II და III კლასის მოსწავლეებმა ნახეს ფილმი -" Weinachtsgeschichte"- გაეცნენ გერმანულ საშობაო ტრადიციებს და დაამზადეს საშობაო კალენდარი .
საშობაო ტრადიციები გერმანიაში
📖 კითხვის საათი
მე-3 ბ კლასს ბიბლიოთეკაში ჩაუტარდა "კითხვის საათი". ბავშვებმა წაიკითხეს "Gwid Blyton"-ის ზღაპარიNody und seine Freunde. Das Geburtstagsfest.კითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
‼️‼️‼️‼️SOS ‼️‼️‼️‼️
ვაქვეყნებთ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის მომართვას.
გთხოვთ, სკოლებმა დაუყოვნებლივ მოახდინონ მშობლებოს ინფორმირება.
გთხოვთ, სასწრაფოდ, გაავრცელოთ ინფორმაცია ძაღლის მიერ დაზარალებული იმ ვაჟი მოზარდების შესახებ, რომლებმაც 25 ნოემბრიდან დაახლოებით 12 დეკემბრამდე მიიღო დაზიანება კბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით.
ძაღლი მოკვდა კონკრეტული დაზარალებიდან მეთერთმეტე დღეს, ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა ცოფი,
მოზარდის მშობელმა, რომელიც მხოლოდ 10 დღე აკვირდებოდა ძაღლს, არ იცის ამ ფაქტის შესახებ და
სავარაუდოდ, მოზარდს შეწყვეტილი აქვს აცრები. სასიცოცხლოდ საჭიროა ანტირაბიული აცრების გაგრძელება.
მინიშნებით, დაკბენა მოხდა თბილისში, სამგორის რაიონში, ე.წ. ,,დამპალოს" ხიდთან, ,,გალფის" ახლომიმდებარე ტერიტორიაზე,
,,კოსმონავტის" ძეგლთან, ,,ცოცხალითევზის" მაღაზიის მახლობლად.
ცნობა საგანგაშოა და გთხოვთ, გაითვალისწინოთ!!!
პროცესებში ჩართულია ყველა სტრუქტურა, საჭიროა სასწრაფო და სრული ინფორმაციის მოპოვება მოზარდი ძაღლის მიერ დაზარალებული ვაჟების შესახებ.
თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი
საქართველოს ხელოვნების სასახლეში
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-4 ბ კლასის მოსწავლეები საახალწლო პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ხელოვნების სასახლეში. ვიზიტის ფარგლებში, პოფესიონალი გიდის ხელმძღვანელობით მათ მოინახულეს სასახლეში არსებული ექსპონატები, დაათვალიერეს შენობა და მოისმინეს მისი ისტორია. ასევე მოისმინეს მინი ლექცია საქართველოში არსებული საახალწლო ტრადიციების შესახებ და თავიანთი ხელით მოამზადეს საახალწლო სუვენირები.
🎉⭐ ჟურნალისტთა კლუბი ბრუნდება
ჟურნალისტთა კლუბი ბრუნდება
თვალი ადევნეთ სიახლეებს
რომელიც ჟურნალისტთა კლუბი ,,სხივის ახალი ამბები" გვერდზე დაიდება
💃🕺 ქართულ-გერმანული ღონისძიება სხივში
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეებმა სკოლაში საგანგებოდ ჩამოსულ სტუმარს, გერმანელ მასწავლებელს, ქართულ-გერმანული ღონისძიება წარმოუდგინეს.
მოსწავლეებმა გერმანულად დადგეს ზღაპარი - წითელქუდა.
ნაციონალურ სამოსსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა კი საგანგებოდ იცეკვეს სტუმრის პატივსაცემად.
🔸 ურთიერთპატივისცემა
🔸 მე-4ა კლასმა “ურთიერთპატივისცემის” გააზრებასთან დაკავშირებით, იხილა სხვადასხვა ვიდეო, ინგლისურ ენაზე. 👇
მოსწავლეებმა განიხილეს, იმსჯელეს , შემდეგ კი, მოამზადეს ინფორმაციული ვიდეორგოლი .
👉ვიდეოში , თითოეული მოსწავლის მიერ, წარმოდგენილია, ის განსხვავებული მეთოდები, თუ როგორ შეიძლება, შევინარჩუნოთ ურთიერთპატივისცემა.
👩🍳მშობელთა მასტერკლასი კულინარიის კლუბში
მე-3 კლასელთა ოქროსხელება მშობლებმა ჩვენს სამზარეულოში საოცრებები მოახდინეს
- კლუბის კარი ყველა მსურველისთვის ღიაა
- წინ ბევრი სიახლე გველოდება.
Die kleine Raupe !
ჩვენი პედაგოგისა და გერმანიიდან მოწვეული მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტი მე 3 ა კლასში❤️!მოსწავლეებმა თამაშით და ხალისით შეისწავლეს გერმანულად სიტყვები და გამოთქმები. ისინი ხალისით ჩაერთნენ პროექტში, სახელწოდებით,,Die kleine Raupe!
🎭ჩრდილების თეატრი
მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ჩრდილების თეატრის სახით წარმოადგინეს.
ამ იგავებში თქვენ გაიგებთ, რა მოჰყვება სიძუნწეს, რა ძალა აქვს სიტყვას, რომ ძალას ჭკუა ამარცხებს,
რომ სამეფოს გონიერი მეფე უნდა მართავდეს, ფუჭი ქმედება უმოქმედობაა,რომ უმადურობა დამღუპველია.
სულხან_საბამ იგავებით ადამიანთა კარგი და მანკიერი სახეც დაგანახათ. არჩევანი კი თავად უნდა გააკეთოთ.
🥰პროექტი-ურთიერთპატივისცემა
პროექტი-,,ურთიერთპატივისცემა ’’
IIა და II ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პატარ-პატარა სკეჩები სხვადასხვა სიტუაციებით, ჩამოწერეს ,,ჯადოსნური’’ სიტყვები და გააკეთეს პრეზენტაციები .
✅საინფორმაციო და ამკრძალავი ნიშნები
მე-7 კლასის მოსწავლეებმა კრეატიულად შეიმუშავეს საინფორმაციო და ამკრძალავი ნიშნები სკოლისა და კლასისათვის . სადაც მკაფიოდ გამოჩნდა მოსწავლეთა შემოქმედებითი ანალიზისა და სინთეზის უნარი სასწავლო მასალასთან კავშირში .
📺 ტელევიზიის დღე
მე-11ა და მე-11ბ კლასებში ტელევიზიის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტი, რომელიც მოიცავდა 4 პრეზენტაციას
ტელევიზიის ისტორია
განვითარება
მომავალი
გავლენა
სიახლეების არქივი
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- ივნისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- იანვარი 2023
- ყველა