• ქართული ენის XVI რესპუბლიკური ოლიმპიადა

          • ოლიმპიადის მიზანია:

            • აამაღლოს მოსწავლეებში ენისადმი ინტერესი
            • გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა
            • გააცნობიეროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი
            • კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება
            • ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება
            • შემოქმედი მოსწავლეების წახალისება 

            1.საუკეთესო კალიგრაფი

            მონაწილეობენ   I-XII კლასების მოსწავლეები.

            I საკონკურსო ჯგუფი:      დაწყებითი საფეხური ( I – VI კლასები)

            II საკონკურსო ჯგუფი:    საბაზო საფეხური (VII –IX კლასები)

            III საკონკურსო ჯგუფი:    საშუალო საფეხური (X – XII) კლასები      

             

            საოლიმპიადე  დავალებები  ერთი ტიპისაა:

             ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიული გადაწერა.

             

            კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:

            * ქართული ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა

            *დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე

            *  ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა) 

                 ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.

            ოლიმპიადა ტარდება ერთ ტურად.

            ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით.

            თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან  I, II და III ადგილის გამარჯვებულები.              

            2.მხატვრული კითხვის ოსტატი 

            მოსწავლეები კონკურსში  მონაწილეობენ  ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :

            I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის)   მოსწავლეები

            II  საბაზო და საშუალო საფეხურის  (VII-XII კლასის) საფეხურის მოსწავლეები.

            მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:

            * ლექსის შინაარსობრივი   დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, ჩანახატი, მინიატურა)  

            * ტექსტის ცოდნა,  გამართული მეტყველება

            * ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია

            *არტისტიზმი-ემოცია

            *მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.

             

            ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად.

            ·       ნომინაციაში  ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი  მოსწავლეებისათვის  - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.

            ·       ნომინაციაში  ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო  საფეხურის (VII- XII კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი  მოსწავლეებისათვის  - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.

            3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი

            მოსწავლეები კონკურსში  მონაწილეობენ  ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :

            I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის)   მოსწავლეები

            II  საბაზო და საშუალო საფეხურის  (VII-XII კლასის) საფეხურის მოსწავლეები.

            ოლიმპიადაში მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

            * სიმღერის შინაარსობრივი   დატვირთვა  (ეროვნულ,-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, თავისუფალი არჩევანი (მხოლოდ ქართულ ენაზე))

            *შემსრულებლის ოსტატობის დონე

            *  ვერბალური უნარების  გამოვლენა

            *ვოკალური უნარების გამოვლენა

            * სიმღერის შინაარსისთვის შესაფერისი ორიგინალური ინტერპრეტაცია

            *მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენება 

            დამატებითი კრიტერიუმები:

            *  მუსიკალური თანხლების ხარისხი (ფონოგრამა, ბექვოკალი)

            *შოუს ელემენტები და მათი გამოყენების ხარისხი (ცეკვა, კოსტიუმები).

             

            ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად.

            ·       ნომინაციაში  ,,საუკეთესო მუსიკალური ნომერი „ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი  მოსწავლეებისათვის  - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.

            ·       ნომინაციაში  ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო  საფეხურის (VII- XII კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი  მოსწავლეებისათვის  - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.

                   შენიშვნა: ოლიმპიადაში განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი

            ოლიმპიადის  ჩატარების  კალენდარული  გრაფიკი: 

            I  ტური   ჩატარდება   ქალაქებში -  თბილისი  და ქუთაისი

            1.საუკეთესო კალიგრაფი- 22 მარტი

            კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

            2.მხატვრული კითხვის ოსტატი  30 მარტი    11 : 00 სთ

            3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი    30 მარტი    11 : 00 სთ

            I ტურის შემდეგ პარტნიორი სკოლები ნომინაციაში   " საუკეთესო მუსიკალური ნომერი"და                   "მხატვრული კითხვის ოსტატი"  გამოავლენს სამ–სამ გამარჯვებულს.

             

            II ტური  ჩატარდება ქ. თბილისში

            ჩატარების  გრაფიკი:

             

            Ø  აუკეთესო მუსიკალური ნომერი           13 აპრილი                12 : 00 სთ

            Ø  მხატვრული კითხვის ოსტატი                13 აპრილი                12 : 00 სთ

            ოლიმპიადის  ჩატარების  ორგანიზება:

             

            *  ოლიმპიადის პირველი  ნომინაციისთვის ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს                  

             

               შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

             

             

             

          • 🥰21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

          •  

            🥰 ქართულ-გერმანული სკოლა სხივის XI ა და XI ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში.

            თემები იყო მრავალფეროვანი და აქტუალური თავისი მხატვრული და შინაარსობრივი მახასიათებლებით.

