შპს ქართულ-გერმანული  სკოლა ,,სხივი"
  	<language>ge</language>
შპს ქართულ-გერმანული  სკოლა ,,სხივი"
ბედის ბორბალი ტრიალებს
    		<description>🎡 ჩვენი სკოლის IIIა კლასის ღონისძიება „ბედის ბორბალი ტრიალებს“ 
სახალისო და შემოქმედებითი ღონისძიება, სავსე დადებითი ემოციებით. 
🔹წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და გულთბილი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
▫️ღონისძიების ორგანიზატორი:ბელა მოლაშხია
#სკოლასხივი 
#სასკოლოღონისძიება
 18
✨ ვერის უბნის მელოდიები
    		<description>✨🎭🩵ჩვენი სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი.🎬 „ვერის უბნის მელოდიები“- ქართული მუსიკალური კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმისა და პირველი ქართული მიუზიკლის მიხედვით, ჩვენმა პატარა შემსრულებლებმა სცენაზე გააცოცხლეს ძველი თბილისის უნიკალური ატმოსფერო, მისი მუსიკა, ემოცია და სიყვარულით სავსე ისტორია.🔹სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ღონისძიების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისათვის.▫️ღონისძიების ორგანიზატორი: მაკა მატუაშვილი#სკოლასხივი #სასკოლოპროექტი
🎭 🎭 გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“ 
    		<description>🔹ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს გიორგი ლეონიძის ნაწარმოების „მარიტა“-ს სასცენო ინტერპრეტაცია.სპექტაკლი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა პიროვნების ღირსება, თავისუფალი არჩევანი, საზოგადოებრივი დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობა. ▫️წარმოდგენამ მაყურებელიკიდევ ერთხელ დააფიქრა ნაწარმოების იდეებსა და მათ აქტუალობაზე.
🙌განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მოსწავლეთა მოტივაცია, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდური მუშაობა, რამაც სპექტაკლი შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ წარმოდგენად აქცია.🔹სპექტაკლის სცენარისა და რეჟისურის ავტორია, მე-8 კლასის მოსწავლე - სესილი დუმბაძე. ▫️კლასის დამრიგებელი და იდეის ავტორი - ლელა ხათრიძე.
🎭 ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“ ინგლისურ ენაზე , მე-5ა კლასში
    		<description>🎭📚 სპექტაკლი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (ინგლისურ ენაზე)
🔹მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა გაბისონიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი The Adventures of Tom Sawyer-ს მიხედვით.
✨მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები და მაყურებელს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს ტომ სოიერის საინტერესო თავგადასავლები. სპექტაკლი იყო შემოქმედებითი, სახალისო და შემეცნებითი.
#სკოლასხივი 
#TomSawyer 
#EnglishLanguage 
#SchoolLife 🎭✨
 14
🎭 ასე უყვარდათ საქართველოში - XI კლასი
    		<description>🔹მცირე შესავლით დაიწყო ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-11 კლასის მოსწავლეთა ლიტერატურულ-მუსიკალური პროგრამა - „ასე უყვარდათ საქართველოში“…◻️დარბაზში იღვრება სასიამოვნო მუსიკის ჰანგები და ფრაგმენტებად ქცეული წარმოდგენა იწყება…
🔸მთის სასიყვარულო ისტორიას, ლექსში, ცეკვასა და ვაჟკაცურ მოთმინებაში ჩატეულ გრძნობას, უტასა და შორენა კოლონკელიძის ემოციებით სავსე დიალოგი ცვლის. ტატოსა და ეკატერინე ჭავჭავაძის უიღბლო სიყვარულს გრაციოზულობითა და დახვეწილობით გადმოსცემს ლამაზი წყვილი. გალაკტიონის აღმაფრენა თავს დასტრიალებს ოლღა ოკუჯავას. ილიასა და ოლღა გურამიშვილის მოკრძალებული სასიყვარულო ბარათები კი გულის სიღრმემდე სწვდება მსმენელს…
🎭 მე-4ა კლასის - სპექტაკლი „ბოშები“ 
    		<description>✨🪭მე-4ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ციცო კობერიძის ხელმძღვანელობით მაყურებელს წარუდგინეს საინტერესო და ემოციური სპექტაკლი „ბოშები“.🔹მოსწავლეებმა შექმნეს მხიარული განწყობა და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები და გულწრფელი მოწონება დაიმსახურეს🌟#სკოლასხივი #სპექტაკლი #სასკოლოღონისძიება
 13
ინგლისურენოვანი სპექტაკლი V ბ კლასში 
    		<description>🎭✨„ოზის ჯადოქარი“ (ინგლისურ ენაზე)V კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ოზის ჯადოქარი“🤍მოსწავლეებმა წარმატებით გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები, წარმოაჩინეს ინგლისური ენისა და სამსახიობო უნარების ცოდნა.პედაგოგი: ნინო სინჯარაძე #სკოლასხივი #ინგლისურიენა #სასკოლოსპექტაკლი
 9
♟️ საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში
    		<description>♟️30-31 მაისს, საჭადრაკო სკოლა „ოლიმპიურ ჩემპიონში“ გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 
🔹ტურნირი ბავშვებისთვის საინტერესო, სასიამოვნო და ახალი გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა.განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ჰასან ჯემალ ქოჩს და ლუკა ქუთელიას 
🧡♟️ ჯემალმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოიპოვა, დაიკავა I ადგილი და შეასრულა IV თანრიგის პირველი ნორმა, ხოლო ლუკამ 7 ტურიდან 4 ქულა მოიპოვა და V თანრიგის მეორე ნორმა შეასრულა
👏🚀ასევე გვინდა გამოვყოთ ჩვენი პატარა მოჭადრაკე ანასტასია მღებრიშვილი, რომელმაც ღირსეული კონკურენცია გაუწია მასზე უფროს მოჭადრაკეებს.ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებას და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ 
❤️ სიკეთის დღე ჩვენს სკოლაში ❤️
    		<description> ❤️1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ჩვენი სკოლის ლამაზ ტრადიციად იქცა. ❤️
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით, გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი. მოსწავლეებმა საკუთარი მონდომებით, შემოქმედებითა და გულწრფელი სურვილით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სიკეთის კეთება ყველაზე დიდი ღირებულებაა.
დღის განმავლობაში სკოლის ეზო სავსე იყო მუსიკით, ღიმილით, პოზიტიური განწყობითა და ერთმანეთის მიმართ თანადგომის სურვილით. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში, რომლის მიზანიც ხელმოკლე ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის იმედისა და სითბოს გაზიარება იყო.
VIII კლასის  ღონისძიება ❤️„ერი, რომელსაც ისტორია აძლიერებს“
    		<description>  🇬🇪 VIII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე —„თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია“ 🇬🇪
ბავშვებმა გაიხსენეს ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შექმნეს, ისაუბრეს გმირობაზე, თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართველი ხალხის სიმტკიცეზე.მოსწავლეებმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფესვების, კულტურისა და ისტორიის ცოდნა და გაფრთხილება.
ღონისძიება გამოირჩეოდა ემოციურობით, შემოქმედებითი წარმოდგენებითა და პატრიოტული სულისკვეთებით. ❤️
🇬🇪 26 მაისი, ეს დღე ჩვენია !
    		<description>საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
პედაგოგი: ნინო ნაროუშვილი
#სკოლასხივი #26მაისი #ეროვნულიღირებულებები
ნაკლების ჩვენება
 23
გეპატიჟებით საქველმოქმედო აქციაზე 
1 ივნისს — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს — სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით, ჩვენს სკოლაში გაიმართება საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა და სიკეთის გაზიარება. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ვეხმარებით ხელმოკლე ოჯახებს და უკვე მრავალი კეთილი საქმის განხორციელება შევძელით.
📍 პროგრამა:
🕦 11:30 — სკოლის ბენდის კონცერტი
🕛 12:10 — საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
🎓 სასკოლო პრეზიდენტის არჩევნები ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video
🔹წარმოგიდგენთ კანდიდატებს მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციაზე.
▫️თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ხედვა და საინტერესო იდეები.ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს! 
✨ხმა მიეცით თქვენს რჩეულ კანდიდატს🚀
#სკოლასხივი #სასკოლოარჩევნები#მოსწავლეთათვითმმართველობა
🎓გილოცავთ ბოლო ზარს! 🔔🎉
    		<description>ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, 🎓
✨დღეს განსაკუთრებული დღეა — სრულდება თქვენი სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. 📚💫
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი  გილოცავთ სკოლის დამთავრებას! 🎉
სკოლის დასრულება ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისია — ეს არის ახალი გზის, ახალი შესაძლებლობებისა და დიდი მიზნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ✨
გვჯერა, რომ თქვენი ცოდნით, ენერგიითა და მიზანდასახულობით შეძლებთ ღირსეული ადგილი დაიკავოთ საზოგადოებაში  და მნიშვნელოვანი ცვლილებები შექმნათ მომავალში. 
გისურვებთ წარმატებას , გამბედაობას , სიბრძნეს  და საკუთარი თავის რწმენას ✨
🌍 „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ — გზა უკეთესი მომავლისკენ
    		<description>🇬🇪🇩🇪 ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე — „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ 🌍✨
კონფერენციაზე მე-10ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მდგრადი განვითარების 17 მიზანი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში 📚🌱
განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
🔹 სიღარიბის შემცირება
🔹 ხარისხიანი განათლება
🔹 გარემოს დაცვა
🔹 კლიმატის ცვლილება
🔹 გენდერული თანასწორობა
მოსწავლეებმა საინტერესო მაგალითებით აჩვენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მიზანი ადამიანების კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის 🌎🤝💡
📚✨ ჰერმან მელვილის „მობი დიკის“ განხილვა მე-7 კლასებში
    		<description>📚🌊 მე-7ა და მე-7 ბ კლასში ჩატარდა ჰერმან მელვილის ნაწარმოების, „მობი დიკის“ განხილვა ინგლისური ენის მასწავლებლების, ნინო სინჯარაძის და შორენა შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. 👩‍🏫👩‍🏫მობი დიკის შესახებ დისკუსიის მოწყობის მთავარი მიზანი იყო ნაწარმოების იდეების, პერსონაჟების და ავტორის გზავნილის უკეთ გაანალიზება. 🐋📖
მოსწავლეებმა დისკუსიის დროს განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა შურისძიება, აკვიატება და ადამიანის ბრძოლა ბუნებასთან. ⚓🌊 მათ ასევე შეაფასეს პერსონაჟების ქცევა და გადაწყვეტილებები. 🤔💬
მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი. 🧠✨ ასევე, საკუთარი მოსაზრები გამოხატეს არგუმენტირებულად. 🗣️📚 მათ გაიაზრეს ისეთი საკითხები როგორიცაა ბედისწერა, თავისუფალი ნება და ადამიანის ბუნება. 🌍⚖️
📚👨‍👩‍👧‍👦 ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს მშობელთა კრება-კონფერენცია
    		<description>👨‍👩‍👧‍👦 ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს I-XII კლასის მშობელთა კრება-კონფერენცია. შეხვედრის ფარგლებში მშობლები და პედაგოგები ერთად განიხილავენ სასწავლო პროცესს, მოსწავლეთა მიღწევებს, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.
🤝 სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა თითოეული მოსწავლის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.
მადლობა ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! 💙
 1
🗣 ილაპარაკე თავისუფლად! საჯარო გამოსვლის კონკურსი
    		<description>🎤 ლიტერატურის კლუბისა და დებატების კლუბის ინიციატივით ტარდება საჯარო გამოსვლის კონკურსი!
თუ გიყვარს საუბარი, საკუთარი აზრის გამოხატვა და აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად გამოსვლა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
🗣 თემა:„თავისუფლება — უფლება თუ პასუხისმგებლობა“
📅 15 მაისი
გელოდებით საინტერესო და შთამბეჭდავი გამოსვლებით!
📌 კონკურსის შეფასების კრიტერიუმები გამოქვეყნებულია სკოლის საინფორმაციო დაფებზე.
📢 მნიშვნელოვანი შეხსენება აბიტურიენტებისთვის!
    		<description>ძვირფასო მოსწავლეებო, შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა იწურება! ⏳
📌 რეგისტრაციის  აუცილებელია:
💳 სარეგისტრაციო საფასურის გადახდა
📅 ბოლო ვადა: 6 მაისი, 18:00 საათამდე
✔️ (მინიმუმ 1 საგნისთვის)
⚠️ გთხოვთ, ნუ გადადებთ ბოლო წუთამდე!
წარმატებებს გისურვებთ ყველას! 💙📚
დეტალები იხილეთ: 
https://online.naec.ge/uee-reg/entrants/EntrantsLogin.aspx
 ბმული
📢 ვაქვეყნებთ კრება-კონფერენციის განრიგს
პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო !
გაცნობებთ, რომ სკოლაში გაიმართება კრება-კონფერენცია, განრიგიც იხილეთ ქვემოთ 👇 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული განრიგი და დაესწროთ შეხვედრას.
მადლობა თანამშრომლობისთვის 🙏
🏆✨ ქართული ენის XVIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი 🇬🇪📚
🏁📅 3 მაისს ჩატარდა ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი — მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა ნიჭი და შრომა.
 ოლიმპიადის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში:
🎤 მხატვრული კითხვის ოსტატი 📖
🎶 საუკეთესო მუსიკალური ნომერი 🎼
✍️ საუკეთესო კალიგრაფი 🖋️
🎨 ანბანის ხელოვნება 🖌️
📚✨ ოლიმპიადამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა მაღალი აკადემიური დონე,შემოქმედებითი უნარები და ქართული ენისადმი გამორჩეული ინტერესი ❤️🇬🇪
🌍🤝 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე არაქართულენოვანი მოსწავლეები —რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენის გამაერთიანებელ ძალას ✨
🦉 „სხივის“ ინტელექტუალური კლუბის  „რა? სად? როდის?“ შოუ
    		<description>🔹წარმოგიდგენთ ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ ინტელექტუალური კლუბის @rasadrodis_sxivi „რა? სად? როდის?“ შოუს,სადაც მოაზროვნე ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას, გუნდურ მუშაობასა და სწრაფი ანალიზის უნარს.
🦉გუნდის კაპიტანი - ნიკოლოზ დოლიძე;
🔹მოაზროვნეები:ნინი ფხაკაძე, აისუნ ნაბიევა, გიორგი ბაზუაშვილი, ნიჰათ ორუჯოვი და ანდრია მესხი. წამყვანი - ლიზი ბეზარაშვილი.ვუსურვებთ მათ წარმატებასა და ღირსეულ გამარჯვებას! 
🚀#სკოლასხივი #ინტელექტკლუბი
📚 ჩვენს სკოლაში დიაგნოსტიკური ტესტირება მიმდინარეობს ✍️
    		<description>✍️ ტესტირების მიზანია მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასება, მათი ძლიერი მხარეების გამოვლენა და იმ მიმართულებების განსაზღვრა, სადაც დამატებითი მხარდაჭერაა საჭირო.
დიაგნოსტიკური ტესტირება გვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაში, რაც ხარისხიანი განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ  გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და წარმატებით განაგრძოს განვითარება 🌟
🚀დიდი სიამაყით გიზიარებთ ჩვენს წარმატებას
    		<description>🚀 ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ XII კლასის მოსწავლემ, მეჰმეთ აქიფ ქოჩმა ერთდროულად სამ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოიპოვა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:
🎓 University of Toronto (კანადა) - $180,000-ის გრანტი
🎓 Bocconi University (იტალია)
🎓 Miami University (აშშ)
💫 ეს წარმატება არის დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობისა და მაღალი აკადემიური მიღწევების ნათელი მაგალითი!
🔹კარიერის დაგეგმვის სამსახურში მოსწავლეებს ვთავაზობთ სრულყოფილ და ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას საუნივერსიტეტო აპლიკაციების გაგზავნის პროცესის ყველა ეტაპზე.▫️ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ კარგად გაიაზროს საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და მიზნები, რის საფუძველზეც იქმნება ძლიერი და კონკურენტუნარიანი სააპლიკაციო პროფილი.
🌍 დედამიწის დღე - ჩვენი პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისთვის! 🌱💚
    		<description>🌍 ჩვენი სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ნამდვილი „მწვანე გმირების" როლი მოირგეს 🌿🦸‍♂️🦸‍♀️ - საკუთარი ხელით დარგეს ზეთისხილისა და ლუგუსტრუმის ნერგები 🌳🌱. მცენარეების დარგვის შემდეგ კი დიდი ენთუზიაზმით დაასუფთავეს სკოლის ეზო 🧹🍃✨
აქტივობების შემდეგ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე 🌎, შეაფასეს თავიანთი ნაშრომი 📝💭. მათმა გულწრფელობამ შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს! 💚🌸
#დედამიწისდღე 🌍 #მწვანეთაობა 🌱 #გარემოზეზრუნვა ♻️ #სკოლისცხოვრება 🏫
 7
📚 საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია IX კლასში
    		<description>📚✨21 აპრილს, მე-9 კლასში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე “British VS American” 🇬🇧🇺🇸, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამერიკული და ბრიტანული კულტურისა და ენის თავისებურებების გაცნობა და მათი შედარება. ✨📖
📌 პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე. თავდაპირველად განხილულ იქნა ენობრივი განსხვავებები 🗣️, სადაც ყურადღება გამახვილდა ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურში განსხვავებულ სიტყვებზე, გამოთქმასა და ორთოგრაფიაზე. შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს კულტურულ განსხვავებებზე 🌍, ტრადიციებზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ცხოვრების სტილზე.
🎭გერმანულენოვანი სპექტაკლი VI ბ კლასში  
    		<description>🎭✨ ჩვენს სკოლაში VI ბ კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის, შორენა ჩალიგავას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს გერმანულენოვანი სპექტაკლი — „გაცვეთილი ფეხსაცმელი“ 👞
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა ❤️ მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ემოციით შეასრულეს თავიანთი როლები და სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვეს.
ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენი მოსწავლე რავილ ყურბანოვი იუბილარი გახლდათ 🎂 მან მეგობრებისა და მასწავლებლების გარემოცვაში სანთლებიც ჩააქრო, რამაც დღე უფრო თბილი და დასამახსოვრებელი გახადა ✨
🎶✨ დღეს ჩვენს სკოლაში მუსიკამ განსაკუთრებულად დაიჟღერა…
დღეს ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა კონკურსი — „საუკეთესო მუსიკალური ნომერი“ 🎤
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული მელოდიები,სადაც თითოეული შესრულება სავსე იყო ემოციით, ენერგიითა და სიყვარულით ❤️
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული მელოდიები, სადაც თითოეული შესრულება გამოირჩეოდა ენერგიით, სითბოთი და გულწრფელობით ❤️
🎼 ხმა იქცა ემოციად,🎼 მუსიკა — გულიდან წამოსულ ამბად,🎼 სცენა — ნიჭისა და თვითგამოხატვის სივრცედ.
🌟 წარმატებები შემდეგ ეტაპზე! ✨
 14
🎨✨ როცა ანბანი ხელოვნებად იქცევა…
    		<description>  ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში გამართული„ანბანის ხელოვნების“ კონკურსი ნამდვილ ფერად ზღაპრად გადაიქცა 🌈
მოსწავლეებმა ქართული ასოები გააცოცხლეს თავიანთი ფანტაზიით, ფერებითა და უნიკალური ხედვით —სადაც თითოეული ასო იქცა ისტორიად, ბუნებად და ოცნებად ❤️
🌿 ზოგი ასო ცაში აფრენილ ფრინველს დაემსგავსა,
🌿 ზოგი — ბუნების სურათად გადაიქცა,
🌿 ზოგი კი — ზღაპრულ სამყაროს გვიამბობს…
ეს ნამუშევრები გვახსენებს, რომ ქართული ანბანი მხოლოდ წერა არ არის —ეს არის სილამაზე, შემოქმედება და უსაზღვრო წარმოსახვა 🇬🇪✨
❤ არა ბარბარიზმებს
    		<description>#არაბარბარიზმებს 
ამ სლოგანით მე-6 (ა) კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქართული ენის ღირსება და ფასეულობა. მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დაგეგმეს და განახორციელეს აქტივობა, მოირგეს საჯარო მომხსენებლის, მწერლის, მთქმელის, ჟურნალისტისა და რესპოდენტის როლები და მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს ქართუნი ენის ღირებულებაზე.
#სიტყვა
#სიტყვისძალა 
#ქართულიენა 
#ვწეროთქართულად 
#ვიმეტყველოთქართულად
#ენისკვირეული
#თოთხმეტიაპრილი 
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ხათრიძე
❤️როცა კითხვა ხელოვნებად იქცევა 📖 ოლიმპიადა-2026
    		<description>📸✨ გიზიარებთ გუშინდელი დღის თბილ კადრებს…
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარებული კონკურსი სავსე იყო სიხარულით, მონდომებითა და ბავშვური გულწრფელობით ❤️
თითოეული ფოტო ინახავს იმ ემოციას,რომელიც გუშინ ჩვენს სკოლაში სუფევდა 🌿
🌟 მადლობა ჩვენს პატარა მონაწილეებს ამ ლამაზი დღისათვის!
 59
🇬🇪📖 ქართული სიტყვის სილამაზე სცენაზე ❤️ ოლიმპიადა-2026
    		<description>ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა კონკურსი ნომინაციაში — „მხატვრული კითხვის ოსტატი“ 🎭
მოსწავლეებმა დიდი ემოციით, გამორჩეული დიქციითა და არტისტიზმით გააცოცხლეს ქართული ტექსტები,და თითოეულმა მათგანმა მსმენელს განსხვავებული განცდა გაუზიარა ❤️
🌿 სიტყვა გახდა ემოცია,
🌿 ხმა — ისტორია,
🌿 შესრულება — ხელოვნება.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს სიტყვას და და როგორი ძალით აღწევს ის ადამიანის გულამდე 🇬🇪
 20
❤️მე და ქართული ენა
    		<description>📜✨ „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს,
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!“ ✨📜- გრიგოლ ორბელიანი 🇬🇪
📖💡 „წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი
მოწმობენ აღმატებასა ერისასა“ 💡📖— სოლომონ დოდაშვილი
⚔️🇬🇪 „მტრობა ენის არის მტრობა ქვეყნის“ 🇬🇪⚔️— ილია ჭავჭავაძე
🏔️❤️ „გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა,
მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,თუა ქართველის გვარისა“ ❤️🏔️— ვაჟა ფშაველა
🧠🔤 „სიტყვა ცოცხალი ორგანიზმიადა დროთა განმავლობაში ხშირად შინაარსს იცვლის“ 🔤🧠— შალვა ნუცუბიძე
💫✨ და კიდევ მრავალი… ✨💫
👐💬💡 მაგრამ არანაკლებ საინტერესო შეფასებები და აზრები გამოთქვეს დღეს მე-8 (ა/ბ) და მე-9 (ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.
🇬🇪✍️კალიგრაფიის კონკურსის პირველი ტური ✨
    		<description>🇬🇪✍️ ქართული ენის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულად აღინიშნა ჩვენს სკოლაში…
ოლიმპიადის ფარგლებში დღეს ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსის პირველი ტური ✨
ეს დღე იქცა ქართული ანბანის ნამდვილ ზეიმად —სადაც თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა სიზუსტე, სისუფთავე და სიყვარული ქართული  ენისადმი ❤️
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით წარმოაჩინეს თავიანთი უნარებიდა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ქართული ასო მხოლოდ სიმბოლო არ არის —ეს არის კულტურა, ისტორია და სილამაზე 🇬🇪
 34
📚 14 აპრილი — ქართული ენის დღე 🇬🇪
    		<description>     ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ისტორიისა და კულტურის უმთავრესი საყრდენია. ის არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება — ქართული ენა ჩვენი სულიერი სამყაროს გამოხატულებაა, ჩვენი წინაპრების ხმაა, რომელიც საუკუნეებს გადმოსცდა და დღემდე მოგვაღწია.
    14 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ქართველისთვის. სწორედ ამ დღეს, 1978 წელს, ქართველმა ხალხმა ერთიანობითა და მტკიცე პოზიციით დაიცვა თავისი ენა და შეინარჩუნა მისი სახელმწიფო სტატუსი. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერია ერის სიყვარული საკუთარი ენისა და კულტურის მიმართ.
გილოცავთ! 🕊️
    		<description>გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🕊️🌸✨
🌸✨ქრისტე აღდგა! ✝️💫
სიყვარული, მშვიდობა და სიხარული მუდამ სუფევდეს თქვენს ოჯახებში 💖🏡🌿
გილოცავთ! 🐣🌼🎉
🇬🇪 9 აპრილი — გვახსოვს, ვაფასებთ, ვაგრძელებთ...
    		<description>სკოლაში ჩატარდა 9 აპრილის ტრაგედიაადმი მიძღვნილი ღონისძიება 🕯️მე-5 ა, მე-8 ა და მე-11 კლასის მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიხსენეს გმირები —მათ თითოეული მათგანის ისტორია გააცოცხლეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რა ფასად მოვიპოვეთ თავისუფლება...
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სიმღერა „ტიტები“ —მელოდია, რომელმაც დარბაზი სიჩუმედ აქცია...სიჩუმედ, სადაც ტკივილიც იგრძნობოდა... და უდიდესი სიამაყეც... ❤️
ბავშვებმა ტიტებით ხელში შეამკეს გმირთა სურათები —ეს იყო უხმო, მაგრამ ყველაზე გულწრფელი მადლობა მათთვის, ვინც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა...
🐰🥚 საქართველო და გერმანია: აღდგომის ტრადიციები ბავშვების თვალით
    		<description>📅✨ 3 აპრილს, მე-5ა კლასში გაიმართა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა 🎨📚, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე – აღდგომა გერმანიასა და  საქართველოში.
👧👦 თითოეულმა ბავშვმა დიდი მონდომებითა და ინტერესით ისაუბრა ორი ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებზე, მათთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებსა და სიმბოლოებზე 🐣🌸.
🌼 პრეზენტაციებში გამოიკვეთა, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომას გერმანიაში 🐰🥚 – ფერადი კვერცხების ძიებით, სააღდგომო კურდღლის სიმბოლოთი და გაზაფხულის მხიარული განწყობით 🌷🌞,ხოლო საქართველოში 🇬🇪❤️ – ოჯახური სითბოთი, ტრადიციული სუფრით 🍽️, წითლად შეღებილი კვერცხებით 🥚🔴, სააღდგომო პასკებით 🍞 და საუკუნოვანი რელიგიური წესების დაცვით ⛪✨.
📚✍️ქართული ენის ოლიმპიადისთვის მზადება
    		<description>📚✍️ ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს ქართული ენის ოლიმპიადისთვის მზადება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები.
ოლიმპიადის ფარგლებში ტარდება ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია — კონკურსი კალიგრაფიაში და ანბანის ხელოვნება, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ქართული ანბანის სიყვარულის, ესთეტიკური გემოვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა — გვესტუმრა საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ნ. ბაგაური, რომელმაც მოსწავლეებისთვის ჩაატარა საინტერესო და შთამაგონებელი კალიგრაფიის მასტერკლასი.
🐝✨ Spelling Bee — წარმატების კიდევ ერთი ნაბიჯი! ✨🐝
    		<description>🐝 31 მარტს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გაიმართა სფელინგის კონკურსის მესამე, ფინალური ტური 🏫📚
⭐ X–XII კლასები
🥇 პირველი ადგილი — რაულ სულეიმანოვი 🏆
🥉 მეორე  ადგილი — ნიკოლოზ დოლიძე 👏
⭐ VII–IX კლასები
🥈 მეორე ადგილი — ელენე ჯობავა 🌟
🥉 მესამე ადგილი — ანა მესხი 👏
⭐ V–VI კლასები
🥉 მესამე ადგილი — ალექსანდრე ბედოშვილი 👏
📖 ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ინგლისური ენის მიმართ ინტერესის გაზრდა 🇬🇧, ლექსიკური მარაგის გამდიდრება 📚 და მართლწერის უნარების განვითარება ✍️