,,რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა”… შოთა რუსთაველის სიბრძნის საგანძური ,,ვეფხისტყაოსანი” და XII საუკუნის პერსონაჟები, რომლებიც საუკუნეებია აგრძელებენ არსებობას… Xა და Xბ კლასის მოსწავლეების მეირ გააცოცხლებული ქართული კულტურის ნაწილი და ბრწყინვალე პოემა.
მოსწავლეებმა სცენაზე გადმოტანილი სიუჟეტი გაუზიარეს მაყურებელს, რომელიც უკვე კარგად იცნობს ქართულ ენაზე შექმნილ გენიალურ ნაწარმოებს და მათ, ვინც სულ ცოტა ხანში ,,ვეფხისტყაოსნის” სამყაროში შეაბიჯებს.