            ღონისძიების მიზანია ცნობიერების ამაღლება, ემპათიურობა და ტოლერანტობა.

          • 🔸 შეხვედრა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან

          • 🧯 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა:

            ⚠️საგანგაშო მდგომარეობის შექმნისას შენობაში საევაკუაციო პროცედურები და თანამშრომელთა მაქსიმალურად ეფექტური მოქმედებები;

            ⚠️ დაზარალებულთათვის გადაუდებელ პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხები;

            ⚠️ ტექნიკური, თუ საოფისე სამუშაოებისათვის სათანადო გარემოს ფაქტორების მახასიათებლები და პრევენციული ღონისძიებები;

            #უსაფრთხოგარემო

            🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸🧯⚠️🚸

          • 💧 წყლის დაცვის დღე

          • 💦 მე-6️⃣ ა კლასში მოსწავლეებმა წყლის დაცვის დღესთან დაკავშირებით შექმნეს პოსტერი . აქტივობა მიზნად ისახავდა უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმას, მისი დაცვისა და შენარჩუნების პროცესში პასუხისმგებლობის გააზრებას.

            💧💦💧💦💧💦💧💦💧💦💧💦💧💦💧💦💧💦💧💦💧💦💧

          • 💧წყლის საერთაშორისო დღე

          • 💦 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

            💧 მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა ამ პრობლემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი პრეზენტაციები მოამზადეს და თანასკოლელებს წარუდგინეს. 👏👏👏👏👏👏

          • 🥰 Upskill - ტრენინგების სერია გრძელდება

          • 🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.

            👉 ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის წევრმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნ. წიკლაურმა თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: გაკვეთილზე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.ტრენინგმა სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

            👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

            👉 პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

          • ♟️გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ♟️19 მარტს გაიმართა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში.

            ✔️მონაწილეობას იღებდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

            ♟️გუნდი დაკომპლექტებული იყო 4 მოჭადრაკით.🫶ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით. საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

            🏆 I ადგილი- მე-11 კლასი

            1. მუხამედ ორუჯოვი

            2. თათია ჩხაიძე

            3. რატი მურვანიძე

            4.თორნიკე მიქაძე

            🏆II ადგილი- მე-8ა კლასი

            1. გიორგი ბაზუაშვილი

            2. ნიჰათ ორუჯოვი

            3. ალექსანდრე შარაბიძე

            4.ქეთი შუბლაძე

            🏆III ადგილი- მე-10 კლასი

            1. ნიკოლოზ თოდრია

            2. მეჰმეთ აქიფ ქოჩ

            3. თემურ ფარეიშვილი

            4.ლუკა თორთლაძე

            ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!

            🥇🥇🥇🥈🥈🥈🥉🥉🥉🏆🏆🏆🎉🎉🎉♟️♟️♟️♟️♟️♟️♟️

            #ითამაშეჭადრაკი

          • 🥰 Upskill -სერია გრძელდება

          • 🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.

            👉 დღეს ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის წევრმა, მოქალაქეობის პედაგოგმა ა. თევდორაშვილმა თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა.

            👏 ტრენინგმა სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.👏

            👉 პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

          • 🥰 Upskill- ტრენინგების სერია გრძელდება

          • 🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.

            👉 მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ქიმიის მასწავლებელმა ქ. ცხადაძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე : ,,გაკვეთილის სტრუქტურა"

            👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

            👉 პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა

          • 🥰 Upskill - ტრენინგების სერია გრძელდება

          • 🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.

            👉უცხოური ენების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის წევრმა, გერმანული ენის მასწავლებელმა ა. ღონღაძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა.

            👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

            👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!

          • 🐝 Spelling Bee-ს ფინალი

          • 🐝 ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმში 1 მარტს  კონკურსის „Spelling Bee“ ფინალი გაიმართა. 

            კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის მართლწერის დონის განსაზღვრა, ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, გამარჯვებულთა გამოვლენა და წახალისება. კონკურსი 3 ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება: მე–5–6 კლასები, მე–7–8–9 კლასები და მე–10–11–12 კლასები.
             
             მიმდინარე წლის კონკურსის ფინალში  მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის 9 მოსწავლემ.

            ✅ მე–5–6 კლასებიდან პირველ ადგილზე გავიდა  ელენე თათარაშვილი.

            ✅ მე–7–8–9 კლასებიდან მე-2 ადგილზე გავიდა შირინ სალაროვა.


            ✅ მე–10–11–12 კლასებიდან მე-2 ადგილი დაიკავა ელენე მცხვეთაძემ.

            👏 ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!