღონისძიებები, ექსკურსიები, მშობელთა კულინარიული კლუბი, მხიარული სტარტები, მშობელთა კრება-კონფერენცია და სხვა.
ერთ-ერთი აქტივობა ტრადიციული ვახშამია, სადაც მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები.სასიამოვნო გარემოში, სხვადასხვა მხიარულ და შემოქმედებით აქტივობებს ესწრებიან და თავადაც ღებულობენ მონაწილეობას.
რაც დადებითად აისახება, არა მარტო მოსწავლეზე, არამედ თავად მშობელზე, პედაგოგებსა და ზოგადად, სკოლაზე.
ჩვენი სკოლის ეს ტრადიცია ნათლად წარმოაჩენს მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობას.