მთავარი გვერდი
STEM ფესტივალი -2026
დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ღონისძიება – STEM ფესტივალი გაიმართა 🔬✨, რომელმაც გააერთიანა ბუნებისმეტყველების 🌿, ბიოლოგიის 🧬, ფიზიკის ⚛️ და ქიმიის 🧪 მიმართულებები.
ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები 📊, კრეატიული პრეზენტაციები 🎤 და შთამბეჭდავი მაკეტები 🏗️, რომლებიც თავადვე შექმნეს და წარმოადგინეს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით 💡👏. წარმოდგენილი ნამუშევრები ნათლად ასახავდა მათ ცოდნას, კვლევით უნარებსა და ინოვაციურ აზროვნებას. განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა პრაქტიკული ცდები 🔍, რომლებმაც მეცნიერება ცოცხალი და ხელშესახები გახადა.
✨ STEM კვირეული სხივში
დღეს, STEM საგნების კვირეულის ფარგლებში, VII „ა“ და VII „ბ“ კლასებში ჩატარდა შემეცნებითი და საინტერესო ვიქტორინა ფიზიკასა და ბიოლოგიაში. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, საგნობრივი ინტერესის გაზრდა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
ვიქტორინა მრავალფეროვან დავალებებს მოიცავდა — როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ და ლოგიკურ კითხვებს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, ავლენდნენ მაღალი მოტივაციას, კრიტიკულ აზროვნებასა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს.
📌საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სხივში
📌 ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო-ს წარმომადგენლები: კაპიტანი დ. სულიკაშვილი, კაპრალი ნ. გობეჩია და უფროსი სერჟანტი ლ. შამათავა. .
🎖️ სტუმრებმა მოსწავლეებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ემსახურებოდა — სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების — მნიშვნელობისა და როლის გაცნობას.
✍️ ქართველი მწერალი სტუმრად სხივში
ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალი — ბატონი დათო ტურაშვილი. ✨📚შეხვედრა წარიმართა თბილ და საინტერესო გარემოში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ესაუბრათ ავტორთან, გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. 💬😊
🔹 სხივი საერთაშორისო პროექტში ერთვება
🔹ქართულ-გერმანულმა სკოლა სხივმა საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია Owlypia-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
🦉Owlypia აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს და აძლევს მათ შესაძლებლობას:• გამოსცადონ საკუთარი ცოდნა საერთაშორისო კონკურსში• განავითარონ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება• იმუშაონ გუნდურად და გამოავლინონ ლიდერული უნარები• მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები
🐝SPELLING BEE - გზა ფინალისკენ გრძელდება!✨
🐝 17 მარტს სკოლაში ჩატარდა Spelling Bee კონკურსის მეორე ტური. გამოვლინდნენ გამარჯვებულები
📚 IV კლასიდან ფინალში გადავიდნენ:
🏆 ლილე ვარშანიძე
🏆 ნალან ნურიევა
🏆 ლუკა ქუთელია
📚 V-VI კლასებიდან ფინალში გადავიდნენ:
⭐ ალექსანდრე ბედოშვილი
⭐ ანნა-მარია ლომინაძე
⭐ მერალ სალაროვა
📚 VII-IX კლასებიდან ფინალში გადავიდნენ:
საათი
ოთხშაბათი 01/04/2026ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად